RSS

Monthly Archives: აპრილი 2011

“ფუკუშიმა-1”-ის 20 კილომეტრის რადიუსში ტერიტორია აკრძალულ ზონად გამოცხადდა

ატომური ელექტროსადგური “ფუკუშიმა-1”-ის 20 კილომეტრის რადიუსში ტერიტორია აკრძალულ ზონად გამოცხადდა.

ამის შესახებ იაპონიის პრემიერმა ნაოტო კანმა განაცხადა.

მთავარობის განკარგულების თანახმად, ამ ზონაში ყოფნა ამიერიდან არაკანონიერი იქნება და აკრძალვის დარღვევისთვის სანქციები დაწესდება.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ტერიტორიიდან მანამდე 80 ათასამდე ადამიანი გაიყვანეს, საშიშ ზონაში დღემდე ცხოვრობს ხალხი.

იაპონიის ხელისუფლება ევაკუირებულ მოქალაქეებს დატოვებული სახლებიდან ყველა საჭირო ნივთის წაღების უფლებას რთავს.

ფუკუშიმის რეაქტორზე მომხდარი ავარიის გამო, რადიაციით ოკეანის წყალი 15 კილომეტრის დაშორებითაც დაბინძურდა.

სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ოკეანის წყალში რადიოაქტიული ნივთიერებების შემცველობა დაშვებულ ნორმას 5-ჯერ აღემატება.

თუმცა იაპონიის ბირთვული უსაფრთხოების სააგენტო განცხადებით,
დაბინძურებული სითხე ელექტროსადგურის ტექნიკურ ზონას არ გაცდება, რადგან ოკეანეში დამცავი ღობეებია დამონტაჟებული.

http://www.epn.ge

 

იაპონიაში მსხვერპლის რიცხვი გაიზარდა

იაპონიაში 11 მარტს მომხდარი მიწისვრისა და ცუნამის შემდეგ, მსხვერპლა რაოდენობამ 13 ათასს 895 მიაღწია. თითქმის ამდენივე _ 13864 ადამიანი ითვლება უგზოუკვლოდ დაკარგულად. მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაზარალებულთა, დაჭრილთა რიცხვი კი 4938 აღწევს, იუწყება ადგილობრივი ტელევიზია.
ყველაზე მეტი დაღუპული დარეგისტრირებულია მიაგის პრეფექტურაში _ 8 437 ადამიანი, პრეფექტურებში ივატესში 4008 ადამიანი და ფუკუშიმაში 1387.
იაპონიის პოლიციის ცნობით, სტიქიამ დააზარალა 186 ნაგებობა და 60 700 სახლი კი სრულიად განადგურებულია.
11 მარტის მიწისძვრა ყველაზე დამანგრეველი აღმოჩნდა ომის შემდგომი იაპონიის ისტორიაში. ქვეყნის ზარალი, სავარაუდოდ, 25 ტრილიონ იენზე (308 ლირიარდი დოლარი) მეტი იქნება. დამატებით, 11 ტრილიონი იენად (133 მილიარდი დოლარი) შეფასებული იქნება “ფუკუსიმა 1”-ის ავარია, საიდანაც ამ დრომდე რადიაციული ნივთიერება იღვრება.

http://www.epn.ge

 

იაპონიის მთავრობა რეცესიას პროგნოზირებს – მიწისძვრით გამოწვეულმა ზარალმა 300 მილიარდი დოლარი შეადგინა

This slideshow requires JavaScript.

იაპონიის მთავრობა მარტში მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის გამო ეკონომიკურ ვარდნას პროგნოზირებს.
იაპონიის ხელისუფლების განმარტებით, მკვეთრად დაეცემა მძიმე მრეწველობის მაჩვენებლები და ექპორტის მოცულობა. იქამდე კი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა იაპონიის ეკონომიკის ზრდის მკვეთრი დაცემის პროგნოზი გამოქვეყნა.
“ბოლო დროს ქვეყნის ეკონომიკაში შეიმჩნევა სტაგნაციის ნიშნები, რომლებიც აღმოსავლეთ იაპონიაში დიდმა მიწისძვრამ გამოიწვია”,- ნათქვამია იაპონიის მთავრობის დასკვნაში.
საერთო ზიანი, რომელიც იაპონიას სტიქიური უბედურების შედეგად მიადგა, 300 მილიარდ დოლარს შეადგენს.
იაპონურმა ავტოგიგანტმა “ტოიოტამ” ევროპის ქარხნების მუშაობა შეაჩერა, რადგან იაპონიიდან სათადარიგო ნაწილების ექსპორტი აღარ ხდება. აპრილს ბოლოს კი, იგეგმება ასევე ჩრდილოეთ ამერიკის ქარხნების გაჩერებაც.
დღეს გამთენისას იაპონიაში ახალი მიწისძვრა მოხდა, მისი მაგნიტუდა 5.8 ბალს შეადგენდა.
მიწისძვრის ეფიცენტრი პრეფექტურა ფუკუშიმაში იმყოფებოდა. ატომური ელექტროსადგურ “ფუკუშიმა-1”-ზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

http://www.epn.ge

 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 13/04/2011 დუიმი გარემო

 

