RSS

Category Archives: ეკოფაქტის ამბები

„ჟურნალისტიკის შესავლის“ პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა „კოლეგები ჩემს ობიექტივში“

 

dsc04084-copyთბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, რევაზ ინანიშვილის სახელობის დარბაზში ჩატარდა ოლიკო ცისკარიშვილის წიგნის „ჟურნალისტიკის შესავლის“ პრეზენტაცია, ასევე ავტორის ფოტოგამოფენა „კოლეგები ჩემს ობიექტივში“. ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების და მედიის წარმომადგენლები. Read the rest of this entry »

 

მოლაშქრეები ჭიათურის ბუნების პოპულარიზაციისთვის

mrvime20 ნოემბერს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების გაცნობის მიზნით საინფორმაციო ინფოტური შედგა, რომლის მიზანი ჭიათურის ტურისტული პოპტენციალის – ბუნების არაორგანული ძეგლების პოპულარიზაცია იყო.  ტურში მონაწილოება მიიღეს: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკომოლაშქრეთა კლუბმა, ბაღდათის საინფორმაციო და ტურიზმის განვითარების ფონდთან არსებულ მოლაშქრეთა კლუბმა „დიდმაღალმა“, აგრეთვე ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ვალერი კაპანაძემ. მოლაშქრეებს მეგზურობას უწევდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი. Read the rest of this entry »

 

ბაღდათის სეპტარიები

 

dvala-qvebi2016 წლის 27 ოქტომბერს ეროვნული მუზეუმის გეოლოგებისა და პალეონტოლოგების ჯგუფი იმყოფებოდა ქალაქ ბაღდათში, მდინარე ხანისწყლის ხეობაში აღმოჩენილი “განამარხებული ცხოველის ფორმის უცნაური ქვების” წარმოშობის დასადგენად.  Read the rest of this entry »

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ისტორიული ციხისკენ მიმავალ გზაზე საინფორმაციო მანიშნებლები გაკეთდა

dvalaსამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით მდინარე ხევისწყლის ხეობაში, ტელეფისის ციხის 3,5 კმ-იანი მარშრუტის მარკირება მოხდა. საჯავახო-ჩოხატაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაიდგა ორენოვანი ორმხრივი საინფორმაციო მანიშნებელი. საინფორმაციო  დაფა აგრეთვე განთავსდა ტელეფისის ციხის მიმდებარე ნაწილშიც. Read the rest of this entry »

 

ზვიად დევდარიანი: საერთო პრობლემების გადაჭრისთვის,  მნიშვნელოვანია თანამშრომლობის საერთო გეგმები არსებობდეს

somxeti-012ოლიკო ცისკარიშვილი

,,სიდამ” საერთაშორისო ასოციაცია „PREPARE: Partnership for Rural Europe”-თან ერთად გამართა საინფორმაციო ტური საქართველოსა და სომხეთში.

ტური ორგანიზებული იყო „ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური განვითარების“ პროექტის ფარგლებში, რომელიც თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის (EaPTC) პროგრამის ფარგლებში. პროექტი 2015 წელს დაიწყო და მიზნად ისახავს საქართველო-სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეყობასა და განვითარებას. მედიატური საქართველოსა და სომხეთში ხორციელდება „Charles Stewart Mott Foundation”-ისდა Peace Corp-ის ფინანსური მხარდაჭერით. Read the rest of this entry »

 

თუშეთში მდებარე სოფელ დოჭუს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

doWu 003ახმეტის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან თუშეთში მდებარე სოფელ დოჭუს, როგორც გვიანი შუა საუკუნეების არქიტექტურულ ნაგებობას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 

Read the rest of this entry »

 

სომხეთში, ხაჩკარის ეკლესიის ეზოში, საფლავის ქვა ქართული წარწერით

somxeti-007ოლიკო ცისკარიშვილი

სომხეთში, ხაჩკარის ეკლესია ქვის ჯვრებითაა ცნობილი. ქრისტიანული ეკლესიებისგან განსხვავებით, სომხეთში მხოლოდ ქვის ჯვრებს აკეთებდნენ, რადგან თვლინენ, რომ  ხატების დაზიანება მტერს უფრო მეტად შეეძლო, ქვის დაზიანება კი ნაკლებ შესაძლებელი იყო. ხაჩკარიც სწორედ ქვის ჯვარს ნიშნავს.  აქ ნაპოვნი და აღმოჩენილი ბევრი ნიმუში უკვე დიდი ხანია ერევნის სახელმწიფო მუზეუმშია განთავსებული. ეკლესიის ტერიტორიაზე მეცნიერებმა 500-ზე მეტი ქვა იპოვეს, Read the rest of this entry »