ნინო ალბუთაშვილი
ბორჯომში, საკირის ტყეში, კერძოდ, „ხრამითხევში“, 30 აპრილს, საღამოს ექვს საათზე, ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის დაწყებისთანავე ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო გუნდი. ცეცხლის ლოკალიზება, თავდაპირველად, გართულდა, რადგან ადგილი – მიუვალია, რასაც ქვის ცვენაც ერთვოდა. ტელევიზია – „ბორჯომის“ ჟურნალისტი – ნინო ვართაპეტიანის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურმა გაავრცელა ინფორმცია, რომ ამჟამად, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ლიკვიდაცია. მან ასევე აღნიშნა, რომ ხანძრის ადგილას ჟურნალისტებს არ უშვებენ, მათივე უსაფრთხების მიზნით. ამჟამად, ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს და იმედოვნებენ, რომ დღის ბოლომდე მოხდება ხანძრის ლიკვიდაცია. ტყეს, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა – შერეულია. ხანძარმა გაანადგურა, დაახლოებით, ნახევარი ჰექტარი – ხე-ტყე. პროცესში რეგიონის სამართველო სამსახურია ჩართული, თბილისიდან ჩასულია 25 კაციანი ჯგუფი, შესაძლოა შემდგომ ადამიანური რესურსი დაიმატონ, მათი თქმით ტექნიკის ჩართვა აუცილებელი არ გახდა, ძირითადად ადამიანური რესურსით ხდება ლოკალიზება. Read the rest of this entry »
Like this:
Like იტვირთება. . .