RSS

Category Archives: ტურიზმი

სასტუმრო „ძველ ბორჯომში“ ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული

ოლიკო ცისკარიშვილი

ბორჯომში, 1932 წლის შენობაში, რომელშიც ადრე ფაბრიკა ფუნქციონირებდა და პიონერებისთვის წითელ ყელსაბამებსა და ქუდებს კერავდნენ, უკვე სამი თვეა გაიხსნა სასტუმრო „ძველი ბორჯომი.“ საინტერესო ისტორიის შენობა სრულიად მიტოვებული, დანგრეული და გაპარტახებული შეიძინა დავით გელაშვილმა და ულამაზესი სასტუმრო „ძველი ბორჯომი“ გააკეთა, რომელიც 60 სტუმარზეა გათვლილი და „ბორჯომის პარკიდან“ დაახლოებით 1500 მეტრითაა დაშორებული. Read the rest of this entry »

 

ქვემო სვანეთის ტურისტული პოტენციალი – ადგილობრივების ეკონომიკური სტაბილურობის გარანტი

ოლიკო ცისკარიშვილი

ძალიან პათეტიკური სათაური კი გამომივიდა, მაგრამ როცა ლენტეხის რაიონის სოფელ სასაშიდან ორ კილომეტრში, მოაშში ავედით, ზღვის დონიდან 1300 კეტრზე, ცოტა ხანი პირდაღებული დავრჩი, რადგან ვერ ვიჯერებდი, რომ ქვემო სვანეთის ერთ-ერთ საკურორტო ზონაში ვიმყოფებოდი. თავი შვეიცარიის ულამაზეს კუთხეში მეგონა, აი, ზუსტად ისეთი სურათი დამხვდა, სოციალურ ქსელში რომ წავაწყდებით-ხოლმე და თვალს ვერ ვაშორებთ… მთებით გარშემორტყმული, ნაძვნარში ჩაფლული ულამაზესი მოაში, მოუვლელიც და გაპარტახებულიც ისეთი მშვენიერი იყო, რომ წამოსვლა არც ერთ ჩვენგან აღარ უნდოდა… პატარა პიკნიკის შემდეგ, სხვების მიერ გადაყრილი პლასმასის ბოთლებიც გამოვაყოლეთ, იმდენად დაგვენანა მოუვლელობისთვის მოაში… Read the rest of this entry »

 

მოგზაურობა ხევსურეთში – ხევსურების ტკივილი

ოლიკო ცისკრიშვილი

ობიექტივიდან, „სოციალური გადაცემის“ ავტორმა და წამყვანმა, ნათია მაზანაშვილმა დამირეკა – ხევსურეთში მივდივართ და ხომ არ წამოხვალო, – უარს როგორ ვიტყოდი, ისედაც ბუნებით მაწანწალა ვარ და ამის გარდა, სულით ხორცამდე მტკივა მაღალმთიანეთი, ასეთ შანს კი ნამდვილად არ გავუშვებდი ხელიდან, რომ კიდევ ერთხელ ვყოფილიყავი შუამავალი მთის ხალხსა და იმ ადამიანებს შორის, ვისაც ევალებათ მთის პრობლემების მოგვარება. Read the rest of this entry »

 

კინტრიშის დაცული ტერიტორია – ქობულეთიდან ხინოწმიდამდე

ოლიკო ცისკარიშვილი

კინტრიშის დაცულ ტერიტორია, სულ რაღაც ოციოდე კილომეტრზეა განლაგებული კურორტ ქობულეთიდან. მის შემადგენლობაში შედის 1959 წელს დაარსებული კინტრიშის ნაკრძალი და კინტრიშის დაცული ლანდშაფტი, რომელიც 2007 წელს დაარსდა. კინტრიშის დაცული ტერიტორიები აჭარაში, თბილისიდან 360 კილომეტრში, მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში და სოფელ ცხემლოვანსა და ხინოს მთის შუაა მოქცეული. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ქვემო საზღვარი ზღვის დონიდან 250-300 მეტრზე გადის, ხოლო ზედა ალპურ იალაღებს ებჯინება. შავ ზღვას და აჭარა-იმერეთის მთათა სისტემას შორის არის მოქცეული. ეს მთები ზღვის ტენიან ჰაერს აკავებს და კინტრიშის უაღრესად ტენიან ჰავას განსაზღვრავს. მთელი წლის განმავლობაში, თითქმის იმდენივე ნალექი მოდის (3000 მმ), რამდენიც აჭარის ზღვის სანაპიროზე.

Read the rest of this entry »

 

სტეფანწმინდაში ტურიზმი ვითარდება

 თამარ გეგენავა

დაბა სტეფანწმინდას, გერგეტის სამებას მყინვარწვერის სიდიადით, ყოველწლიურად, უფრო და უფრო მეტი ტურისტი ტკბება. ქართველი თუ უცხოეული დამთვალიერებლისთვის ყოველთვის საინტერესოა ამ ულამაზესი მხარის სტუმრობა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, შეუძლებელია გულგრილი დარჩე და არ შეიგრძნო თითოეული ადგილის  სილამაზე, სიკოხტავე და თითქმის გარესამყაროსგან მოწყვეტილი არ ჩაიძირო მათ სამყაროში. Read the rest of this entry »

 

