იაპონიაში მომხდარი 11 მარტის მიწისძვრის, ცუნამის და 7 აპრილის ძლიერ აფტერშოკის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12876 ადამიანამდე გაიზარდა.
ამის შესახებ იაპონიის პოლიციის მთავარი სამმართველო იუწყება.
ქვეყნის პროვინციებში უგზო-უკვლო დაკარგულად 14865 ადამიანი ითვლება. დროებით თავშესაფარში 153 ათასი ადამიანი იმყოფება.
9-ბალიანი მიწისძვრა იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთით 11 მარტს მოხდა. მას 10 მეტრის სიმაღლის ცუნამი მოჰყვა.
იაპონიაში დაღუპულთა რიცხვი 12876 ადამიანამდე გაიზარდა
09
აპრილი