“ფუკუშიმა-1”-ს საშიშროების დონე ჩერნობილის დონეს გაუტოლდა

იაპონიის ხელისუფლება ატომურ ელექტროსადგურ “ფუკუშიმა-1”-ზე საშიშროების დონე მაქსიმალურ მნიშვნელობამდე – ბირთვული მოვლენების საერთაშორისო შკალით მე-7 დონემდე გაზარდა. ამის შესახებ იაპონიის ბირთვული უსაფრთხოების კომისიის წარმომადგენელმა მინორუ ოოგოდამ გნაცხადა. ამ დონეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო “მსხვილ ავარიად” აფასებს, და აქამდე, ეს დონე მხოლოდ 1986 წელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ ავარიას მიენიჭა. იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის NHK-ს ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება სადგურზე რადიაციის დონის გაზომვის შემდეგ იქნა მიღებული. ბირთვული უსაფრთხოების კომისიის წარმომადგენლის განცხადებით, გადაწყცეტილება წინასწარ შეფასებებზე დაყრდნობითაა მიღებული და იგი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ უნდა დაამტკიცოს. “ჩვენ საშიშროების დონე იმიტომ ავწიეთ, რადგან რადიაციის გაჟონვა ჰაერში, ბოსტნეულში, სასმელ წყალსა და ოკეანეში დავაფიქსირეთ”, – განაცხადა ოოგოდამ. თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლის მტკიცებით, ფუკუშიმის და ჩერნობილის ავარიების შედარება არ შეიძლება. “რადიოაქტიური მასალების ამოფრქვევის მოცულობას, რომელიც ფუკუშიმიდან ამოიფრქვა, ჩვენ ჩერნობილის მოცულობის 10%-ით ვაფასებთ”, – აღნიშნა ოოგოდამ. იაპონიაში კი მორიგი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრე 6.3 ბალით შეფასდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ბიძგები მეორედ იგრძნობოდა – გუშინ ტოკიოს მახლობლად 7.1-ბალიანი აფტერშოკი დაფიქსირდა.

http://www.epn.ge

 

იაპონიაში დაღუპულთა რიცხვი 12876 ადამიანამდე გაიზარდა

იაპონიაში მომხდარი 11 მარტის მიწისძვრის, ცუნამის და 7 აპრილის ძლიერ აფტერშოკის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12876 ადამიანამდე გაიზარდა.
ამის შესახებ იაპონიის პოლიციის მთავარი სამმართველო იუწყება.
ქვეყნის პროვინციებში უგზო-უკვლო დაკარგულად 14865 ადამიანი ითვლება. დროებით თავშესაფარში 153 ათასი ადამიანი იმყოფება.
9-ბალიანი მიწისძვრა იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთით 11 მარტს მოხდა. მას 10 მეტრის სიმაღლის ცუნამი მოჰყვა.

www.epn.ge

 

რით ემუქრება კლიმატის გლობალური ცვლილება საქართველოს

ეს ჩემი მეგობრის მასალააა… ინფორმაციული და საინტერესოა

This slideshow requires JavaScript.

