RSS

Category Archives: გარემო

არა ჰესებს გუდამაყარში!!!

გვანცა გახოკიძე

დღეს, 24 თებერვალს, მზიურის პარკში ფოტო-აქცია „არა ჰესებს არაგვზე“ გაიმართა, სადაც გუდამაყრელი ახალგაზრდები შავ არაგვზე ჰესების დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებდნენ.

გუდამაყრის ხეობაში, შავ არაგვზე, ორი ჰესის – „შავი არაგვი“ და „შავი არაგვი 1“ – იგეგმება, რომელსაც შპს „სოლოენერჯი“ განახორციელებს. ორივე ჰესის მშენებლობა  მდინარე არაგვის ბუნებრივი კალაპოტიდან მილებში გატარებას ითვალისწინებს, რაც იმას ნიშნავს, რომ აშენდება დერევაციული ტიპის ჰესი. Read the rest of this entry »

 

ადამიანის უფლებაა – სასმელი წყალი, სანიტარია და ჰიგიენა

ადამიანის უფლებაა – სასმელი წყალი, სანიტარია და ჰიგიენა

ოლიკო ცისკარიშვილი

ჩამოჟანგული კედლები, ჩამოშლილი ჭერი, აყრილი იატაკი, ყოფილი კულტურის სახლის მეორე სართულზე უკვე მესამე წელია, შეკედლებულები არიან კახეთში, სოფელ ხაშმის ამბულატორიის თანამშრომლები, სადაც ძველი, კუსტარული ხელსაბანიც, მოშლილია და არ ფუნქციონირებს. სველი წერტილები, შენობის სხვა ფლიგელშის პირველ სართულზეა და ჰიჩკოკის ფილმის პერსონაჟი გეგონება თავი ადამიანს… კუსტარულად გადაბმული მილებიდან, სიბინძურეში, მუდმივად მოწანწკარებს წყალი… ფეხსალაგამდე მისვლას კი დიდი გამბედაობა სჭირდება, რომ ჩავარდნილ იატაკზე დადებული დამპალი „დეესპეს“ გადაურჩე… ექიმის მისაღებში, წყლით სავსე პლასმასის სხვადასხვა ზომის ქილები იატაკზე დევს. (სავარაუდოდ, დასალევად, ან ხელის გადასაბანად). ასეთ პირობებში დადიან პაციენტები ამბულატორიაში და სხვა გზა არ აქვთ, ასეთ პირობებში აკეთებენ ოჯახის ექიმები პატარებს აცრას. Read the rest of this entry »

 

ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღე

ორ თებერვალს მთელს მსოფლიოში ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელსაც საქართველოც უერთდება. Read the rest of this entry »

 

კამპანია „სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა”

sidaკამპანია „სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა“ სტარტს 17 სექტემბერს აიღებს.
კამპანია, რომელიც საქართველოს 10 რეგიონში გაიმართება, ორგანიზებულია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ მიერ, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის, საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის და ფოთის პორტის მხარდაჭერით. Read the rest of this entry »

 

ცის უჩვეულო ფერის ნისლი ჰაერის მასაში ქვიშის შერევას უკავშირდება

nisliდღეს, დილიდან ცაზე, უჩვეულო, ნაცრისფერი ფერისაა.. ცის უჩვეულო ფერის ნისლი ჰაერის მასაში ქვიშის შერევას უკავშირდება. Read the rest of this entry »

 

საბერძნეთში, ხანძარს 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

საბერძნეთში, ძლიერ ხანძარს 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი,

ხანძარი გაჩნდა, ათენის მახლობლად, პოპულარულ კურორტებზე. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც. დაიწვა ტყეები, სახლები, ავტომობილები, ადამიანები ხანძარს ზღვაში შესვლით ემალებოდნენ… Read the rest of this entry »

 