სვანური ქორწილი

თამარ შუკვანი

ქორწილის გადახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრადიციაა საქართველოში, რომელსაც დიდი ზეიმით აღნიშნავენ. ამ ყველაფერში დიდ როლს თამაშობს ოჯახის ფინანსური მდგომარეობა. სვანეთში, (საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს. 3 000–5 000 მეტრი სიმაღლის კავკასიონის მთებით შემოსაზღვრული სვანეთი კავკასიაში ყველაზე მაღლა დასახლებულ რეგიონად ითვლება.) ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოში, ქორწილი დიდ ხარჯებს მოითხოვს, რადგან უმეტესობა, საქართველოში, მომავალი ბედნიერი ოჯახის საწინდრად, დიდი ქორწილის გადახდას აუცილებელ პირობად მიიჩნევს. ქორწილში, ნათესავები და ახლობლები არ შეიძლება გამოგრჩეთ. „ქორწილს ვაკეთებთ და დიდი ხარჯები გაღება გვიწევს, არ გავაკეთებთ და „სირცხვილი“ ჩვენ,“ – ასე ფიქრობენ სვანეთში. აუცილებლად გასათვალისწინებელია ნეფისა და პატარძლის მხარეთა ნათესავების რაოდენობა, რომელსაც წინასწარ ითვლიან. ასე, რომ ორივე მხარეს დასაპატიჟებელ სტუმრების რაოდენობის განსაზღვრას სერიოზული სამუშაო სჭირდება. Read the rest of this entry »

 

გერგეტის სამებამდე მისასვლელი გზა ტურისტების რაოდენობას გაზრდის

მეგი ინწკირველი

გერგეტი, სტეფანწმინდის მუნციპალიტეტი, უზარმაზარ მთებს შორის მოქცეული პატარა დასახლებაა, რომელსაც, ადგილობრივების თქმით, სოფლის სტატუსიც არ აქვს მინიჭებული. ვიდრე, გერგეტის სამების გზას დაადგები, სწორედ გერგეტის უბანი შეგხვდებათ. იგი შემაღლებულ ადგილზეა, მცირე ტერიტორიაზე ერთმანეთთან ახლოს მდებარე სახლები მიყოლებით არის განლაგებული და ქვისგან აშენებული კედლებით შემოფარგლული. Read the rest of this entry »

 

გოდერძის უღელტეხილზე – კურორტი გოდერძი

ოლიკო ცისკარიშვილი

აჭარის მაღალმთიანეთის ტურისტულ პოტენციალზე უკვე ბევრს ლაპარაკობენ. რამდენიმე წლის წინ, კი მეგობარი გოდერძის უღელტეხილზე და მწვანე ტბაზე დანანებით მელაპარაკა, რომ ჯავახეთიდან ზემო აჭარამდე გზა რომ ყოფილიყო, ზემო აჭარის სილამაზის ნახვა ყველა მსურველს შეეძლებოდა. გოდერძის უღელტეხილისკენ გზას, პირველად, არასამთავრობო ორგანიზაცია „სენის“ ორგანიზებულ მედიტურში დავადექით. მართალი აღმოჩნდა ჩემი მეგობარი, ულამაზესია და ტურისტებისთვის გოდერძის უკიდეგანო მთები მიმზიდველი იქნება. მხოლოდ ის რად ღირს, დილით ჩამოწოლილი ნისლი 2350 მეტრ სიმაღლეზე რომ ვერ აღწევს და ღრუბლებს მაღლიდან დაჰყურებ. თავი სამყაროს მაღლა გგონია და ეს შეგრძნება დაუვიწყარია. ულამაზესი „მწვანე ტბა“, რომელიც „გოდერძიდან 7 კილომეტრშია“, მართლა მწვანეა და ისე ბუნებრივია, ხელშეუხებელი, ტურის მონაწილეებს, 16 გრადუს სიცივეში არ დაგვეზარა მისი ნახვა. ეგ კი არა, წამოსული მცირე წვიმის შემდეგაც, არავის უნდოდა მისი დატოვება. Read the rest of this entry »

 

რეკრიაციული ზონები – აჭარის ტყის გადარჩენის ხერხი

ოლიკო ცისკარიშვილი

გოდერძის უღელტეხილიდან, არასამთავრობო ორგანიზაცია „სენის“ დაგეგმილ მედია ტურში,  ქედისკენ ვეშვებოდით, როცა მდინარის ნაპირზე დაყრილი ხეები შევნიშნე… 1408 ძირი წითელ წიგნში შეტანილი ხე, შარშან, აჭარისწყლის ჰესების კასკადის პროექტის განხორციელებას შეეწირა. გასულ წელს, სწორედ ეს ხეები გადავიღე კოლეგასთან ერთად. საქართველოს მთავრობამ “აჭარისწყალ ჯორჯიას” მათი მოჭრის უფლება მისცა. ამის სანაცვლოდ, კომპანიამ საკომპენსაციოდ სხვაგან უნდა დარგოს იგივე სახეობის ხეები. სოფელ „კვატიას“ მოსახლეობამ შარშან კომპანიის წარმომადგენლებს არ მისცა ხეების დარგვის უფლება, რადგან ისინი ფიქრობდნენ, რომ კომპანიის მხრიდან ეს ფუჭი ქმედება იქნებოდა, რადგან სწორედ კვატიას მიმდებარე ტერიტორიაზე იქმნებოდა უზარმაზარი წყლის სარკე, რომელიც ამ ხეებს დაფარავდა. Read the rest of this entry »

 

სოფელ ვარციხეში ტურისტული მარშრუტების შექმნისთვის იმუშავებენ

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარციხეში სოფლის კრებაზე, რომლის ინიციატორიც არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეს“ პროექტში „სტუდენტები თვითმმართველობებისთვის“ სტუდენტები, მათ ეტაპობრივად გამოივლიეს ისტორიული წარსული. შეხვედრაზე განიხილეს სოფელში მდებარე უძველესი ისტორიული ძეგლის „როდოპოლისისა და მის ტერიოტირიაზე არსებული სასაფლაოს რეგულირების საკითხი”. სოფლის კრებამ განიხილა შეთავაზებული ინიციატივები და მიიღო გადაწყვეტილება: Read the rest of this entry »