გეოლოგები გაზაფხულზე გართულებებს ელიან
შორენა ბურდილაძე

იაპონიაში მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ, ბოლო დროს გახშირებული ბუნებრივი კატასტროფების მიმართ შიში კიდევ უფრო გააღრმავა. საქართველოსთვის, რომელიც სეისმურად ერთ-ერთ ველაზე აქტიურ რეგიონში მდებარეობს, შიშის საფუძველი ნამდვილად არსებობს. მითუმეტეს, მოახლოებულია თოვლის დნობის პერიოდი, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში უკვე რამდენიმე წელია მეწყერების, ღვარცოფებისა და წყალდიდობების გარეშე არ ჩაუვლია.
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ყოველწლიურად ატარებს გეომონიტორინგულ კვლელევებს და მის შედეგებზე დაყრდნობით იმ გეოლოგიური პროცესებს პროგნოზირებს, რომელიც მომალი წლის განმავლობაშია მოსალოდნელი..
როგორც სააგენტოს გეოლოგიურიო საშიშროების დეპარტამენტში აცხადებენ, წლევანდელი გაზაფხული გართულებების გარეშე ვერ ჩაივლის. ამის მიზიზი დიდი თოვლია, რომელმაც თითქმის მთელი საქართველო მოიცვა. მთიანი აჭარა და სანაპირო ზოლი, რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი, სამეგრელოს მთისწინეთი, გურიის, იმერეთის მთიანი ნაწილები, კახეთი და მცხეთა-მთიანეთის მთელი ტერიტორია საშიშროების ყველაზე მაღალი რისკის ზონაშია შეყვანილი.
სპეციალისტთა მონაცემებზე დაყრდნობით, მეწყერების საშიშროების თვალსაზრისით, საქართველოს მთელს კავკასიაში უმაღლესი რისკის ზონად ფასდება. გეოლოგიური საშიშროების დეპარტამენტის უფროსის, ემილ წერეთელის განმარტებით, მეწყრული მოვლენები ჩვენს ქვეყანას მიწების განადგურებას უქადის. ასეთ უბნებზეა მოქცეული როგორც საცხოვრებელი სახლები, ასევე ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები და ისტორიული ძეგლები.
”ქვეყნის ტერიტორისს მილიონნახევარ ჰექტარზე მეტი მეწყრულ უბნებზე მოდის, ანუ ქვეყნის ტერიტორიის 70% მუდმივი საფრთხის ქვეშ იმყოფება. მთელს კავკასიაში სულ 5 ათასამდე ღვარცოფსაშიში კერა და მდინარეა აღრიცხული, მათგან 3 ათასი კი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზეა. საქრთველოს, დღეისათვის, სულ 53 ათასი მეწყრული უბანი აქვს,როცა აზერბაიჯანში მათი რიცხვი 8 ათას ხუთასია, სომხეთში კი მხოლოდ 3 ათასი.
მეწყერების და ღვარცოფების საშიშროება თოვლის დნობის შემდეგ დაიწყება. დღეისათვის, ამის გეოლოგიური ფონი უკვე არსებობს, რადგან დიდი თოვლია როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. ცოტა ხანში, სპეციალისტების განსაზღვრავენ რამდენი იქნება გაზაფხულზე თოვლის ნადნობი და რამდენად აიწევს მდინარეებში წყლის დონეები. თუ თოვლის დნობას ნალექი და ტემპერატურის მკვეთრი მატება დაერთო, დაბლობში წყალდიდობა, მთაში კი ღვარცოფია მოსალოდნელი. თუ თოვლის დნობა გაჭიანურდა, ნადნობი გრუნტში ჭარბად ჩაიჟონება და შედეგად მეწყერს გამოიწვევს. ანუ დიდი თოვლის გამო წელს უარყოფით შედეგებს ვერ ავცდებით”, – აცხადებს ემილ წერეთელი.
მისივე თქმით, ჩვენს ქვეყანაში მეწყერის საშიშროების ზრდას ხელს უწყობს მიწისძვრის მომატებული რისკიც. სეისმოლოგთა შეფასებით, მსოფლიოში გახშირებული მიწისძვრების ფონზე, კავკასია სეისმურად კიდევ უფრო გააქტიურდა, აქტიურობის ზრდას სპეციალისტები მომავალშიც ვარაუდობენ.
”მიწისძვრის უარყოფითი შედეგი მხოლოდ ნგრევა არ არის. ის მეწყერის პროვოცირებას ახდენს. 1991 წლის მიწისძვრის შემდეგ, 40 ათასი სახლის აშენება გახდა საჭირო და მათგან უმეტესობა მეწყერმა დააზიანა. ბოლო პერიოდში, დედამიწის ქერქი მთელს მსოფლიოში საგრძნობლად გააქტიურებულია. ამის ერთერთი შედეგია ბოლო დროს ვულკანების ამოფრქვევა. გააქტიურებულია კავკასიონის მთების აზევების პროცესიც, რაც ასევე დედამიწის ქერქის მოძრაობას უკავშირდება. თუ ძველი მონაცემებით, კავკასიონის მთები 10-15 მილიმეტრით მაღლდებოდა, ახალი სატელიტური ინფორმაციით, აზევება 50-60 მილიმეტრით ხდება. ეს საკმაოდ საშიში ციფრია და ჩვენს რეგიონს სეისმურად უფრო რისკიანს ხდის. სეისმოლოგები მიიჩნევენ, რომ კავკასიაში ვულკანების გააქტიურებაც მოსალოდნელია. ამ მხრივ, საშიშროება მოსალოდნელია მყინვარწვერზე, ჯავახეთის მთებში. ასე რომ, გეოლოგიურად აქტიურ ზონაში ვცხოვრობთ და დიდი სიფრთხილე გვმართებს.
