RSS

Category Archives: ეკოპრობლემა

ტყის ჭრაზე სანქციები აუცილებელია

ნინო ალბუთაშვილი

„გლობალ ფორესტ ვოჩი“, საქართველოში, ტყეებში არსებულ მდგომარეობას 2001 წლიდან იკვლევს. ორგანიზაციის მონაცემებით, ამ პერიოდიდან მოყოლებული, ქვეყნის მასშტაბით 8917 ჰექტარი ტყეა გაჩეხილი. არც ისე სახარბიელო მდგომარეობაა ამ კუთხით თბილისში. დედაქალაქში ხე-ტყის ჭრა ძირითადად,  ეკონომიკური განვითარების ხარჯზე ხდება. გასულ წელს საზოგადოების საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა ყაზბეგის გამზირზე სახლის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებული ხეების ჩეხვის ფაქტი. შპს „ორბი ჯგუფი  თბილის“-ის მიერ გაიჩეხა 44 ჯანმრთელი ხე.  არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI- შეისწავლა ხეების ჭრის სტატისტიკა და ეკონომიკურ მოგებასთან მისი კავშირი. მათ  მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2016 წელს თბილისის მერიის ნებართვით მოჭრილ ხეებს შორის, წინა წლებთან შედარებით, მინიმუმ 5-ჯერ მეტ ხეს მიენიჭა დაზიანებულის სტატუსი.  2013 წლიდან 2016 წლის 16 აგვისტომდე სულ 583 ნებართვა გაიცა 3,552 ხის მოჭრაზე, საიდანაც დაავადებული იყო 827 ხე.  სწორედ, ეს გარემოება აჩენს კითხვას, თუ რამდენად კეთილსინდისიერად ხდება დედაქალაქში ხეებისთვის დაზიანებულის სტატუსის მინიჭება. Read the rest of this entry »

 

საქართველოში, ტყის საფარი, გაუთავებელი ჭრების გამო, შემცირებულია

ნინო ალბუთაშვილი

მსოფლიოში ტყე ფასდაუდებელ ბუნებრივ სიმდიდრედ ითვლება, რომელსაც ცოცხალი ორგანიზმებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ტყის საფარი დედამიწის ზედაპირის 30% მოიცავს. საქართველოში, ტყეს, ქვეყნის საერთო ტერიტორიის დაახლოებით 40 % უკავია. ბიოსფეროში ტყე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, გავლენას ახდენს ჟანგბადის და ნახშირბადის ბალანსზე, ასუფთავებს ჰაერს, არეგულირებს წყლის ნაკადებს, იცავს ნიადაგს ეროზიისგან, მოკლედ რომ ვთქვათ, თითოეული ადამიანისთვის ჯანსაღი სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და სიმშვიდის ხელშემწყობია.

Read the rest of this entry »

 

მომწამლავი პლასტმასი

თამარ ბებია

იცოდით თუ არა, რომ პლასტმასი, რომელსაც ადამიანები ყოველდღე ვიყენებთ შემდეგ კი ნარჩენებად ვაქცევთ, ბუნებრივად  არ იხრწნება. საქართველოში  მისი გადამამუშვებელი სექტორი არ არის განვითარებული და ადგილობრივ ბაზარზე, მისი სეპარირებული შეგროვება სხვადასხვა პროექტის სახით მიმდინარეობს. საყოფაცხოვრებო ნაგვის 11%-ს სწორედ პლასტმასის ნარჩენი წარმოადგენს. Read the rest of this entry »

 

ჰიდროელექტროსადგურებიდან ენერგიის მიღება მოძველებული მიდგომაა

მარიამ ქავთარაძე

 უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში კი სულ უფრო მეტს მსჯელობენ იმ საკითხზე თუ რამდენად საჭიროა საქართველოში დიდი თუ მცირე ჰესების აშენება, მათ შორის ისეთების როგორიცაა: ხუდონ ჰესი ან ნენსკრა. ამ იდეას თავისი მომხრეები და მოწინააღმდეგეებიც ყავს, შესაბამისად იმისა თუ რა სიკეთეს ან უარყოფით შედეგს გულისხმობს ამა თუ იმ ჰესის აშენება. Read the rest of this entry »

 

პოლიეთილენის პარკების „ეკოლოგიური კვალი“

ოლიკო ცისკარიშვილი

სხვადასხვა ბრენდის პოლიეთილენის პარკებისგან შემკობილი ხე, რომელიც ჩემს სადარბაზოსთან დგას, ფოთლებთან ერთად ჭრელაჭრულა პოლიეთილენის  პარკებს აშრიალებს. თუმცა ფოთლებისგან განსხვავებით, ისინი წლების განმავლობაში უცვლელად შრიალებენ, მეტიც სხვა ჭრელ-ჭრელი პარკებიც ემატებიან და ემატებიან. აი, ეხლაც პატარა ბიჭს, ქარმა ხელიდან გამოსტაცა წითელი პარკი და ჩვენი ეზოს თუთის ხის ტოტებმა ისიც ჩაიხუტა. გუშინწინ კი, მეზობლის ქალმა ბავშვს ეზოში პარკში გახვეული რაღაც გადაუგდო და ისიც იმ ხეზე შერჩა… ასეთი პარკებით მორთული ხეები, მარტო ჩემს სადარბაზოსთან არ დგას… საქართველოს ყველა კუთხეში შეგიძლიათ ნახოთ. ხშირად მინახავს თვალწარმტაც მთებში ტურისტებს თვალი მთებისკენ და მდინარეებისკენ კი არ გაურბით, სწორედ, პარკებისკენ დამშვენებულ ხეებსა და ბუჩქნარს უყურებენ გაკვირვებულები, მათი გაკვირვება იმის და მიხედვით იზომება, თუ რამდენად უფრო ხშირადაა გადაჭრელებული ჩვენი ქვეყნის მთა-ბარი. Read the rest of this entry »

