RSS

Category Archives: სხვა…

 

ახალგაზრდების ცოდნა სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და პრევენციული ზომების შესახებ მწირია

ოლიკო ცისკარიშვილი

„ჩემმა მომავალმა ქმარმა არასრულწლოვანი მომიტაცა და მითხრა, რომ ეხლა მისი ცოლი ვიქნებოდი. რამდენიმე წელიწადში ორი პატარა ბავშვით მიმატოვა და სხვა მოიყვანა ცოლად. მარტომ გავზარდე ბავშვები. ვფიქრობ, რომ არ ყოფილიყო ტაბუდადებული სექსუალურ განათლებაზე ცოდნა, უფრო გავუმკლავდებოდი ჩემს პრობლემებს, მაგრამ ეს ის დრო იყო, როცა ამ თემაზე მშობლები კი არა, მეგობრებიც არ ლაპარაკობდნენ,“ – ამბობს 47 წლის ქალბატონი, რომელიც ჩვენთან საუბრისას ინკოგნიტოდ დარჩენას არჩევს. Read the rest of this entry »

 

სუიციდი არ არის გამოსავალი – ილაპარაკე პრობლემებზე

სალომე გიორგაძე

„თავის მოკვლა ერთხელ ვცადე და ახლა ძალიან ვნანობ, მაშინ 19 წლის ვიყავი, ვერ ვხვდებოდი ამით გარშემომყოფებს რა დიდი ტკივილს მივაყენებდი. უბრალოდ, მაშინ აღარ მინდოდა სიცოცხლე. ეს იმის ბრალი იყო, რომ მქონდა ჩემს ძმასთან კონფლიქტი. ერთ-ერთი ჩხუბის დროს, ძალიან გაბრაზებულ გულზე, ცუდი რამ მითხრა და ეს იყო გადამწყვეტი მიზეზი ჩემი წარუმატებელი სუიციდისა. თუმცა გარდა ჩემ ძმასთან კონფლიქტისა, იყო კიდევ პატარ-პატარა მიზეზები რის გამოც ხშირად ვფიქრობდი  თავის მოკვლაზე. ახლა კი ვიცი, რომ თვითმკვლელობა არ არის გამოსავალი. და თუ პრობლემებს შეეჯახე, უნდა ილაპარაკო ამ პრობლემებზე და გადაჭრის გზები აუცილებლად გამოჩნდება,“ – ამბობს 22 წლის ახალგაზრდა გოგო, რომელმაც სამი წლის წინ თავის მოკვლა სცადა. Read the rest of this entry »

 

ჯილდო მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის

სალომე გიორგაძე

კონკურსი „ჩემი მემკვიდრეობა“ წელს პირველად გამოცხადდა, საქართველოს ეროვნული ფონდისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოს ინიციატივით. საქართველოს ეროვნული ფონდის მიზანია, ჩართოს მოქალაქეები საქართველოს უნიკალური კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის საქმეში. კონკურსის არსი იმ ადამიანების გამოვლინება და წახალისებაა, რომელთაც გამოიჩინეს განსაკუთრებული თავდადება, საინტერესო ინიციატივა, ახლებური მიდგომა და ფანტაზია კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად და შესანარჩუნებლად. Read the rest of this entry »

 

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი: ყველაზე რთული მოძალადე ადამიანთან ცხოვრებაა

