RSS

Category Archives: კატასროფები

ევროპაში წყალდიდობაა – “პრაღა იძირება!”

chexeTiძლიერი წყალდიდობის გამო, ჩეხეთის ხელისუფლება იძულებული გახდა წყალსაცავებში წნევის შემცირების მიზნით ხელოვნური გადინება მოეწყო, რის შედეგადაც წყლის უდიდესი ნაკადი პრაღის მიმართულებით მიედინება.  Read the rest of this entry »

 

ევროპაში წყალდიდობა კატასტროფად შეაფასეს, არიან დაღუპულებიც

praRa 001გადაუღებელმა წვიმებმა ევროპაში კატასტროფული სიტუაცია შექმნა. ჩეხეთში ვრცელდება ინფორმაცია გარდაცვლილებისა და სამი დაკარგულის შესახებ, ასევე ავსტრიაში გარდაცვლილებისა და გერმანიაში ორი მამაკაცის  ბედი გაურკვეველია. Read the rest of this entry »

 

ჩერნობილის კატასტროფა

chernobili 02ოლიკო ცისკარიშვილი

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4-ე ენერგობლოკი 1986 წლის 26 აპრილს აფეთქდა.

1986 წლის 25 აპრილს,  ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მესამე ენერგობლოკში, რომელიც კიევის სამხრეთით 100 კილომეტრში მდებარეობდა, „ექსპერიმენტი“ დაიწყო, თუმცა მოულოდნელად ის მწყობრიდან გამოვიდა და ტემპერატურა მკვეთრად გაიზარდა. 26 აპრილს კი რეაქტორში ორი აფეთქება მოხდა. მეტალის სქელმა ფენამ და ბეტონის კედელმა ვერ დააკავა გავარვარებული ურანი და მან გარეთ გამოაღწია. ატომური რეაქტორის რადიაქტიური დონე იმ წუთებში 1500 ატომური ბომბის სიმძლავრეს უტოლდებოდა. Read the rest of this entry »

 

მიწისძვრა ირანში – მსხვერპლთა რიცხვი იზრდება

Mideast Iran Earthquakeირანის სამხრეთ-დასავლეთში, მიწისძვრების სერიების შემდეგ სამ ათეულზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სტიქიისგან კიდევ 800-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა. დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ ინფორმაცია აარაა სრული, რადგან ათეულობით ადამიანი ნანგრევების ქვეშ კიდევ შეიძება იყვენენ მოყოლილნი. Read the rest of this entry »

 

ბანგლადეშში ტორნადომ 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

bangladeSi qarishxaliბანგლადეშის აღმოსავლეთით მომხდარმა ტორნადომ 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 500 მდე ადამიანი დაშავდა. Read the rest of this entry »

 

სენდიმ ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ჩრდილო-აღმოსავლეთ კორიდორს გადაუარა

ქარიშხალმა სენდიმ, რომელმაც ამერიკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ჩრდილო-აღმოსავლეთ კორიდორს გადაუარა, უკვე 84 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გასული ღამის განმავლობაში, ამერიკის 16 მოქალაქეა დაღუპული. მათ შორის ერთი მცირეწლოვანი, ერთი კი კანადის მოქალაქე. სტიქიამ 67 მოქალაქე კარიბის აუზიის რეგიონშიც იმსხვერპლა.

Read the rest of this entry »

 

კრასნოდარი – უბედურების ზონა

კრასნოდარის ოლქი უბედურების ზონადაა ქცეული. გადაუღებელი წვიმებით გამოწვეულმა წყალდიდობამ მთელი მხარე დატბორა. შედეგად არის მსხვერპლი, რომელსაც უკვე ვეღარ ითვლიან, ხოლო დაკარგულად 7 ათასი ადამიანი სახელდება. უმეტესობა მათგანი წყალმა გაიტაცა.რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა კრასნოდარის მხარეში წყალდიდობის შედეგად ადამიანების დაღუპვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

Read the rest of this entry »

 

რის გამო ხდება მეწყერი?