ლაოსში მშენებარე ჰესის კაშხალი გაირღვა

23 ივლისის საღამოს, ლაოსში მშენებარე ჰესის კაშხალი გაირღვა. შედეგად, დროის მოკლე პერიოდში 5 მლრდ კუბ.მეტრი მოცულობის წყალი გამოთავისუფლდა და წალეკა ექვსი სოფელი. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 100-ზე მეტი, დაკარგულია ასობით და საცხოვრებლის გარეშე დარჩა 6.600 ადამიანი. ჰესის მშენებელი კომპანიის სპიკერი აცხადებს, რომ რეზერვუარში წყლის მატება და კაშხლის გარღვევა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. Read the rest of this entry »

 

კიდევ ერთი “არა ჰესებს” – ქვემო სვანეთის მოსახლეობა ჰესების წინააღმდეგ

ოლიკო ცისკარიშვილი

საქართველოს ულამაზეს კუთხეში, ქვემო სვანეთში, კიდევ ერთი ჰესის მშენებლობა იგეგმება, ჩვენი სტუმრობის დროს, ლენტეხელები, ცაგერში შემოსულ ტექნიკის გამო, შეშფოთებას გამოთქვამდნენ და უკვე თბილისში ჩამოსულებმა გავიგეთ, რომ ლენტეხელებს ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ, შიმშილობა დაუწყიათ.

როგორც დაგეგმილია ჰესი „ხელედურა 3“-ის მშენებლობის სამუშაოები უნდა აწარმოოს შპს „ხელედურა ენერჯიმ“ და ექსპლუატაციის პროექტი შეადგინა შპს „გამა კონსტალგინმა.“ მათივე მტკიცებით, პროექტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. პროექტის მიხედვით, მდ. ხელედურაზე აშენდება „დამბა ერთი“, რომლიდანაც მდინარე გვირაბის საშუალებით, (გვირაბის სიგრძე იქნება 3236 მეტრი, სიგანე კი 4,85 სმ, სიმაღლე 4.25 მ.) შეუერთდება მდინარე დევაშს. პროექტის მიხედვით, ხელედურაზე ჩამომდინარე წყლის ნახევარი დარჩება და დანარჩენი გვირაბში გავა. გვირაბის გაყვანისას მოხდება აფეთქებითი სამუშაოებიც, რომელიც უამრავ პრობლემას წარმოშობს. მათ შორის სასმელი წყლის დაკარგვა, ასევე საცოხვრებელი სახლების დაზიანება, ქვათაცვენა და ა.შ. Read the rest of this entry »

 

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა – ბიზნესის კეთილი ნება

ოლიკო ცისკარიშვილი

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ერთ-ერთმა „ფრენდმა“ გამოკითხვა გამოქვეყნა, რომელიც კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას ეხებოდა, კითხვარის შევსებისას, აღმოვაჩინე, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციები არც თუ ისე დიდია საქართველოში.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, არსებითად, არის ბიზნესის კეთილი ნება, აიღოს თავის თავზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე მას კანონით ეკისრება, შეგნებულად გასცდეს მოგების მიღების თავდაპირველ ფუნქციას და ნებაყოფლობით იზრუნოს აგრეთვე საზოგადოების კეთილდღეობაზე. დადებითი წვლილი შეიტანოს სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში. თუმცა ამას ბევრი ორგანიზაცია ან ვერ იაზრებს, ანდა უბრალოდ, ერევათ იმ პასუხისმგებლობაში რაც წესით მათ იურიდიულად ისედაც ევალებათ. Read the rest of this entry »

 

დღეს, გარემოს დაცვის დღეა

ეკოფაქტი, ყველას ულოცავს გარემოს დაცვის დღეს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა. დღეს, მსოფლიო გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. წელს მსოფლიოს ქვეყნები ერთიანდებიან პლასტმასის ნარჩენებით დედამიწის დაბინძურების წინააღმდეგ. დღევანდელი მონაცემებით, 2050 წლისთვის ოკეანეებში თევზზე მეტი პლასტმასი იქნება.  Read the rest of this entry »