მეცნიერებამ 1932 წლამდე არც კი იცოდა ატომის ბირთვის სტრუქტურა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ, 1939 წელს, ფიზიკოსებმა ბირთვი გახლიჩეს. ბირთვისგან გამოყოფილი უდიდეს ენერგია 1945 წელს 6 აგვისტოს სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენეს. 1954 წელს კი მსოფლიოში პირველი ატომური ელექტროსადგური ამუშავდა.
Category Archives: კატასროფები
შუახევის რაიონის სოფელ კლდისუბანში იმიტირებული სამაშველო ოპერაცია ჩატარდა
შუახევის რაიონის სოფელ კლდისუბანში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის ა/რ საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარმა სამმართველომ იმიტირებული სამაშველო ოპერაცია ჩაატარა. ღონისძიება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ოქსფამი“ პარტნიორობით განხორციელდა. Read the rest of this entry »
ნეპალში მიწისძვრას ათასობით ადამიანი ემსხვერპლა
გუშინ, ძლიერი მიწისძვრა მოხდა ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში, ბიძგების სიმძლავრემ 7.9 მაგნიტუდას მიაღწია. ნეპალში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება.
ადგილობრივი მთავრობის მონაცემებით, მხოლოდ დედაქალაქ კატმანდუში 700 ადამიანია დაღუპული. ვრცელდება ინფორმაცია უამრავი დანგრეული შენობის შესახებ. Read the rest of this entry »
დარიალის ხეობაში მეწყერმა ადამიანები იმსხვერპლა
დღეს, დილას სტეფანწმინდასთან მეწყერი ჩამოწვა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლის კარლო ამირგულაშვილის თქმით, არის მსხვერპლი, მეწყერმა რამდენიმე ადამიანი დაიყოლა. სამაშველო სამსახურები ინტენსიურად მუშაობენ მათ გასათავისუფლებლად. Read the rest of this entry »
კანადაში მსხვერპლთა რიცხვი სამამდე გაიზარდა
კანადაში კვებეკის პროვინციის პოლიციამ მატარებლის კატასტროფის ადგილას, აღმოაჩინა კიდევ ორი ცხედარი, იტყობინება რია ნოვოსტი.
უფრო ადრე პოლიცია იტყობინებოდა მხოლოდ ერთი გარდაცვლილის შესახებ. მატარებელი, რომელსაც 73 ცისტერნა ნავთობი გადაჰქონდა, ქალაქ ლიაკ მეჯანტიკში მონრეალიდან 250 კილომეტრში რელსებიდან გადავიდა. შემთხვევის ადგილას მოხდა აფეთქება და ძლიერმა ხანძარმა მოიცვა ახლომდებარე სახლები. ათასობით ადამიანი ევაკუირებულია. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით ასამდე ადამიანი დაკარგულია და არ გამორიცხავენ მსხვერპლის ზრდასაც. Read the rest of this entry »
კანადაში ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ასზე მეტი დაკარგულად ითვლება მატარებლის კატასტროფის შემდეგ
ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ასზე მეტი დაკარგულად ითვლება მატარებლის კატასტროფის შემდეგ ქალაქ ლაკ-მეგანკში, სადაც ნავთობით დატვირთული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, – წერს The Globe and Mail. Read the rest of this entry »
მსხვერპლთა რაოდენობა ჩრდილოეთ ინდოეთში 8 ათასს აღწევს
დღეს, ინდოეთში სამაშველო ოპერაციები შეწყდა. ამის მიზეზი, ძლიერი წვიმების კვლავ განახლებამ და მეწყერმა განაპირობა. გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლთა რაოდენობა 8 ათასს აღწევს, ხოლო ხალხის დიდი რაოდენობა დღესაც გარესამყაროს მოწყვეტილია, განსაკუთრებით კი ჰიმალაებთან ახლოს. Read the rest of this entry »
ჩერნოგორის რაიონში კატასტროფის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 18-დე გაიზარდა
ჩერნოგორის რაიონში რუმინელი ტურისტებით სავსე ავტობუსის ავტოკატასტროფის შედეგად, მსხვერპლთა რიცხვი 18-დე გაიზარდა, 30 კი მძიმე მდგომარეობაშია და იმყოფებიან პოდგორიცის კლინიკურ ცენტრში. ამის შესახებ იტყობინება რუმინეთის მედია. Read the rest of this entry »
საშინელი წყალდიდობის შემდეგ ინდოეთში ეპიდემია არის მოსალოდნელი
ერთი კვირის განმავლობაში, ინდოეთში 600 ადამიანი დაიღუპა. ათასობით ადამიანი დახმარებას ელოდება. ამავდროულად, სინოპტიკოსები მოსალეობას ახალ წვიმებს ჰპირდებიან. ევაკუაციისათის სამხედროები დროებით ხიდებს აშენებენ, ხოლო მიუვალ ადგილებში ვერტმფრენებს გზავნიან. Read the rest of this entry »
გერმანიაში წყალდიდობას მსხვერპლი მოყვა
გერმანიის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით წყალდიდობაა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხელისუფლებამ ათასობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. მდინარე ელბაში წყლის დონის მატება სპეციალისტების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. Read the rest of this entry »