ამ დროისთვის, არსებული ინფორმაციით, წუხანდელი სტიქიის შედეგად, მხოლოდ ვაკის რაიონში უსახლ-კაროდ 40-მდე ოჯახი დარჩა. მხოლოდ სვანიძის ქუჩაზე უსახლ-კაროდაა დარჩენილი 25 ოჯახი, ხოლო დანარჩენები წყნეთის ქუჩაზე.
Read the rest of this entry »
Category Archives: სტიქია
თბილისში სტიქიას რვა ადამიანი ემსხვერპლა
ნეპალში მიწისძვრას ათასობით ადამიანი ემსხვერპლა
გუშინ, ძლიერი მიწისძვრა მოხდა ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში, ბიძგების სიმძლავრემ 7.9 მაგნიტუდას მიაღწია. ნეპალში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება.
ადგილობრივი მთავრობის მონაცემებით, მხოლოდ დედაქალაქ კატმანდუში 700 ადამიანია დაღუპული. ვრცელდება ინფორმაცია უამრავი დანგრეული შენობის შესახებ. Read the rest of this entry »
შავ ზღვაზე შტორმია
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება შეძლეს
იაპონიაში ვულკანის გააქტიურების შედეგად დაკარგულია 16 ადამიანი
დღეს საქართველოში ორი მიწისძვრა დაფიქსირდა
გლაციალური ღვარცოფი დევდორაკის ხეობაში
მყინვარი დევდორაკი, ფართობი 7.55 კმ2-ია ხეობის ტიპის მყინვარია, იგი იწყება მყინვარწვერის მასივის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე და გრძელდება 7 კმ-ის მანძილზე. მყინვარის ენა ეშვება ზღვის დონიდან 2330 მ-ზე. დევდორაკის მყინვარი ცნობილია თავისი მძლავრი ყინულოვანი ჩამოზვავებით რომელიც აღინიშნა 1776, 1778, 1785, 1808 და 1817 წწ. მძლავრი ჩამოზვავება მოხდა 1832 წელს, როდესაც ყინულოვანმა ზვავმა დააგუბა მდ. თერგი და მისი დინება შეაჩერა 8 საათით. ჯებირის გარღვევის შემდეგ გლაციალურმა ღვარცოფმა დიდი ზიანი მიაყენა ქ. ვლადიკავკაზს.
გეოლოგიურად საშიშ ზონაში მცხოვრებ სოფელ გოგინიძეებს დროულად სჭირდებათ შველა
“ყავას ვსვამდით, აპრილის საღამო იყო, თუმცა თოვლი იდო, გუგუნუ გავიგეთ, თავიდანვერ მივხვდით რა ხდებოდა, მანქანის ან ტრაქტორის ხმა გვეგონა, გარეთ ნარდი უნდა ეთამაშათ ბავშვებს. მერე სახურავთან ახლოს, ისეთი ხმა იყო უკვე, მეგონა სახურავზე თვითმფრინავი ჯდებოდა. შიგნით შევედი. კართან მიწა იყო შემოყრილი, თურმე ჯერ მტვერი მოდის, ფანჯარაში რომ გავიხედე, მოდის, ხეები, მიწა… მზის სხივებში, ზღვის ტალღებივით ლივლივებდა, კარები დავხურე, შიგნით რომ არ შემოსულიყო, შიშმა ისე დამაბნია, რომ ვერ მოვიფიქრე, გარეთ გავსულიყავი. მაშინ დიდი თოვლი იყო, დნებოდა, ვალინკებში გვიცვივოდა, ოთხი საათი სველი ფეხი გვქონდა, მივდიოდით და მოგვდევდა გუგუნი, მეგონა, უკან მომდევდა, ამ შიშით ვცხოვრობთ დღემდე, ყოველი წვიმისას…,” – ყვება ისაკაძე ქეთინო, 2012 წლის აპრილის ავბედით საღამოს აჭარელი, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგინიძეების მკვიდრი. მაშინ, მაშველებს 20 დღის განმავლობაში არ მიუტოვებიათ სოფელი. Read the rest of this entry »
შინაგან საქმეთა მინისტრმა მეწყერსაშიშ ზონაში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
ეტნამ ისევ გაიღვიძა
იტალიაში მდებარე ვულკანმა ეტნამ გაიღვიძა და ლავა და გამდნარი ქვები ამოაფრქვია. იტალიის მთავრობის განცხადებით, ვულკანის ცხელი ლავა მთის ძირზე დაეშვა და ცა კვამლმა და ბურუსმა გადაფარა. Read the rest of this entry »