10 სექტემბერს, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურმა სახლ-მუზეუმმა სალონურ შეხვედრას „მოგზაურის დღიურებს“ უმასპინძლა.
თბილისის მუზეუმების გაერთიანება აგრძელებს სალონური შეხვედრების ციკლს და ამჯერად სალონის სტუმარი ჟურნალისტი და ფოტოხელოვანი ოლიკო ცისკარიშვილი იყო, რომელმაც ისაუბრა საქართველოში მთიანი რეგიონების პრობლემებზე, ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე და ა.შ. Read the rest of this entry »
Category Archives: ღონისძიებები
ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურმა სახლ-მუზეუმმა სალონურ შეხვედრას „მოგზაურის დღიურებს“ უმასპინძლა
კონკურსის “მოითხოვე ცვლილებების” გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, პროექტის “ichange.gov.ge. პეტიციის პორტალის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისა და განათლების კამპანიის” დასკვნითი ღონისძიება გამართა. ღონისძიების ორგანიზატორების განმარტებით, მთავარი მიზანი დამსწრე საზოგადოებისთვის პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შეჯამება და პეტიციების პორტალთან დაკავშირებით შემუშავებული რეკომენდაციების წარდგენა იყო. Read the rest of this entry »
ეკოფაქტი, „სატყეო რეფორმის“ ფარგლებში მედიაკონკურის გამარჯვებული გახდა
დღეს, „ფაბრიკაში“, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის CENN ორგანიზებით, მეტყევის დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და სტუდენტ-ახალგაზრდობის შეხვედრა, სადაც, დაჯილდოვდნენ სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები, პროექტ „სატყეო რეფორმის“ ფარგლებში. შეხვედრაზე დაასახელეს ორი საპატიო მეტყევეც – ვეტერანი მეტყევე ლერი ჭოჭუა და გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი კარლო ამირგულაშვილი Read the rest of this entry »
დღეს, ეკოფაქტი შვიდი წლის გახდა…
დღეს, ჩემი ეკოფაქტი შვიდი წლის გახდა. შვიდი წელია მედია სივრცეშია და ამ ხნის განმავლობაში უამრავი სტატი, რეპორტაჟი და ახალი ამბავი გამოქვეყნდა. ჩემდა საამაყოდ, ისიც მინდა ვთქვა, რომ უამრავი პრიზი აიღო ეკოფაქტზე გამოქვეყნებულმა სტატიებმა თუ ფოტორეპორტაჟებმა. წლევანდელი წელიც არაა გამარჯვების გარეშე. იმედია მომავალშიც იგივე წარმატებით გააგრძელებს მოღვაწეობას. თუმცა რიგი პრობლემების და დაბრკოლებები ხელს უშლიან, მაგრამ პრობლემებს მოვერევით 🙂 Read the rest of this entry »
წინასწარი გაყიდვა – „მეგზური ჟურნალისტებისთვის სოციალური საკითხების გაშუქებაში“
მკითხველმა უკვე იცის, რომ სამი სასწავლო წიგნი გამოიცა ჟურნალისტიკაში ოლიკო ცისკარიშვილის ავტორობით. წიგნმა „მეგზური ჟურნალისტებისთვის სოციალური საკითხების გაშუქებაში“ დღის სინათლე რომ იხილოს, საჭიროა მინიმუმ ასმა (100) ადამიანმა შეიძინოს წინასწარ. წიგნის პირველი ვერსია, ბევრმა თქვენგანმა უკვე იცის და ისიც იცის, რომ საჭირო და მნიშვნელოვანია, როგორც ჟურნალისტებისთვის, სტუდენტებისთვის, ასევე არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციებისთვის.
წიგნის ფასი 20 ლარია. 408 გვერდიანი წიგნი იბეჭდება მყარი ყდით. წინასწარ ნაყიდი წიგნი გადმოგეცემათ წიგნის პრეზენტაციაზე.
წიგნის შეძენისთვის თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ:
ს.ს. „თიბისი ბანკი“,
საბანკო კოდი TBCBGE 22
მიმღების დასახელება ოლღა ცისკარიშვილი-სოსელია
ანგარიშსწორების ანგარიში GE03TB7489645061100017
დანიშნულებაში მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და მეილი;
იმ შემთხვევაში თუ ვერ მოხერხდა სტამბის ბეჭდვისთვის თანხის შეგროვება, დარიცხული თანხა უკან დაგიბრუნდებათ.
