RSS

Category Archives: ტურიზმი

მოგზაურობა ხევსურეთში – ხევსურების ტკივილი

ოლიკო ცისკრიშვილი

ობიექტივიდან, „სოციალური გადაცემის“ ავტორმა და წამყვანმა, ნათია მაზანაშვილმა დამირეკა – ხევსურეთში მივდივართ და ხომ არ წამოხვალო, – უარს როგორ ვიტყოდი, ისედაც ბუნებით მაწანწალა ვარ და ამის გარდა, სულით ხორცამდე მტკივა მაღალმთიანეთი, ასეთ შანს კი ნამდვილად არ გავუშვებდი ხელიდან, რომ კიდევ ერთხელ ვყოფილიყავი შუამავალი მთის ხალხსა და იმ ადამიანებს შორის, ვისაც ევალებათ მთის პრობლემების მოგვარება. Read the rest of this entry »

Advertisements
 

კინტრიშის დაცული ტერიტორია – ქობულეთიდან ხინოწმიდამდე

ოლიკო ცისკარიშვილი

კინტრიშის დაცულ ტერიტორია, სულ რაღაც ოციოდე კილომეტრზეა განლაგებული კურორტ ქობულეთიდან. მის შემადგენლობაში შედის 1959 წელს დაარსებული კინტრიშის ნაკრძალი და კინტრიშის დაცული ლანდშაფტი, რომელიც 2007 წელს დაარსდა. კინტრიშის დაცული ტერიტორიები აჭარაში, თბილისიდან 360 კილომეტრში, მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში და სოფელ ცხემლოვანსა და ხინოს მთის შუაა მოქცეული. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ქვემო საზღვარი ზღვის დონიდან 250-300 მეტრზე გადის, ხოლო ზედა ალპურ იალაღებს ებჯინება. შავ ზღვას და აჭარა-იმერეთის მთათა სისტემას შორის არის მოქცეული. ეს მთები ზღვის ტენიან ჰაერს აკავებს და კინტრიშის უაღრესად ტენიან ჰავას განსაზღვრავს. მთელი წლის განმავლობაში, თითქმის იმდენივე ნალექი მოდის (3000 მმ), რამდენიც აჭარის ზღვის სანაპიროზე.

Read the rest of this entry »

 

სტეფანწმინდაში ტურიზმი ვითარდება

 თამარ გეგენავა

დაბა სტეფანწმინდას, გერგეტის სამებას მყინვარწვერის სიდიადით, ყოველწლიურად, უფრო და უფრო მეტი ტურისტი ტკბება. ქართველი თუ უცხოეული დამთვალიერებლისთვის ყოველთვის საინტერესოა ამ ულამაზესი მხარის სტუმრობა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, შეუძლებელია გულგრილი დარჩე და არ შეიგრძნო თითოეული ადგილის  სილამაზე, სიკოხტავე და თითქმის გარესამყაროსგან მოწყვეტილი არ ჩაიძირო მათ სამყაროში. Read the rest of this entry »

 

სვანური ქორწილი

თამარ შუკვანი

ქორწილის გადახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრადიციაა საქართველოში, რომელსაც დიდი ზეიმით აღნიშნავენ. ამ ყველაფერში დიდ როლს თამაშობს ოჯახის ფინანსური მდგომარეობა. სვანეთში, (საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს. 3 000–5 000 მეტრი სიმაღლის კავკასიონის მთებით შემოსაზღვრული სვანეთი კავკასიაში ყველაზე მაღლა დასახლებულ რეგიონად ითვლება.) ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოში, ქორწილი დიდ ხარჯებს მოითხოვს, რადგან უმეტესობა, საქართველოში, მომავალი ბედნიერი ოჯახის საწინდრად, დიდი ქორწილის გადახდას აუცილებელ პირობად მიიჩნევს. ქორწილში, ნათესავები და ახლობლები არ შეიძლება გამოგრჩეთ. „ქორწილს ვაკეთებთ და დიდი ხარჯები გაღება გვიწევს, არ გავაკეთებთ და „სირცხვილი“ ჩვენ,“ – ასე ფიქრობენ სვანეთში. აუცილებლად გასათვალისწინებელია ნეფისა და პატარძლის მხარეთა ნათესავების რაოდენობა, რომელსაც წინასწარ ითვლიან. ასე, რომ ორივე მხარეს დასაპატიჟებელ სტუმრების რაოდენობის განსაზღვრას სერიოზული სამუშაო სჭირდება. Read the rest of this entry »

