RSS

Category Archives: რეგიონი-სტიქია

საქართველოს 3633 სოფლიდან 223 ნასოფლარია

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერით, საქართველოს 3633 სოფლიდან 223 ნასოფლარია, 5 ათას კაცზე მეტი ადამიანი კი მხოლოდ 12 სოფელში ცხოვრობს. ინფორმაციას გამოცემა commersant-ი საქსტატის მონაცემებზე დაყრნობით ავრცელებს.

2014 წლის მონაცემებით, საქართველოს 3633 სოფელში, 1 591 000 ადამიანი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის 42%-ა; აქედან 223 სოფელს, მოსახლეობის გრაფაში უწერია – 0, ანუ იქ ახლა აღარავინ ცხოვრობს.

საქართველოს 157 სოფელში 1-დან 5-მდე ადამიანი ცხოვრობს; 98 სოფელში – 5-10 კაცამდე; 828 სოფელში მცხოვრებთა რიცხვი 11-დან 100 კაცამდეა; 503 სოფელში 100-200 ადამიანი; 893 სოფელში 200-500-მდე მოსახლე; 517 სოფელში – 500-1000-მდე ადამიანი; 271 სოფელში მოსახლეთა რაოდენობა 1000-2000-მდეა; 86 სოფელში – 2000-იდან 3000-მდე; 45 სოფელში 3000-იდან 5000-მდე; და მხოლოდ 12 სოფელია, სადაც 5 ათას კაცზე მეტი ცხოვრობს.

გამოცემის ცნობით, 2014 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ნასოფლარი მცხეთა-მთიანეთშია: გუდამაყარში 22 სოფელია, მაგრამ ზამთარში სოფლების უმეტესობა იცლება. ბევრგან 2-3 ან მაქსიმუმ 10 ოჯახია. მთელ გუდამაყარში ერთი სკოლაა, რომელშიც 11 მოსწავლე დადის; სოფელ ლუთხუბში ოფიციალურად რეგისტრირებულია 23 ადამიანი. 2002 წლის აღწერით, აქ 80 კაცი ცხოვრობდა. დღეს გუდამაყრის ხეობაში ლუთხუბს მოსახლეობით მხოლოდ მაქართა და კიტოხი აღემატება. იქ 25-40 კაცი ცხოვრობს.

Read the rest of this entry »

 

აჭარაში ჩადებული ინვესტიციის ორი მხარე…

dre 204ოლიკო ცისკარიშვილი

აჭარისწყლის ჰესების კასკადის პროექტი ხორციელდება საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რომლის ფართობი 2,900 კმ2-ია და რომელსაც სამხრეთიდან ესაზღვრება თურქეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მესხეთ-ჯავახეთის რეგიონი, ჩრდილოეთიდან გურიის რეგიონი, ხოლო დასავლეთიდან შავი ზღვა. აჭარის მოსახლეობა დღეისათვის შეადგენს 400, 000 ადამიანს, რომელთა 48% ცხოვრობს ურბანულ ცენტრებში (ბათუმი, ქობულეთი და სხვა). აჭარისწყლის კასკადი შედგება ოთხი ჰესისაგან: ზომლეთის, ვაიოს, დანდალოს და ჭოროხის. ჰესების კასკადის ინფრასტრუქტურის ობიექტები განთავსებულია ხელვაჩაურის, ქედას, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორებზე, შესაბამისად ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედება მოსალოდნელია ამ მუნიციპალიტეტების ფარგლებში. Read the rest of this entry »

 

სტიქია აჭარაში

mdinare aWaraSi 0003უხვმა ნალექმა ხელვჩაურში რამდენიმე ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთში განმეორებითი მეწყერული მოვლენები გამოიწვია, გზებზე განვითარდა ნიაღვარი და ქვათაცვენა.მნიშვნელოვნად დაზიანდა 6 სოფელი. Read the rest of this entry »

 

ლაგოდეხის უღელტეხილი დაბინძურებულია

lagodexi 2ჟურნალისტმა ლალი ხუბულავამ ლაგოდეხში უღელტეხილის გზიდან ფოტოები მოგვაწოდა, სადაც ნათლად ჩანს, როგორი დანაგვიანებულია გზა, რომელიც მიდის ანძისკენ, რომელიც ერთ-ერთი და მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია.

Read the rest of this entry »

 

მესტია-ხაიში-იფარის მონაკვეთზე კლდე-ზვავური პროცესები განვითარდა

mewyeri 1008ამ წუთებში, მესტია-ხაიში იფარის მონაკვეთზე, ძლიერი წვიმის შედეგად, კლდე-ზვავური პროცესებია განვითარებული.

“ჩამოშლილია ნახევარ ტონაზე მეტი სიმძიმის ქვები…” – გვეუბნება  გიორგი დვალაშვილი გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, გეომორფოლოგი. Read the rest of this entry »

 

აჭარაში მდინარემ ხიდები წაიღო

mdinare aWaraSi 0003გუშინ, 28 ივნისს, საღამოს 8 საათზე, უამინდობამ მდინარე აკავრეთას ადიდება გამოიწვია, რამაც სოფელ ოქტომბერში რესტორან ,,დავითი”-ს ინფრასტრუქტურა და საკალმახე მეურნეობა გაანადგურა. მოვარდნილმა მდინარემ წაიღო ხიდები ოქტომბერსა და მერისში.

Read the rest of this entry »

 

მაღალმთიან დასახლების ნუსხას 99 დასახლება დაემატა

zemo aWara 222საქართველოს მთავრობამ მაღალმთიანი დასახლებების ნუსხაში 99 დასახლების დამატების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა კახეთში 15, მცხეთა-მთიანეთში – 19; სამცხე ჯავახეთში – 20; ქვემო ქართლში – 8; შიდა ქართლში – 30 და იმერეთში 7 დასახლებას. Read the rest of this entry »

 

თუშეთში, ომალო-შენაქოს საავტომობოლო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა

mewyeri 1ძლიერი ატმოსფერული ნალექების გამო, თუშეთში, ომალო-შენაქოს საავტომობოლო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა, თუშეთის ორი სოფელი გარე სამყაროს მოწყდა, სოფელ შენაქო და დიკლო. ამ სოფლებში იმყოფებოდნენ ტურისტებიც. ამჟამად, გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

Read the rest of this entry »

 

ხულოში ტყის მასივი დაიძრა და მეწყერი ჩამოწვა

mecგუშინ, 12 ნოემბერს, ხულოს რაიონის სოფელ ვაშლოვანში, 5 ოჯახის საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიასთან ტყის მასივი დაიძრა და მეწყერი ჩამოწვა, რამაც მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, საცხოვრებელი სახლებიდან 16 მოქალაქე გამოიყვანეს, მათ შორის, 3 მცირეწლოვანია. ამ დროისთვის ყველა მათგანი ამავე სოფლის ტერიტორიაზე უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი. Read the rest of this entry »

 

მდგრადი განვითარება – ქვეყნის თუ კომპანიების ინტერესი…

hesi 002ანუ სოფელ ჩანჩხალოს პრობლემები….

ოლიკო ცისკარიშვილი

აჭარის მაღალმთიანეთში მგზავრობისას, გზად, პირდაღებული გვირაბიდან უშველებელ სატვირთო მანქანებს მიწის ნაშალი გამოჰქონდა და გაურკვეველი მიმართულებით მიჰქონდა. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ ამ გვირაბის თავზე სოფელი ჩანჩხალო მდებარეობს, სადაც 170 კომლი ცხოვრობს.

Read the rest of this entry »