საინტერესოა, რის გამო ხდება მეწყერი? კომუნისტების დროს არსებობდა საკმაოდ ძლიერი გეოლოგიის სამსახური სადაც უამრავი სპეციალისტი მუშაობდა, რომელთა უმთავრესი ფუნქცია სწორად მთიანი რეგიონების კონტროლი იყო, ის ადამიანები რომლებიც განსაზღვრავენ ქვეყანაში თუ სადაა მოსალოდნელი მეწყერი, აღარ არსებობენ. მთელი საქართველოს მთიანეთი მეწყერ-საშიშია, საჭიროა ჯებირების გაკეთება, საჭიროა მთიან ზოლებში ხე ტყის არსებობა.

ბუნებრივი კატასტროფები ქვეყანას წელიწადში მინიმუმ 150-ით მლნ აზარალებს უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, ეკომიგრანტთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდოს.

რთული რელიეფის გამო საქართველოსთვის წყალდიდობები და ღვარცოფები უკვე წლებია, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ქვეყანაში მდინარეების დიდ ნაწილზე ნაპირსამაგრი სამუშაოები წლების განმავლობაში არ ჩატარებულა, რაც ჩატარდა, საკმაოდ მცირეა.

შედეგად, ქვეყნის ყველა რეგიონი საკმაოდ სერიოზული საფრთხის წინაშეა და თუ მთავრობამ ამ პრობლემის მოგვარებაზე არ იზრუნა.

ბოლო 35 წლის განმავლობაში საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების მსხვერპლთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა, 1987 წლიდან კი 400-ს მიაღწია.

ამავე პერიოდში სტიქიის მაღალი საშიშროების ზონიდან ეკომიგრანტების სტატუსით 50-ათასამდე ოჯახი გაიყვანეს, რასაც ათეულობით ისტორიული სოფლის დაცარიელება მოჰყვა.
პროცესების ფონური განვითარების პირობებში ქვეყნის ეკონომიკური ზარალი წელიწადში 100-150 მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობს. მათი ექსტრემალური გააქტიურების დროს კი ზარალი ასეული მილიონობით განისაზღვრება.

აღსანიშნავია, რომ სტიქიური პროცესების ახალი აფეთქება 2001-წლიდან დაიწყო.

2003-05 წლებში პროცესმა ექსტრემალური ხასიათი მიიღო და მეტ-ნაკლები ინტენსივობით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა.

მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდა სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, მთიულეთის, აჭარის, კახეთის მთიან რეგიონებში და კატასტროფული ხასიათიც მიიღო. პროცესების გააქტიურებას ადგილი ჰქონდა მესხეთისა და გურიის რეგიონებში, სამეგრელოსა და იმერეთის მთისწინეთში. გეოლოგიის საშიშროების საშუალო რისკის არეალში მოექცა შიდა და ქვემო ქართლის ტერიტორიებიც.

გეოლოგიური საშიშროების მაღალი რისკის არეში მოექცა 787 დასახლებული პუნქტი, შემოწმდა 11 000 მოსახლე, სხვადასხვა ხარისხით დაზიანებული აღმოჩნდა 6 432 საცხოვრებელი სახლი. ღვარცოფებით მოისილა, დაიმეწყრა, მდინარეებით გაირეცხა და დაიტბორა 12 515 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწები. საშიშროების ქვეშ აღმოჩნდა ტარსნკავკასიის გაზსადენი. მეწყრები განვითარდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობმაგისტრალის ცალკეულ უბნებზე.

საქართველოს ტერიტორიაზე 2006 წლისათვის დაფიქსირებულია 53 000-მდე მეწყრული სხეული, რომელთა საერთო ფართობი 1,5 მლნ ჰა-ს აღემატება. მათი 70% ურბანიზებული ტერიტორიების, სასოფლო-სამეურნეო მიწების და საინჟინრო ობიექტების სივრცეშია. დაზიანებულია დიდი წყალსაცავების ნაპირების 25 და საავტომობილო გზების 30%. ამ პროცესების უშუალო საშიშროების არეალშია 3 000-მდე დასახლებული პუნქტი, დაახლოებით, 400 ათასი ოჯახით (2 მილიონამდე ადამიანი).

საფრთხე ყველგანაა. აჭარა, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი, ზემო სვანეთი, მთიულეთი, კახეთი, ქართლი – საქართველოს ყველა რეგიონი მეწყერსაშიშ ზონაშია და თუ პროცესების პრევენცია არ მოხდა, ცხადია, რომ უახლოეს წლებში შედეგი კატასტროფული იქნება. ეს საფრთხე უკლებლივ ყველა რეგიონს ემუქრება.

