RSS

Category Archives: ეკოფაქტის ამბები

სუიციდი არ არის გამოსავალი – ილაპარაკე პრობლემებზე

სალომე გიორგაძე

„თავის მოკვლა ერთხელ ვცადე და ახლა ძალიან ვნანობ, მაშინ 19 წლის ვიყავი, ვერ ვხვდებოდი ამით გარშემომყოფებს რა დიდი ტკივილს მივაყენებდი. უბრალოდ, მაშინ აღარ მინდოდა სიცოცხლე. ეს იმის ბრალი იყო, რომ მქონდა ჩემს ძმასთან კონფლიქტი. ერთ-ერთი ჩხუბის დროს, ძალიან გაბრაზებულ გულზე, ცუდი რამ მითხრა და ეს იყო გადამწყვეტი მიზეზი ჩემი წარუმატებელი სუიციდისა. თუმცა გარდა ჩემ ძმასთან კონფლიქტისა, იყო კიდევ პატარ-პატარა მიზეზები რის გამოც ხშირად ვფიქრობდი  თავის მოკვლაზე. ახლა კი ვიცი, რომ თვითმკვლელობა არ არის გამოსავალი. და თუ პრობლემებს შეეჯახე, უნდა ილაპარაკო ამ პრობლემებზე და გადაჭრის გზები აუცილებლად გამოჩნდება,“ – ამბობს 22 წლის ახალგაზრდა გოგო, რომელმაც სამი წლის წინ თავის მოკვლა სცადა. Read the rest of this entry »

 

ჯილდო მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის

სალომე გიორგაძე

კონკურსი „ჩემი მემკვიდრეობა“ წელს პირველად გამოცხადდა, საქართველოს ეროვნული ფონდისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოს ინიციატივით. საქართველოს ეროვნული ფონდის მიზანია, ჩართოს მოქალაქეები საქართველოს უნიკალური კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის საქმეში. კონკურსის არსი იმ ადამიანების გამოვლინება და წახალისებაა, რომელთაც გამოიჩინეს განსაკუთრებული თავდადება, საინტერესო ინიციატივა, ახლებური მიდგომა და ფანტაზია კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად და შესანარჩუნებლად. Read the rest of this entry »

 

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი: ყველაზე რთული მოძალადე ადამიანთან ცხოვრებაა

სალომე გიორგაძე

„17  წლის ვიყავი, როდესაც გათხოვება გადავწყვიტე. მიზეზი კი დედაჩემისა და მამაჩემის გაუთავებელი ჩხუბი იყო. მამა ხშირად სვამდა, შემდეგ სახლში მოდიოდა და დედას ეჩხუბებოდა. უარეს შემთხვევაში ურტყამდა კიდეც. როდესაც ჩემი ყოფილი ქმარი გავიცანი, მალევე გადავწყვიტეთ ოჯახის შექმნა. პატარა ვიყავი და ვერ ვაცნობიერებდი, რომ ეს დრო გათხოვებასა და ბავშვის აღზრდაში კი არა, სწავლისთვის უნდა დამეთმო. ზოგადად, თავიდანვე არ გამოირჩეოდა ჩემი მეუღლე სითბოთი, თუმცა მეგონა ასეთი ცივი ადამიანი იყო და მისგან ზედმეტს არაფერს ვითხოვდი. ოჯახის შექმნის შემდეგ, კიდევ უფრო ცივი გახდა, თითქმის არც იყო სახლში, ან სულ მუშაობდა, ან გარეთ მეგობრებთან ერთად სვამდა. ორსულობის პერიოდში დედა გარდამეცვალა და ჩემი ორსულობაც ამ სტრესის ფონზე საკმაოდ გართულდა. ბავშვის გაჩენის შემდეგ საკმაოდ ეჭვიანი გახდა, როდესაც მაღაზიაში ჩავდიოდი,  უკან ჩუმად მომყვებოდა. აღარც მეგობრებთან მქონდა ურთიერთობა და აღარც ნათესავებთან. ყოველთვის ცდილობდა არსად გავეშვი და ამისთვის ათას მიზეზს იგონებდა. ერთ დღეს, როდესაც ჩემი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღეზე გადავწყვიტე წასვლა და ვთხოვე ბავშვი დაეტოვებინა ხელი დამარტყა და საშინელი სიტყვებით მლანძღა: „შენ რა  დედა ხარ, 5 თვის ბავშვს მამას, რომ უტოვებ და გასართობად მიდიხარო“. Read the rest of this entry »

