RSS

Category Archives: გარემო

კინტრიშის დაცული ტერიტორია – ქობულეთიდან ხინოწმიდამდე

ოლიკო ცისკარიშვილი

კინტრიშის დაცულ ტერიტორია, სულ რაღაც ოციოდე კილომეტრზეა განლაგებული კურორტ ქობულეთიდან. მის შემადგენლობაში შედის 1959 წელს დაარსებული კინტრიშის ნაკრძალი და კინტრიშის დაცული ლანდშაფტი, რომელიც 2007 წელს დაარსდა. კინტრიშის დაცული ტერიტორიები აჭარაში, თბილისიდან 360 კილომეტრში, მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში და სოფელ ცხემლოვანსა და ხინოს მთის შუაა მოქცეული. კინტრიშის დაცული ტერიტორიების ქვემო საზღვარი ზღვის დონიდან 250-300 მეტრზე გადის, ხოლო ზედა ალპურ იალაღებს ებჯინება. შავ ზღვას და აჭარა-იმერეთის მთათა სისტემას შორის არის მოქცეული. ეს მთები ზღვის ტენიან ჰაერს აკავებს და კინტრიშის უაღრესად ტენიან ჰავას განსაზღვრავს. მთელი წლის განმავლობაში, თითქმის იმდენივე ნალექი მოდის (3000 მმ), რამდენიც აჭარის ზღვის სანაპიროზე.

Read the rest of this entry »

Advertisements
 

ბუნებასთან ჭიდილი

სალომე მელაია

ბუმბერაზი მთებით გარშემორტყმული დარიალის ხეობა და მრისხანე თერგის ხმამაღალი დინება ულამაზეს სანახაობას ქმნის. სწორედ ამ ხეობაში, 2011 წელს კომპანია „დარიალი ენერჯიმ“ სახელმწიფოსგან მოპოვებული ნებართვით, მდინარე თერგზე მცირე დერივაციული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. ჰესის მშენებლობა, ადგილობრივი გეოგრაფიული ლანდშაფტის გათვალისწინებით და პროექტის დიზაინიდან გამომდინარე, მისი მშენებლობა დამანგრეველი აღმოჩნდა ხეობისთვის. პროექტის განსახორციელებლად მდინარე თერგის მნიშვნელოვან ნაწილზე, კალაპოტში წყლის მხოლოდ და მხოლოდ 10% დატოვეს, დანარჩენი ნაწილი კი დერივაციული მილების, არხებისა და გვირაბების მეშვეობით ჰესისკენ კილომეტრობით მანძილზე გადაისროლეს. ხეობამ რადიკალურად შეიცვალა ლანდშაფტი და დაკარგა ისტორიულად ჩამოყალიბებული კულტურულ-ეთნოგრაფიული ფასეულობა და ტურისტული მნიშვნელობა. Read the rest of this entry »

 

აზიურ ფაროსანას ბრძოლა სახელმწიფომაც გამოუცხადა

მარიამ დარსალია

ბოლო კვირის განმავლობაში, სოციალურ ქსელში ხშირია პოსტები, სადაც მოსახლეობა დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, გურიისა და სამეგრელოს სოფლებში, გავრცელებული მწერების გამო წუხს. ეს მწერები, რომელსაც აზიურ ფაროსანად მოიხსენიებენ, უმეტესად სიმინდსა და თხილს ეტანებიან. Facebook-ის ერთ-ერთი მომხმარებელი, ლადო აფხაზავა, წერს: “მწერმა, სახელად, ფაროსანამ, გურიაში, ლანჩხუთში, ხილი და ბოსტნეული გააფუჭა, ახლა კი საყანე ფართობებს შეესია. ცოტაც და სახლებში დაბუდების პროცესი დაიწყება. ამ მწერებით გაივსება კარადები, თაროები, ფარდებში ეხვევიან და რბილ ავეჯში იდებენ ბუდეს და ირგვლივ საშინელ სუნს ტოვებენ. მართალია, ცეცხლი არ გვიკიდია, მაგრამ დროა რაღაც ღონისძიებებს მივმართოთ“. აზიური ფაროსანა სამეგრელოს სოფელში, აბაშაშიცაა,  შემჩნეული..

Read the rest of this entry »

 

დარიალის ხეობის მოდარაჯეები

სალომე ლომთაძე

სალომე მოისწრაფიშვილი

დარიალის ხეობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არსებული ხევია, რომელიც თავისი უნიკალური სილამაზითა და ისტორიული მნიშვნელობით ყველა მნახველს აღფრთოვანებულს ტოვებს. შეუძლებელია ამ მკაცრმა ბუნებამ არ მონუსხოს გამვლელი, თუმცა ეს გასაკვირი არც არის. Read the rest of this entry »

 

სტეფანწმინდაში ტურიზმი ვითარდება

 თამარ გეგენავა

დაბა სტეფანწმინდას, გერგეტის სამებას მყინვარწვერის სიდიადით, ყოველწლიურად, უფრო და უფრო მეტი ტურისტი ტკბება. ქართველი თუ უცხოეული დამთვალიერებლისთვის ყოველთვის საინტერესოა ამ ულამაზესი მხარის სტუმრობა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, შეუძლებელია გულგრილი დარჩე და არ შეიგრძნო თითოეული ადგილის  სილამაზე, სიკოხტავე და თითქმის გარესამყაროსგან მოწყვეტილი არ ჩაიძირო მათ სამყაროში. Read the rest of this entry »

 

ფოტორეპორტაჟი ბორჯომის ტყის ნახანძრალიდან

ნახანძრალი ბორჯომის ტყე Read the rest of this entry »

 

ყოველი დაგვიანებული დღე ნიშნავს, რომ ბორჯომში აღარ გვექნება ტყე

ოლიკო ცისკარიშვილი

ორიოდე დღის წინ, ბორჯომის ტყის ნახანძრალზე დავაბიჯებდით. გარდაცვლილი ხის მორები საცოდავად ეყარნენ ფერდობებზე… ჩაშავებული ფერდობების ხილვის სიმძიმე სულ ოდნავ, იმან შეამსუბუქა, რომ ერთ-ერთ დანახშირებულ ხის ძირში, დავინახე პაწაწინა მწვანე მცენარეს ამოეყო თავი – ამ პაწაწინა იმედმა 700 გრადუსიანი ჯოჯოხეთური ხანძრის შემდეგ, ისევ შეძლო მზის სინათლის ხილვა. ფერდობებს მიღმა კი ისევ დაფრინავდნენ ვერტმფრენები და ამჯერად წაღვერის ჯოჯოხეთურ ცეცხლს ებრძოდნენ. გუშინ კი, დღის განმავლობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო საქართველოს 1, თურქეთის 2 და აზერბაიჯანის 1 ვერტმფრენი. საჰაერო ტექნიკამ 157 აფრენა განახორციელა და ხანძრის კერებს 345 ტონა წყალი დაასხა.
დილიდან, ხანძრის ადგილზე მომუშავე ცოცხალ ძალას კვლავ შეუერთდება საჰაერო ტექნიკა, რომელიც ნახანძრალ ტერიტორიას, პრევენციის მიზნით, წყლის ჭავლით კიდევ ერთხელ დაამუშავებს Read the rest of this entry »