მოკლედ, როგორც აქედან ჩანს, საქმე მთლად კარგად არ გვაქვს და თუ ხელისუფლებამ ამ მიმართულებით პრევენციული ღონისძიებები არ გაატარა, გამორიცხული არ არის, რომ ქვეყანაში ეკომიგრანტების რაოდენობა ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირების საერთო რაოდენობას გაუტოლდეს.

მანო ტოგონიძე

http://www.epn.ge

 

 

რა ხდება რიკოთზე

This slideshow requires JavaScript.

გუშინ ღამეს მოვარდნილმა ძლიერმა წვიმამ რიკოთის უღელტეხილი და მიმდებარე სოფლები დააზარალა.
რიკოთის უღეტეხილთან გზა მთლიანად პარალიზებულია, ადიდებულმა წყალმა და ძლიერმა წვიმამ ტყის ნაწილი წამოიღო და ამ მონაკვეთზე მოძრავი ყველა ავტომანქანა და სამარშრუტო ტაქსი ქვეშ მოიყოლა.
აქ არსებული გზები შუაზეა გაყოფილი, რის გამოც სამაშველო სამსახურების მუშაობა ფერხდება.ადგილზე მთელი ღამე მუშაობდნენ სამაშველო სამსახურები და მანქანებში ჩარჩენილი ხახლის გამოყვნაა რამდენიმე საათში შეძლეს.
არის მსხვერპლი. ჟერ-ჯერობით მსხვერპლის დაზუსტება ვერ ხერხდება. სამაშველო სამსახურის წარმომდგენლები დაკარგულებს ეძებენ.
გაწმენდითი სამუშაოები  გრძელდება.  მაცხოვრებელები  ცდილობენ შემოვლითი გზით დატოვონ ტერიტორია.მთლიანად დატბორილია  სურამი და მის ირგვლივ მდებარე სოფლები, ხაშურის ნაწილი, სოფელი ხევი.
უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ყველა რესტორანი და მაღაზია  წყალმა წაიღო.
როგორც ადგილზე მომუშავე სამსახურები აცხადებენ, რამდენიმე საათში უღელტეხილზე მოძრაობა ცალხრივად აღსდგება, რათა სატვირთო ამქანებმა გავლა შეძლონ.
მიწაშია ჩაფლული ავტობუსი, რომელსაც ბულგარეთში ახალგაზრდა მოცეკვავეების 62 კაციანი ჯგუფი გადაჰყავდა. ბავშვები ავტობუსიდან უვნებლად გადმოიყვანეს.
მგზავრებს შორის ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანიც იყო.  სრულად გაწმენდითი სამუშაოები სავარაუდოდ სამ დღეს გასტანს, შემდეგ კი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.გეოლოგები იმ მდინარის სათავეს ეძებენ, რომელიც წუხელ ღამით გაჩნდა. რიკოთის უღელტეხილზე პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს ელოდებიან. მანამდე კი რიკოთის უღელტეხილის გამო საგანგებო სამთავრობო თათბირი გაიმართა. თათბირზე რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა სტიქიის შედეგად რეგიონში შექმნილი ვითარება გეოლოგებსა და ურბანისტებთან ერთად შეაფასა. მისი თქმით, ყველა საჭირო სამსახური ამ რეგიონშია მობილიზებული და უკვე შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის.

ხათუნა გრიგალაშვილი “ექსპრესნიუსი” სტიქიის ზონიდან

 

 

ფუკუშიმას” ატომურ სადგურზე რადიაციულმა დონემ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

“ფუკუშიმა 1”-ის ატომურ სადგურზე რადიაციულმა დონემ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამ დროისთვის ატომური ელექტროსადგურის პირველ რეაქტორზე რადიაციის მაჩვენებლი ამ ეტაპზე 4 ათას მილიზივერტს აღწევს.

ამასთან ცნობილია, რომ იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე 4, 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი “ფუკუშიმას” პრეფექტურაში დაფიქსირდა.

ცნობისთვის, ნგრევისა და გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.