28 მარტს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის საფუძველზე შემუშავებული „ფერმერის, ფერმერული მეურნეობისა და აგროსექტორის ინვესტორის სტატუსების განსაზღვრის შესახებ“ კონცეფციის პროექტი განიხილეს. კონფერენციაში საქართველოს პარლამენტის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. Read the rest of this entry »
Category Archives: საქართველოს ფერმერი
ზვიად დევდარიანი: საერთო პრობლემების გადაჭრისთვის, მნიშვნელოვანია თანამშრომლობის საერთო გეგმები არსებობდეს
,,სიდამ” საერთაშორისო ასოციაცია „PREPARE: Partnership for Rural Europe”-თან ერთად გამართა საინფორმაციო ტური საქართველოსა და სომხეთში.
ტური ორგანიზებული იყო „ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური განვითარების“ პროექტის ფარგლებში, რომელიც თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის (EaPTC) პროგრამის ფარგლებში. პროექტი 2015 წელს დაიწყო და მიზნად ისახავს საქართველო-სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეყობასა და განვითარებას. მედიატური საქართველოსა და სომხეთში ხორციელდება „Charles Stewart Mott Foundation”-ისდა Peace Corp-ის ფინანსური მხარდაჭერით. Read the rest of this entry »
ქვემო ქართლისა და ტავუშის რეგიონებში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა
დღეს, სასტუმრო ,,რედისონში,“ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია „ქვემო ქართლისა და ტავუშის რეგიონებში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა“. საქართველო-სომხეთის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავდნენ. Read the rest of this entry »
მაყვლის სახლის დიასახლისი – იზოლდა ქიტესაშვილი
გუშინ, ჟურნალისტთა ასოციაცია „გენდერი, მედია, კავკასიის“ ხელმძღვანელის გალინა პეტრიაშვილის ორგანიზებულ ტურში, კახეთში ვიყავი და ერთი ანეგდოტად მოარული ამბავი გამახსენდა: კახეთში, უცხოელი მილიონერი ჩავიდა, შეიკრიბა ხალხი მის გარშემო და არის ერთი ამბავი. ერთი გლეხი კი უდარდელად წევს კაკლის ძირში და ყურადღებას არ აქცევს. მილიონერმა იკითხა ვინაა ეს კაციო, ეს ის კაცია ქვეყანაზე არაფერი არ ადარდებსო, უპასუხეს, ოღონდ ადგეს და მილიონს მივცემო. გლეხს ეუბნებიან, ადექი ნახე ის კაცი, მილიონს გპირდება, მილიონი იცი რამდენია, არაფერზე აღარ იდარდებო… ეხლა რა ვდარდობო? – უპასუხა გლეხმა და გვერდი შეიცვალა. Read the rest of this entry »
ქალი, რომელმაც სტერეოტიპები დაანგრია
ძალიან მაგარი გოგო, რომელმაც დაანგრია სტერეოტიპები და გახდა ფერმერი… – ნინო ზამბახიძე, რომელიც ახალციხეში, სოფელ წნისში, წლების წინ, წავიდა და ფერმა გააკეთა… დღეს, რადიო “იმედს” სტუმრობდა… მოუსმინეთ, მას… ის სტიმულია და მაგალითია, როგორ უნდა ავაღორძინოთ საქართველოს ეკონომიკა… ის წინა ხიდია, იმ ადამიანებისთვის, ვისაც თავისი საქმის კეთება სურს… – ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე Read the rest of this entry »
აქცია-ბაზრობა მეტი მხარდაჭერა მცირე მეურნეებს
26-27 დეკემბერს ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობადა ბიომეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ ატარებს მცირე მეურნეებისა დასასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროდუქციის წინასაახალწლოაქცია-ბაზრობაზე: „მეტი ადგილობრივი პროდუქცია – მეტი მხარდაჭერა მცირე მეურნეებს.“ Read the rest of this entry »
ქალები სოფლად
საქართველოში, სოფლად მცხოვრები ქალების უმრავლესობა უმძიმეს სოციალურ პირობებში ცხოვრობს. ამის მიზეზი კი ძირითადად ინფორმაციის არ ქონაა. ბევრ მათგანს უნდა საკუთარი მეურნეობის განვითარება, თუმცა ვერ ახერხებს.
თბილისელი ფერმერების წარმატებული საქმიანობა წნისში
ახალციხემდე, სოფელ წნისში, არც თუ ისე პატარა ფერმაა, სადაც 45 ადგილობრივია დასაქმებული. ფერმაში 70 მეწველი ძროხა და ოცამდე ხბოა, რომლებსაც სათუთად უვლიან.
ფერმას, რომელიც მოიცავს 600 კვადრატულ მეტრს, სათავეში ნინო ზამბახიძე და მისი ბიზნესპარტნიორი ბესო ბაბუნიშვილი უდგანან. ჩვენი სტუმრობისას, პატარა ხბოებს აცრას უკეთებდნენ სპეციალისტები, რომლებიც მუდამ თვალყურს ადევნებენ ცხოველების ჯანმრთელობას. გარეთ, მეწველი ძროხები მასაჟორს ზურგს უშვერდნენ, ყველის ცეხში კი ყველის ამოყვანის გამალებული სამუშაოები მიმდინარეობდა.
ეს ფერმა ადგილობრივებისთვის დასაქმების შანსი და დიდი სტიმულია. Read the rest of this entry »