 

ტურისტებით სავსე ყაზბეგი ყოფითი და ეკოლოგიური პრობლემების პირისპირ

გიორგი მაკარაშვილი

ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე სტეფანწმინდის (ყოფილი ყაზბეგის) მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი პირველი ადგილია, რომელიც საქართველოში მოგზაურობის დაგეგმვისას გვახსენდება. გერგეტის სამება, დარიალის სამონასტრო კომპლექსი, გველეთის ჩანჩქერი, ყელიწადის ტბა ეს ის ტურისტული ადგილებია, რომლებიც ჩვენში ინტერესს იწვევენ. სწორედ, ასე მოხდა ჩვენ შემთხვევაშიც, როდესაც დავგეგმეთ მოგზაურობა. 2-3 საათიანი მგზავრობის შემდეგ მივადექით ტურისტულ ადგილებს, სადაც მთავარ ღირსშესანიშნაობებთან ერთად დაგვხვდა უამრავი პრობლემა, რომლებიც ადგილობრივთა ყოველდღიური ყოფის ნაწილია. Read the rest of this entry »

 

დარიალის ხეობა ცოტა ხანში ნაგავსაყრელად იქცევა

ავტორები: მაგდა ბლუაშვილი, ია კვარაცხელია

„რაც გერგეთზე ასასვლელი გზა დააგეს, იმის მერე ყველაფერი შეიცვალა. დიდი ავტობუსები რომლებიც, ტურისტებზე მუშაობენ ჩვეულებრივად გადაადგილდებიან, თუმცა პატარა ტაქსებს კი ნამდვილად შეექმნათ პრობლემები და მუშაობაც შეუმცირდათ. პირადად მე, შეიძლება კვირა გავიდეს ისე, რომ ერთი მგზავრიც ვერ ავიყვანო, თუმცა ძირითად შემთხვევებში დღეში ორ რეისს ვაკეთებ,“ – გვიყვება ყაზბეგში მცხოვრები მიკროავტობუსის მძღოლი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა. მისი თქმით, თბილისიდან ყაზბეგში ჩამოსულ სტუმრებს, რომლებსაც საკუთარი მანქანა ჰყავთ ჩვეულებრივად შეუძლიათ გერგეთზე ასვლა. თუმცა განსხვავებულს ამტკიცებს ადგილობრივი მოსახლე 20 წლის თ.ს, რომელიც ამბობს, რომ მძღოლები რომლებსაც ხალხი გერგეთის ტაძრამდე აჰყავთ შეთანხმებულები არიან და ტურისტებს ატყუებენ, რომ იქ მანქანის შეშვება აკრძალულია და თავისი მანქანით ვერ ავლენ. Read the rest of this entry »

 

სახელმწიფო არ გვაძლევს საშუალებას თავი ვიგრძნოთ ჩვეულებრივ ადამიანებად

სალომე გიორგაძე

„პირველად, 16 წლის ვიყავი, როცა ნარკოტიკთან მქონდა შეხება. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ეს არაინფომირებულობის გამო მოხდა, მე არ ვიცოდი რა იყო, რას ვსინჯავდი. მხოლოდ ის ცრუ ინფორმაცია მქონდა გაგებული ნარკოტიკზე, რომ მისი მოხმარება  C ჰეპატიტს იწვევდა.  ახლა 39 წლის ვარ და ჯერ კიდევ,  წამალდამოკიდებული ვარ, ამის გამო ერთი წელი ციხეშიც ვიჯექი. თუმცა ციხეში ყოფნა არანაირ დადებით შედეგს არ გაძლევს, პირიქით. იქიდან გამოსულს ორმაგად გინდა ნარკოტიკის მოხმარება. სახელმწიფო არ გვაძლევს საშუალებას თავი ვიგრძნოთ ჩვეულებრივ ადამიანებად. მუდმივად დისკრიმინაციას განვიცდით და ეს ძალიან ცუდია. დღემდე არის ის სტერეოტიპი, რომ ნარკომანია დანაშაულია, თუმცა ეს ასე არ არის.

