RSS

Category Archives: ტაო-კლარჯეთი

ხანცთას ყველაზე მეტად სჭირდება შველა

xanZTa 001ოლიკო ცისკარიშვილი

შავი ზღვის რეგიონში თურქეთის რესპუბლიკაში, ართვინის პროვინციაში,  მდინარე ჭოროხის აუზში, მდინარე ბერთას მარჯვენა შენაკადის ხანძთის წყლის ხეობაში,  წმინდა გიორგის სახელობის ტაძარია. ხანცთა, ადგილობრივები პორტას მონასტერს უწოდებენ. აქ, როგორც ცნობილია, რამოდენიმე შენობა-ნაგებობა ფუნქციონირებდა, მათ შორის მთავარი ტაძარი, რომელიც დღეისათვის, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია შემორჩენილი. Read the rest of this entry »

 

ოპიზა – ტაძარი, რომელზეც გზა გადის

opiza 002ოლიკო ცისკარიშვილი

ისტორიულად უდიდეს სამონასტრო კომპლექსი ოპიზა –  ვახტანგ გორგასლის პერიოდიდან სამონასტრო კომპლექსი იყო, მე-5 საუკუნეში რამოდენიმე მართლმადიდებული ტაძრის არსებობის შესახებ არსებობს ინფორმაცია. გრიგოლ ხანძთელმა უდიდესი სამონასტრო კომპლექსი შექმნა. ამ ადგილზეა  ერთ-ერთი ცნობილი ბარელიეფი აშოტ კურაპალატის, რომელიც ტაო-კლარჯეთში 1900 წლების დასაწყისში ექვთიმე თაყაიშვილმა  წაიღო და მუზეუმშია დღეს შემორჩენილი. Read the rest of this entry »

 

სათლეს ბაზილიკა ტაო-კლარჯეთში

saTle 008ოლიკო ცისკარიშვილი

ისტორიულ ქალაქ შავშეთის ტერიტორიაზე, ამ ნაწილში ფუნქციონირებდა ბაზილიკური ტაძარი, აქვს გვერდზე მინაშენებიც. თუმცა 1555 წლის მერე ეს ტერიტორია გახდა საძვალე ოსმალეთის იმპერიის დროინდელი ფაშების. სამწუხაროდ, ქართული ქრისტიანული ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა, რომლის ფრაგმენტები კარგად შეინიშნება. ბოლო პერიოდში მან ფუნქცია დაკარგა. Read the rest of this entry »

 

სათლეს ციხე – შავშეთის ციხე-სიმაგრე

saTles cixe 009ოლიკო ცისკარიშვილი

მდინარე შავშეთისა წყლისა და ტბეთის წყლის შესართავში,  მართლაც საინტერესო მდებარეობის მქონე ადგილი, ამ ორი წყლის შესართავთან ვულკანური წარმოშობის საკმაოდ მაღალ გორაზე აღმართულია სათლეს სახელით ცნობილი შავშეთის ციხე-სიმაგრე, რომელიც უმთავრესი ციხე-სიმაგრე ყოფილა, ჯერ კიდევ, 10 საუკუნის წინ. დღეისათვის,  მიმდინარეობს ციხის რესტავრაცია, რომელიც მომავალში უამრავ ტურისტის მასპინძელი გახდება. ჩვენ ერთ-ერთი პირველი ქართველი ტურისტები ვიყავით, რომლებმაც სათლეს ციხემდე გრძელი კიბეები აიარა და ნახევრად რესტავრირებული ციხე-კოშკი იხილა. Read the rest of this entry »

 

ტბეთი

tbeTi 015ოლიკო ცისკარიშვილი

ტბეთის ეკლესია შორიდანვე გამოჩნდა… მის ეზოში ადგილობრივების ფრენბურთის ბადე გაუჭიმავთ და ეტყობა რეგულარულად თამაშობენ. ტბეთის ეკლესიის შესასვლელში წარწერა გვხვდება, სადაც ტბეთის მაგივრად, ტებეტი წერია, ინგლისურ ვარიანტში კი ტიბეტი. თუმცა, ამაყად მდგარ ძველ ტბეთს ამით არაფერი აკლდება, და აქ მოსულ ქართველი ტურისტები, იქვე ჯიხურში კეთილი თურქის მიერ შენახულ სამახსოვრო წიგნში ყველა წერს, რომ ეს 26 მეტრიანი სიმაღლის ტაძარი ტბეთია და არა ტებეტი. Read the rest of this entry »

 

ჭინჭრობის ეკლესია არტაანის ტერიტორიაზე

winwrobi 004ოლიკო ცისკარიშვილი

ზღვის დონიდან 1850 მეტრზე ისტორიულ არტაანის ტერიტორიაზე, როგორც ვარაუდობენ ჭინჭრობის ბაზილიკური ტაძრის ნანგრევებია. ამჟამად ეს ნანგრევები ნაგავსაყრელადაა ქცეული. სამწუხარო ფაქტია, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში ტაძრის მახლობლად, ორიოდე მეტრში, მიმდინარეობს საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც აზიანებს ამ ტაძარს. Read the rest of this entry »

 

ოროზაქის კომპლექსი

orozaqi 018ოლიკო ცისკარიშვილი

ვალეს საქართველოს სასაზღვრე პუნქტიდან გამოსულებმა, ისტორიულ ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე ხელმარჯვნივ შევნიშნეთ ძველი ქართული ძეგლების ნაშთები. ეს ოროზაქის კომპლექსია. ჩვენი გიდი და გეოგრაფი, თსუ-ს პროფესორი გიორგი დვალაშვილი გვეუბნება, რომ ეს ერუშეთის წყლის ხეობა. ერუშეთის წყალი იღებს სათავეს ერუშეთის ქედის ხანიონის მასივიდან, მდინარის მარჯვენა მხარეს კი კომპლექსია – ოროზაქის კომპლექსი. Read the rest of this entry »