 

ჭიაკოკონობა + ბავშვობის ნოსტალგია = ჰაერის დაბინძურება

მარიამ ქავთარაძე

„ჩემს ბავშვობაში, ჭიაკოკონობა, ცეცლის პირას, ჩემი ტოლა გოგო-ბიჭების, ერთი მხიარული შეკრება იყო . ერთმანეთს ცეცლის ალზე გადახტომაში ვეჯიბრებოდით და იყო ერთი სიცილ-კისკისი,“ – იგონებს 50 წელს მიღწეული ქალბატონი, რომელიც ჭიაკოკონობას იმერეთში ხვდებოდა, – „ვაგროვებდით ვაზის ლერწამს და იმას ვწვავდით. აბა, ეხლა რა ჭიაკოკონობაა, შეაგროვებენ „პაკრიშკებს“. იმ ახრჩოლებულ ბოლში არც ცეცხლია და ვერც ხალისობენ ბავშვები.“ Read the rest of this entry »

 

შეწყდეს ჰესომანია – ფეხმძიმე გოგონას პროტესტი ჰესების მშენებლობას

ნინი ღაჟონია

ბოლო დღეებში, სოციალურ ქსელში ფეხმძიმე გოგონას ფოტო გავრცელდა, რომელმაც მესტიაში გზა გადაუკეთა მძიმე ტექნიკას, მისმა პროტესტმა შედეგი გამოიღო, დროებით, ვიდრე სპეციალისტები ბოლომდე არ განიხილავენ ჰესი ზიანს მიაყენებს თუ არა ადგილობრივებსა და გარემოს, შეჩერდა. Read the rest of this entry »

 

კოლხური ბზა გადაშენების პირასაა, – ნუ მოჭრი ბზას

ნინო ალბუთაშვილი

გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, კამპანიას – „ნუ მოჭრი ბზას“ აგრძელებს.  სპეციალისტები მოსახლეობას მიმართავენ და ქოთნის ბზის შეძენას ურჩევენ, რომლის ფასი მხოლოდ ხუთი ლარია. ბზის ბუნებრივ განადგურებასთან ერთად, მისი უკანონო მოპოვების ფაქტებიც იზრდება.  ბზობის დღესასწაულისთის, მრევლი მას კონებად ყიდულობს და თითო კონის ფასი 1-დან 3 ლარამდე მერყეობს. არადა, ბზას, რომელიც  საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი, გადაშენების საფრთხე ემუქრება. Read the rest of this entry »

 

ჩვენ და ნარჩენები: საკუთარი წილი პასუხისმგებლობის გააზრებაა საჭირო

თათუკა ბებია

რამდენიმე ათეული წლის წინ, ადამიანები მიიჩნევდნენ, რომ ნარჩენი არის ის რაც აღარ გამოდგება და თავიდან უნდა მოვიშოროთ, მარტივად რომ ვთქვათ ნაგავი.  გვინდა ეს ჩვენ თუ არა, თითოეული ჩვენგანი უნებურად სერიოზულ „ნაგავწარმოებელს“ წარმოადგენს. ადამიანის მიერ „წარმოებული“ საყოფაცხოვრებო ნარჩენი მრავალი კომპონენტისგან შედგება. ყოველდღიურად სახლიდან გაგვაქვს: მინის ჭურჭელი, მაკულატურა, პლასტიკა, ფასეული მეტალები, საკვები პროდუქტის ნარჩენები და სხვა. ადამიანები ფიქრობენ, რომ საკმარისია ეს ნარჩენები თვალს მოეფაროს და პრობლემაც გადაჭრილია. თუმცა რა ხდება სინამდვილეში? ნარჩენები გროვდება და თავს იყრის ნაგავსაყრელებზე, სადაც ის იტკეპნება, იფარება მიწით ან რომელიმე ინერტული მასალით და იქმნება შთაბეჭდილება, რომ გარემო დასუფთავდა, ნარჩენი „გაქრა“ და პრობლემაც მოგვარდა. Read the rest of this entry »

 

ჩელიაბინსკში რადიაციული გაჟონვა დაფიქსირდა

რუსეთის ერთ-ერთ ოლქში, ჩელიაბინსკში დაფიქსირდა ექსტრემალურად მაღალი რადიაციული ფონი, რომელიც ათასჯერ აღემატება ნორმას. რადიაცია დაფიქსირდა ევროპაშიც. გაირკვა, რომ რადიაციული გაჟონვა ორი თვის წინ მოხდა, თუმცა ვიდრე ევროპელმა მეცნიერებმა არ ატეხეს განგაში (საფრანგეთი და გერმანია.), ამ ფაქტს არ ახმაურებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რადიაცული გაჟონვა დიდია, მოსახლეობას ისევ ჩვეულ რეჟიმში უწევს ცხოვრება და ადგილობრივი ხელისუფლება არანაირ ზომებს არ მიმართავს მათი უსაფრთხოებისთვის.

Read the rest of this entry »