Read the rest of this entry »

 

მიწისძვრა სომხეთში

დღეს, რამდენიმე წუთის წინ, 20:24 წთ-ზე, ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 9 კილომეტრში. Read the rest of this entry »

 

იცოდით, რომ ქობულეთში მუზეუმია?

ოლიკო ცისკარიშვილი

ზაფხულში ბევრი ჩვენგანი დასასვენებლად ზღვას მიაშურებს-ხოლმე. ქობულეთი კი ბევრისთვის საყვარელი საზღვაო კურორტია, სადაც ზღვა და მზე კარგი თერაპიაა, არა მარტო გარუჯვის მოყვარულებისთვის. თუმცა ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ქობულეთში ერთი პატარა, მაგრამ უაღრესად საინტერესო მუზეუმია, რომელიც აღმაშენებლის 100 ნომერშია.

აქ დაინტერესებული ადამიანები არა მარტო უძველეს ნივთებს ნახავენ, მუზეუმის ქვედა სართულზე, ადგილობრივ კულტურას გაგაცნობთ მინი დეკორაციები, იქ თქვენ ნახავთ, როგორ აძინებს დედა-შვილს, როგორ მუსაიფობენ ბუხრის წინ ოჯახის წევრები, როგორ ქსოვს ოჯახის უფროსი დიასახლისი  და ა.შ.

ქვევრებს, ხისგან გამოთლილ გობებს, ბრინჯაოს თუნგებს და ა.შ. Read the rest of this entry »

 

მარტვილი-ოკაცე-კინჩხა – დაგეგმილი მოგზაურობა, რომელიც ვერ შედგა

ოლიკო ცისკარიშვილი

ცოტა კი დამიგვიანდა ამ ამბის მოყოლა, მაგრამ მისი არ თქმა არ შეიძლებოდა. ჩემი ამ ზაფხულის ოთდღიანი “დასვენების” ამბები მინდა მოგიყვეთ. გადავწვიტე ჯერ მარტვილს ვწვეოდი, სადაც ჩემმა ახალგაზრდა მეგობარმა გვანცა გახოკიძემ დამპატიჟა (მადლობა მას და მის ბებიას, ნანულის), და სადაც ჩემი შვილიც მელოდებოდა მეგობრებთან ერთად. საიდანაც მეგობრებთან ერთად უნდა დამელაშქრა ტობავარჩხილო, თუმცა ტობაზე ვერ შევძელით წასვლა. მარტვილში ვიფიქრე მომევლო ის ადგილები და ჩამეწერა ისტორიები, რომელსაც მომავალი წიგნისთვის გამოვიყენებდი. (ზოგადადა, ასე ვმუშაობ, რამდენიმე ხნის, ზოგჯერ წლის განმავლობაში, პარალალურად ვმუშაობ რამდენიმე თემაზე) ამ შემთხვევაში ლეგენდებსა და მითებზე მქონდა ყურადღება გადატანილი, თუმცა ეკოფაქტის მკითხველმა იცის, რომ უკვე წლების განმავლობაში ტურიზმის განვითარებაზეც ვაკეთებ მასალებს.

Read the rest of this entry »

 

ეს ქვების სამკაულები დამზადებულია საქართველოში

ოლიკო ცისკარიშვილი

ადამიანებს ყოველთვის სჯეროდათ ქვების სასწაულქმედებისა და მათი მაგიური ძალის, ამიტომ მათ არა მარტო სამკაულების სახით იყენებდნენ, ატარებდნენ როგორც თილისმასაც. იმედი და რწმენა ადამიანის მამოძრავებელი ძალაა.

ბევრი მისტიკოსი ქვებს უდიდეს დანიშნულებას ანიჭებდა, მათ შორის იყო ოშო რაჯნიშიც, რომელიც ამბობდა: „ქვებს თავისი ინდივიდუალობა აქვთ… ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ წაიკითხონ ქვები მათ სიღრმეში, შეუძლიათ ძირფესვიანად გამოიკვლიონ ისინი, იპოვონ მათთან კავშირი, აღმოაჩინონ, რომ ქვებს შორის არის ფხიზელი არსებები. ზოგი ქვა უფრო ფხიზლობს, სხვა ქვებს კი უფრო ძინავთ.

Read the rest of this entry »