 

გერგეტის სამებამდე მისასვლელი გზა ტურისტების რაოდენობას გაზრდის

მეგი ინწკირველი

გერგეტი, სტეფანწმინდის მუნციპალიტეტი, უზარმაზარ მთებს შორის მოქცეული პატარა დასახლებაა, რომელსაც, ადგილობრივების თქმით, სოფლის სტატუსიც არ აქვს მინიჭებული. ვიდრე, გერგეტის სამების გზას დაადგები, სწორედ გერგეტის უბანი შეგხვდებათ. იგი შემაღლებულ ადგილზეა, მცირე ტერიტორიაზე ერთმანეთთან ახლოს მდებარე სახლები მიყოლებით არის განლაგებული და ქვისგან აშენებული კედლებით შემოფარგლული. Read the rest of this entry »

 

გოდერძის უღელტეხილზე – კურორტი გოდერძი

ოლიკო ცისკარიშვილი

აჭარის მაღალმთიანეთის ტურისტულ პოტენციალზე უკვე ბევრს ლაპარაკობენ. რამდენიმე წლის წინ, კი მეგობარი გოდერძის უღელტეხილზე და მწვანე ტბაზე დანანებით მელაპარაკა, რომ ჯავახეთიდან ზემო აჭარამდე გზა რომ ყოფილიყო, ზემო აჭარის სილამაზის ნახვა ყველა მსურველს შეეძლებოდა. გოდერძის უღელტეხილისკენ გზას, პირველად, არასამთავრობო ორგანიზაცია „სენის“ ორგანიზებულ მედიტურში დავადექით. მართალი აღმოჩნდა ჩემი მეგობარი, ულამაზესია და ტურისტებისთვის გოდერძის უკიდეგანო მთები მიმზიდველი იქნება. მხოლოდ ის რად ღირს, დილით ჩამოწოლილი ნისლი 2350 მეტრ სიმაღლეზე რომ ვერ აღწევს და ღრუბლებს მაღლიდან დაჰყურებ. თავი სამყაროს მაღლა გგონია და ეს შეგრძნება დაუვიწყარია. ულამაზესი „მწვანე ტბა“, რომელიც „გოდერძიდან 7 კილომეტრშია“, მართლა მწვანეა და ისე ბუნებრივია, ხელშეუხებელი, ტურის მონაწილეებს, 16 გრადუს სიცივეში არ დაგვეზარა მისი ნახვა. ეგ კი არა, წამოსული მცირე წვიმის შემდეგაც, არავის უნდოდა მისი დატოვება. Read the rest of this entry »

 

რეკრიაციული ზონები – აჭარის ტყის გადარჩენის ხერხი

ოლიკო ცისკარიშვილი

გოდერძის უღელტეხილიდან, არასამთავრობო ორგანიზაცია „სენის“ დაგეგმილ მედია ტურში,  ქედისკენ ვეშვებოდით, როცა მდინარის ნაპირზე დაყრილი ხეები შევნიშნე… 1408 ძირი წითელ წიგნში შეტანილი ხე, შარშან, აჭარისწყლის ჰესების კასკადის პროექტის განხორციელებას შეეწირა. გასულ წელს, სწორედ ეს ხეები გადავიღე კოლეგასთან ერთად. საქართველოს მთავრობამ “აჭარისწყალ ჯორჯიას” მათი მოჭრის უფლება მისცა. ამის სანაცვლოდ, კომპანიამ საკომპენსაციოდ სხვაგან უნდა დარგოს იგივე სახეობის ხეები. სოფელ „კვატიას“ მოსახლეობამ შარშან კომპანიის წარმომადგენლებს არ მისცა ხეების დარგვის უფლება, რადგან ისინი ფიქრობდნენ, რომ კომპანიის მხრიდან ეს ფუჭი ქმედება იქნებოდა, რადგან სწორედ კვატიას მიმდებარე ტერიტორიაზე იქმნებოდა უზარმაზარი წყლის სარკე, რომელიც ამ ხეებს დაფარავდა. Read the rest of this entry »