RSS

Category Archives: ეკოსურსათი

ტყვიის მაღალი შემცველობა საქართველოში ხორცში, რძეში, წყალსა და ყავაში აღმოჩნდა

2012-2017 წლებში სხვადასხვა პროდუქტში ტყვიის შემცველობის დარღვევის 63 შემთხვევა გამოვლინდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2012-2017 წლებში ტყვიის გადამეტებული ოდენობის აღმოჩენის მონაცემებს მომხმარებელი.ჯი აქვეყნებს.

Read the rest of this entry »

 

მაყვლის სახლის დიასახლისი – იზოლდა ქიტესაშვილი

izoldaოლიკო ცისკარიშვილი

გუშინ, ჟურნალისტთა ასოციაცია „გენდერი, მედია, კავკასიის“ ხელმძღვანელის გალინა პეტრიაშვილის ორგანიზებულ ტურში, კახეთში ვიყავი და ერთი ანეგდოტად მოარული ამბავი გამახსენდა: კახეთში, უცხოელი მილიონერი ჩავიდა, შეიკრიბა ხალხი მის გარშემო და არის ერთი ამბავი. ერთი გლეხი კი უდარდელად წევს კაკლის ძირში და ყურადღებას არ აქცევს. მილიონერმა იკითხა ვინაა ეს კაციო, ეს ის კაცია ქვეყანაზე არაფერი არ ადარდებსო, უპასუხეს, ოღონდ ადგეს და მილიონს მივცემო.  გლეხს ეუბნებიან, ადექი ნახე ის კაცი, მილიონს გპირდება, მილიონი იცი რამდენია, არაფერზე აღარ იდარდებო… ეხლა რა ვდარდობო? – უპასუხა გლეხმა და გვერდი შეიცვალა. Read the rest of this entry »

 

გენმოდიფიცირებული სურსათის ეტიკეტზე ნიშანდება “გმ”-ს მითითება სავალდებულოა

saTburi 0021 ივლისიდან ძალაში შევიდა საქართველოს კანონი “სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირების შესახებ”, რომლის მიზანია მომხმარებლის ინფორმირება სურსათში გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების არსებობის შესახებ.

Read the rest of this entry »

 

ხილი, რომელიც კურნავს კიბოს

guanabanaხილი, რომელიც კურნავს კიბოს და მისი ზემოქმედება 10 ათასჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ქიმიოთერაპიის.

,,მათ არ უნდა, რომ ჩვენ ამის შესახებ ვიცოდეთ, რადგან სამედიცინო პრეპარატების მსხვილი მწარმოებლები ვერ გაყიდიან თავიანთ პროდუქციას“ , – სტატიას ამ თემაზე აქვეყნებს ინტერნეტ ჟურნალი ,,МЕМО“.

გუანაბანა ითვლება ყველაზე ძლიერ ანტიკანცეროგენად პლანეტაზე, რომელიც შექმნა ღმერთმა. გრავიოლას ხის ნაყოფი ეს არის სასწაული, რომელიც ანადგურებს კიბოს უჯრედებს. Read the rest of this entry »

 

თბილისის მყარი ნარჩენების პოლიგონზე 25 ტონა კარტოფილი გაანადგურეს

kartoკარტოფილის კიბოთი დაავადებული 25 ტონა კარტოფილი თბილისის მყარი ნარჩენების პოლიგონზე გაანადგურეს. დაავადებული კარტოფილი რამდენიმე დღის წინ თურქეთიდან შემოვიდა. თურქეთ-საქართველოს საზღვარზე ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ დადგინდა , რომ კარტოფილს მავნე სოკოს დაავადება ჰქონდა, რის გამოც მომენტალურად დაილუქა. შემოსავლების სამსახურის მიერ ინფორმაცია მიეწოდა სურსათის ეროვნულ სააგენტოს და დამატებითი ღონისძიებების შემდეგ გადაწყდა, რომ 25 ტონა კარტოფილის ლიკვიდაცია აუცილებელი იყო. Read the rest of this entry »

 

გენმოდიფიცირებული პროდუქტის მარკირება სავალდებულო გახდება

საქართველოში გენმოდიფიცირებული თესლისა და სანერგე მასალების იმპორტი აიკრძალება, შემოღებული იქნება გენმოდიფიცირებული მზა პროდუქციის სავალდებულო მარკირება.

Read the rest of this entry »

 

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ისპანახი კიბოს ამარცხებს

არეგონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ისპანახი ადამიანის სხეულში კანცეროგენების მავნე რეაქციას ამცირებს. როგორც ცნობილია, კარცეროგენები ორგანიზმში ავთვისებიან კიბოს იწვევნ.ლაბორატორიული კვლევები ცხადყოფს, რომ ისპანახის მიღება ნაწლავის კიბოს გაჩენის რისკს ორჯერ ამცირებს.

Read the rest of this entry »

 

მეცნიერებმა შაქრის შემცვლელი აღმოაჩინეს

მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ფრუქტოზა ორგანიზმს სისხლში შაქრის დონეს უკეთ აკონტროლებს. «MyJane.ru» იუწყება, რომ მისი ეფექტი, ანტიდიაბეტურ წამლებს არ ჩამოუვარდება.

Read the rest of this entry »

 

ყავა და ჩაი

ბევრ ადამიანს ცხოვრება ვეღარ წარმოუდგენია ჩაის და ყავის გარეშე. ზოგადად, ჩვენს მენიუში მყარად დაიფუძნა ადგილი სასურსათო პროდუქტებმა, რომელიც არ წარმოადგენს „საკვებს“, ანუ არ აქვს კვებითი ღირებულება, მაგრამ  მასტიმულირებლად მოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტემაზე. ესენია: ჩაი, ყავა და სხვა მსგავსი მოქმედების სასმელები, რომელსაც „გამოსაფხიზებლად“, „ენერგიის მომატებისთვის“ ვსვამთ. სინამდვილეში უშაქრო ჩაის და ყავას არ გააჩნია ენერგეტიკული ღირებულება (კალორიები), მაგრამ ისინი ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას, აძლიერებს გონებრივ აქტივობას და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამძლეობას. ყოველივე ამის მიზეზია ამ სასმელებში შემავალი ალკალოიდი კოფეინი. სწორედ კოფეინი გვეხმარება გამოვფხიზლდეთ, ვიყოთ უფრო პროდუქტიული, თუმცა მისი მოქმედების გასვლის შემდეგ ადამიანს დაღლილობა ეუფლება.

Read the rest of this entry »

 

როგორ ავარჩიოთ ყველი?

დამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი დვრიტის ფერმენტები. რძის ჩაკვეთის შედეგად მიღებული მასა იწურება, ზოგჯერ იპრესება, შრება, გადის მომწიფების ეტაპს, შედეგად კი მიიღება ყველი – ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და სასარგებლო საკვები პროდუქტი.

Read the rest of this entry »