„ჟურნალისტიკის შესავლის“ პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა „კოლეგები ჩემს ობიექტივში“
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, რევაზ ინანიშვილის სახელობის დარბაზში ჩატარდა ოლიკო ცისკარიშვილის წიგნის „ჟურნალისტიკის შესავლის“ პრეზენტაცია, ასევე ავტორის ფოტოგამოფენა „კოლეგები ჩემს ობიექტივში“. ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების და მედიის წარმომადგენლები. Read the rest of this entry »
წიგნის „ჟურნალისტიკის შესავლის“ პრეზენტაცია
21 ნოემბერს, საღამოს ექვს საათზე, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება ოლიკო ცისკარიშვილის წიგნის „ჟურნალისტიკის შესავლის” პრეზენტაცია. პრეზენტაციასთან ერთად გაიხსნება ავტორის ფოტოგამოფენა – „კოლეგები ჩემს ობიექტივში“. ავტორის თქმით, გამოფენა სპეციალურად გაკეთდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, რათა მათ წარმოდგენა ჰქონდეთ და ვიზუალურად შეაფასონ მომავალი პროფესია, რა რისკების ქვეშ დგებიან ჟურნალისტები, როგორ პირობებში უწევთ მათ მუშაობა და ა.შ. რაც შეეხება წიგნს „ჟურნალისტიკის შესავალი“, წიგნში შესულია როგორც ჟურნალისტიკის განვითარების ეტაპები, ასევე რა არის ჟურნალისტური ჟანრები. „ორიოდე წლის წინ, ვმუშაობდი ერთ-ერთ სამოქალაქო კლუბში, სადაც უამრავ სხვადასხვა უნივერსიტეტდამთავრებული ახალგაზრდა მოდიოდა, სამწუხარო ფაქტის წინაშე დავდექი, მათ არ იცოდნენ რა იყო ჟანრები: ნიუსი, სტატია, რეპორტაჟი და ა.შ. არ იციან რა არის პრესრელიზი, როგორ იწერება ელექტრონული წერილი და ა.შ. ამიტომ ვიფიქრე, რომ საჭირო იყო ახალგაზრდა თაობისთის ხელმისწავდომი ყოფილიყო რაიმე ლიტერატურა, რომელიც მისცემდა იმ ელემენტარულ ცოდნას, რაც ასე აუცილებელია ჟურნალისტისთვის,“ – ამბობს ოლიკო ცისკარიშვილი. Read the rest of this entry »
ქვეყნის ტურისტული პოტენციალი
როგორ ფიქრობთ, რატომ არის ტურისტებისთვის ჩვენი ქვეყანა მიმზიდველი?
სატელეფონო ჩართვები გადაცემაში ”ვუსმენთ ერთმანეთს”:
✔️გიორგი ჩოგოვაძე – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
✔️ოლიკო ცისკარიშვილი – ინტერნეტპორტალ „ეკოფაქტის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. Read the rest of this entry »
გარემო და ჩვენ
გარემო და ჩვენ…
ინტერაქტივის შეკითხვა: ვიცავთ თუ არა გარემოს? როგორ ფიქრობთ, რა უქმნის ყველაზე მეტ ეკოლოგიურ საფთხეს ჩვენს ქვეყანას?
სატელეფონო ჩართვები:
ნინო ჩხობაძე – „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების” წარმომადგენელი;
ნატა ფერაძე “პარტიზანი მებაღე” და
ჟურნალისტი, ბლოგერი, ოლიკო ცისკარიშვილი ეკოფაქტის დამფუძნებელი.
დიდი მადლობა რადიო “იმედს”
ნუ მოჭრი!!! გადავარჩინოთ ნაძვები ახალ წელს
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ტყეებით მდიდარი ქვეყანაა, ტყეების საშუალო, უცვლელი სიმჭიდროვე ბევრგან კრიტიკულ ზღვარს აღწევს. ქვეყნის ტყის საფარი საფრთხის წინაშეა. საქართველოში, გაუთავებელი ჭრების გამო, ტყის საფარი, საგრძნობლად არის შემცირებული. გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ ამის მიზეზი უკანონო ჭრები და ტყის არასწორი კონტროლია. უკანონო ხის ჭრამ საქართველოც მნიშნველოვნად დააზარალა, რამაც შესაძლოა ფატალურ შედეგებამდე მიგვიაყვენოს.