RSS

Category Archives: ეკოპრობლემა

მთაწმინდაზე ხანძრის ჩაქრობას 70 მეხანძრე-მაშველი ცდილობს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი, საკმარისი რაოდენობით წყლის ცისტერნით. Read the rest of this entry »

Advertisements
 

ბუნებრივი კატასტროფების რისკების სატყეო რუკა იქმნება

CENN-ისა და მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის ერთობლივი ინიციატივით იქმნება ბუნებრივი კატასტროფების რისკების სატყეო რუკა. გაზრდილი სოციალური და ენერგეტიკული ზეწოლის შედეგად განვითარებულმა ტყეების სწრაფმა დეგრადაციამ ბუნებრივი კატასტროფების გააქტიურება გამოიწვია, რაც მძიმე ტვირთად დააწვა როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ქვეყნის ეკონომიკას. ბუნებრივი კატასტროფების პრევენცია სახელმწიფოს ყოველწლიურად მილიონობით ლარი უჯდება. თუმცა, გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობა საკმაოდ დაბალია და სტიქიებისაგან მიყენებული ზიანის მასშტაბიც წლიდან წლამდე იზრდება.

Read the rest of this entry »

 

ტყის დაცვის მიზნით განახლებადი პორტალი შეიქმნა

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და მსოფლიოს რესურსების ინსტიტუტი (WRI) ერთად ახორციელებენ გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის(GEF) მიერ დაფინანსებულ პროექტს – “Global Forest Watch (GFW) Georgia”. პროექტში ასევე ჩართულები არიან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)და კავკასიის გარემოსდაცვითი ქსელი CENN. პროექტი სამწლიანია და 2018 წლის ნოემბრამდე გაგრძელდება. Read the rest of this entry »

 

“ტყე შეუნახე შვილებსა” – ქართული ვარიანტი

ოლიკო ცისკარიშვილი

შეხვედრა, რომელიც ხუთი დღე გაგრძელდა და არასამთავრობო ორგანიზაცია cenn-ის მიერ იყო ორგანიზებული, ბულაჩაურში ჩატარდა. ხშირად იყო მოწვეულ სტუმრებსა და ჟურნალისტებს შორის შეხლა-შემოხლა…  ხშირად მაღალჩინოსნები თუ არა მაღალჩინოსნები, სწორედ ჟურნალისტებს ადანაშაულებდნენ გარემოს დაცვის სფეროში უმოქმედობას, ანდა მთელი რიგი საკითხების არასწორად გაშუქებას… მაგრამ რატომღაც იშვიათად იყო ხაზგასმული, რომ პრობლემა ქვეყანაში არის სისტემურად მოსაგვარებელი… Read the rest of this entry »

 

სტიქია აჭარაში

mdinare aWaraSi 0003უხვმა ნალექმა ხელვჩაურში რამდენიმე ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთში განმეორებითი მეწყერული მოვლენები გამოიწვია, გზებზე განვითარდა ნიაღვარი და ქვათაცვენა.მნიშვნელოვნად დაზიანდა 6 სოფელი. Read the rest of this entry »

 

ლაგოდეხის უღელტეხილი დაბინძურებულია

lagodexi 2ჟურნალისტმა ლალი ხუბულავამ ლაგოდეხში უღელტეხილის გზიდან ფოტოები მოგვაწოდა, სადაც ნათლად ჩანს, როგორი დანაგვიანებულია გზა, რომელიც მიდის ანძისკენ, რომელიც ერთ-ერთი და მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია.

Read the rest of this entry »

 

მ ი მ ა რ თ ვ ა ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს ქ. თბილისის მერს დავით ნარმანიას

mshenebloba 003მიმართვა ღიაა ხელმოწერებისათვის, როგორც ორგანიზაციებისთვის, ისე მოქალაქეებისათვის, 2016 წ 29 აგვისტომდე.

ხელმოწერის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტაზე:greenalt@greenalt.org

 

მ ი მ ა რ თ ვ ა

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს

ქ. თბილისის მერს დავით ნარმანიას

2016 წლის 17 აგვისტოს თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, სამშენებლო კომპანია „ორბი ჯგუფის“  ტერიტორიაზე, რამოდენიმე ხე მოიჭრა. ექსპერტებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ ხეები სრულიად ჯანმრთელი, ხოლო მათი მოჭრა – უკანონო იყო. ამის გამო, პროკურატურამ, „პარტიზანი მებაღეების“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და თბილისის მერიის მიმართვების საფუძველზე,  გამოძიება დაიწყო. პროტესტის ნიშნად, მერიის შენობასთან „პარტიზანმა მებაღეებმა“ პერმანენტული შიმშილობა დაიწყეს. Read the rest of this entry »