სალომე გიორგაძე

„17  წლის ვიყავი, როდესაც გათხოვება გადავწყვიტე. მიზეზი კი დედაჩემისა და მამაჩემის გაუთავებელი ჩხუბი იყო. მამა ხშირად სვამდა, შემდეგ სახლში მოდიოდა და დედას ეჩხუბებოდა. უარეს შემთხვევაში ურტყამდა კიდეც. როდესაც ჩემი ყოფილი ქმარი გავიცანი, მალევე გადავწყვიტეთ ოჯახის შექმნა. პატარა ვიყავი და ვერ ვაცნობიერებდი, რომ ეს დრო გათხოვებასა და ბავშვის აღზრდაში კი არა, სწავლისთვის უნდა დამეთმო. ზოგადად, თავიდანვე არ გამოირჩეოდა ჩემი მეუღლე სითბოთი, თუმცა მეგონა ასეთი ცივი ადამიანი იყო და მისგან ზედმეტს არაფერს ვითხოვდი. ოჯახის შექმნის შემდეგ, კიდევ უფრო ცივი გახდა, თითქმის არც იყო სახლში, ან სულ მუშაობდა, ან გარეთ მეგობრებთან ერთად სვამდა. ორსულობის პერიოდში დედა გარდამეცვალა და ჩემი ორსულობაც ამ სტრესის ფონზე საკმაოდ გართულდა. ბავშვის გაჩენის შემდეგ საკმაოდ ეჭვიანი გახდა, როდესაც მაღაზიაში ჩავდიოდი,  უკან ჩუმად მომყვებოდა. აღარც მეგობრებთან მქონდა ურთიერთობა და აღარც ნათესავებთან. ყოველთვის ცდილობდა არსად გავეშვი და ამისთვის ათას მიზეზს იგონებდა. ერთ დღეს, როდესაც ჩემი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღეზე გადავწყვიტე წასვლა და ვთხოვე ბავშვი დაეტოვებინა ხელი დამარტყა და საშინელი სიტყვებით მლანძღა: „შენ რა  დედა ხარ, 5 თვის ბავშვს მამას, რომ უტოვებ და გასართობად მიდიხარო“. Read the rest of this entry »

 

სახელმწიფო არ გვაძლევს საშუალებას თავი ვიგრძნოთ ჩვეულებრივ ადამიანებად

სალომე გიორგაძე

„პირველად, 16 წლის ვიყავი, როცა ნარკოტიკთან მქონდა შეხება. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ეს არაინფომირებულობის გამო მოხდა, მე არ ვიცოდი რა იყო, რას ვსინჯავდი. მხოლოდ ის ცრუ ინფორმაცია მქონდა გაგებული ნარკოტიკზე, რომ მისი მოხმარება  C ჰეპატიტს იწვევდა.  ახლა 39 წლის ვარ და ჯერ კიდევ,  წამალდამოკიდებული ვარ, ამის გამო ერთი წელი ციხეშიც ვიჯექი. თუმცა ციხეში ყოფნა არანაირ დადებით შედეგს არ გაძლევს, პირიქით. იქიდან გამოსულს ორმაგად გინდა ნარკოტიკის მოხმარება. სახელმწიფო არ გვაძლევს საშუალებას თავი ვიგრძნოთ ჩვეულებრივ ადამიანებად. მუდმივად დისკრიმინაციას განვიცდით და ეს ძალიან ცუდია. დღემდე არის ის სტერეოტიპი, რომ ნარკომანია დანაშაულია, თუმცა ეს ასე არ არის.

Read the rest of this entry »

 

 საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2019 – დაიწყო

გუშინ, 23 ივლისი, თბილისი მარიოტში, გამოცხადდა საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2019 -ის განაცხადების მიღება. კონკურსი ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში იმართება. Read the rest of this entry »

 

მედიის გავლენა საზოგადოებაზე

 

 

 

 

 

ადამიანის უფლებაა – სასმელი წყალი, სანიტარია და ჰიგიენა

ადამიანის უფლებაა – სასმელი წყალი, სანიტარია და ჰიგიენა

ოლიკო ცისკარიშვილი

ჩამოჟანგული კედლები, ჩამოშლილი ჭერი, აყრილი იატაკი, ყოფილი კულტურის სახლის მეორე სართულზე უკვე მესამე წელია, შეკედლებულები არიან კახეთში, სოფელ ხაშმის ამბულატორიის თანამშრომლები, სადაც ძველი, კუსტარული ხელსაბანიც, მოშლილია და არ ფუნქციონირებს. სველი წერტილები, შენობის სხვა ფლიგელშის პირველ სართულზეა და ჰიჩკოკის ფილმის პერსონაჟი გეგონება თავი ადამიანს… კუსტარულად გადაბმული მილებიდან, სიბინძურეში, მუდმივად მოწანწკარებს წყალი… ფეხსალაგამდე მისვლას კი დიდი გამბედაობა სჭირდება, რომ ჩავარდნილ იატაკზე დადებული დამპალი „დეესპეს“ გადაურჩე… ექიმის მისაღებში, წყლით სავსე პლასმასის სხვადასხვა ზომის ქილები იატაკზე დევს. (სავარაუდოდ, დასალევად, ან ხელის გადასაბანად). ასეთ პირობებში დადიან პაციენტები ამბულატორიაში და სხვა გზა არ აქვთ, ასეთ პირობებში აკეთებენ ოჯახის ექიმები პატარებს აცრას. Read the rest of this entry »