ბოლო პერიოდში, საშიში გეოლოგიური პროცესების გამომწვევ მიზეზებს დაემატა მეტეოროლოგიური ლომიტების გადახრაც, ანუ ატმოსფერული ნალექების საშულო მრავალწლიური მაჩვენებლების ზრდა. შარშანდელი ნალექების შესწავლისას, ხშირი გადახრები აღმოვაჩინეთ. ღოგორც წესი, თუ გადაჭარბება დიდია, ექსტრემალურ მოვლენებს ვერ ავცდებით.
სამწუხაროდ, გლობალური კლიმატის ცვლილების ფონი ჩვენთან ასე გამოიხატა. გლობალური დათბობა მართალია, საქართველოში გაუდაბნოებას არ გამოიწვევს, მაგრამ უხვი ნალექების ზრდა მიწების დეგრადაციით და მისი განადგურებით გვემუქრება. ყოველ წელს ასობით ჰექტარ მიწას ვკარგავთ ალაზნის ტერიტორიაზე. 3 ათასი დასახლებული პუნქი კი განსაკუთრებით საშიშ ზონებში გვყავს აღრიცხული, ეს დაახლოებით 400 ათასი ოჯახია”, – ამბობს ემილ წერეთელი.
გასული წლის მონაცემების დეტალური შესწავლის შედეგად, გეოლოგები მომავალი წლის სავარაუდო პროგნოზს აკეთებენ. ამ კვლევების შეეგებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მსხვერპლის, მატერილური ზარალის და ეკომიგრანტთა ახალი ნაკადის თავიდან აცილების თვალსაზრისით. სამწუხაროდ, არასაკმარისი ფინანსების გამო, ეს კვლევები მხოლოდ რეგიონალურ დონეზე, სტიქიის საშიშროების მაღალი რისკის ფართობებზე წარმოებს და არა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.
გეომონიტორინგულ დასკვნაში ნათქვამია, რომ შეზღუდულად განხორციელებული კვლევები სტიქიით გამოწვეულ გართულებებს ვერ ასახავენ. შესაბამისად, ადრეული გაფრთხილებები ვერ ხერხდება.
ამავე კვლევის თანახმად, ბოლო პერიოდში, საშუალო რისკის დონიდან მაღალი რისკის ზონაში გადავიდა კახეთის რეგიონი. იქაურ მოსახლეობას დიდი ზიანი მიაყენა მეწყერმა და ღვარცოფმა. მეწყრული პროცესები კვლავ ემუქრება გურჯაანისა და საგარეჯოს რაიონებს. მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ იმყოფება ქალაქ სიღნაღის მოსახლეობაც.
”მართალია, ქალაქის რეაბილიტაციამ პროცესის საშიშიროება რამდენადმე შეამცირა, მაგრამ მთლიანად ქალაქი საინჟინრო-გეოლოგიური თვალსაზრისით იმდენად რთულ გარემოში იმყოფება, რომ მეწყრული მოვლენების გააქტიურების საშიშროება ყოველთვის არსებობს. თანაც დღემდე ქალაქს არ გააჩნია სათანადო დონეზე დამუშავებული ტერიტორიის გეოლოგიური საშიშროების რუკა, რომელიც მისი განაშენიანება-დაცვითი მართვის პრინციპებს განსაზღვრავდა. აუცილებელია ქალაქის ტერიტორია და მისი შემოგარენი პერმანენტული გეომონიტორინგული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდეს ”, – ნათქვამია კვლევის შედეგების ამსახველ დოკუმენტში.
მეცნიერები ყურადღებას ამახვილებენ მდინარე ალაზანზე, რადგან სახელმწიფო საზღვრების მნიშვნელოვანი ნაწილი პირობითად ალაზანზე გადის. მდინარე კალაპოტში მიმდინარე რთული გეოლოგიური პროცესების შედეგად, კი შესაძლოა ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე მოექცეს.
მეწყერები გააქტიურებულია მდინარე ენგურის ხეობაში წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზეც. ამის მიზეზებად ატმოსფერული ნალექების გაზრდა და მიწისძვრების გააქტიურება სახელდება. მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევენ წყალსაცავის სიახლოვეს თაბაშირის კარიერის არსებობას. გეოლოგები ამ კარიერზე ლიცენზიის შეჩერებას ითხოვენ, რადგან სამუშაოების გაგრძელება წყალსაცავს მეტ საფრთხეს შეუქმნის.
ჩამოთვლილი რისკების მიუხედავად, გეოლოგიური საშიშროების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ვითარება ამ დროსისთვის კონტროლს ექვემდებარება. სპეცილისტების მტკიცებით, გეოლოგიური გარემო და მოსალოდნელი საფრთხეები დეტალურადაა შესწავლილი. მოსალოდნელ პროცესებზე გაფრთხილება ყველა შესაბამისმა უწყებამ მიიღო, მათ შორის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ.

 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 09/04/2011 დუიმი გარემო