RSS

Search results for ‘მიწისქვეშა წყლები’

დღეს, წყლის რესურსების საერთაშორისო დღეა

WalaaTi 0006წყლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა 1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში გარემოს დაცვისა და მის განვითარებაზე გაერთიანებული ერების კონფერენციაზე გაჩნდა. ამ დღის აღნიშვნა, კი 1993 წლის 22 მარტიდან დაიწყეს. თითოეულ ქვეყანას მოუწოდებდნენ, რომ წყლის რესურსების დღე აღენიშნათ. ყოველ წელს გაერო ახალ კოორდინტორს ირჩევს, რომელიც პასუხისმგებლია ახალი თემის მომზადებაზე, წყლის დღესთან დაკავშრებით. საერთაშორის წყლის დღის ჩატარების მთავარი მიზნებია:- მივმართოთ შესაბამის ზომებს იმ პრობლემასთან დაკავშირებით რასაც სასმელი წყალი ეწოდება
– მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია, რაოდენ მნიშვნოლოვანია მტკნარი წყლის რესურსები და წყლის რესურსები.
– ამ დღესასწაულისთვის მივიზიდოთ მთავრობა, საერთაშორისო სააგენტოები, არასამთავრობო და კერძო სექტორები.
22 მარტი არის უნიკალური შესაძლებლობა შევახსენოთ საზოგადოებას თუ როგორი მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ წყალს. Read the rest of this entry »

 

წყლის საერთაშორისო დღე

shemodgomiseuli 002წყლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა 1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში გარემოს დაცვისა და მის განვითარებაზე გაერთიანებული ერების კონფერენციაზე გაჩნდა. ამ დღის აღნიშვნა, კი 1993 წლის 22 მარტიდან დაიწყეს. თითოეულ ქვეყანას მოუწოდებდნენ, რომ წყლის რესურსების დღე აღენიშნათ. ყოველ წელს გაერო ახალ კოორდინტორს ირჩევს, რომელიც პასუხისმგებლია ახალი თემის მომზადებაზე, წყლის დღესთან დაკავშრებით. საერთაშორის წყლის დღის ჩატარების მთავარი მიზნებია:- მივმართოთ შესაბამის ზომებს იმ პრობლემასთან დაკავშირებით რასაც სასმელი წყალი ეწოდება
– მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია, რაოდენ მნიშვნოლოვანია მტკნარი წყლის რესურსები და წყლის რესურსები.
– ამ დღესასწაულისთვის მივიზიდოთ მთავრობა, საერთაშორისო სააგენტოები, არასამთავრობო და კერძო სექტორები.
22 მარტი არის უნიკალური შესაძლებლობა შევახსენოთ საზოგადოებას თუ როგორი მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ წყალს.

Read the rest of this entry »

 

დღეს, წყლის რესურსების დაცვის დღეა

wyarostavi004წყლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა 1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში გარემოს დაცვისა და მის განვითარებაზე გაერთიანებული ერების კონფერენციაზე გაჩნდა. ამ დღის აღნიშვნა, კი 1993 წლის 22 მარტიდან დაიწყეს. თითოეულ ქვეყანას მოუწოდებდნენ, რომ წყლის რესურსების დღე აღენიშნათ. ყოველ წელს გაერო ახალ კოორდინტორს ირჩევს, რომელიც პასუხისმგებლია ახალი თემის მომზადებაზე, წყლის დღესთან დაკავშრებით. საერთაშორის წყლის დღის ჩატარების მთავარი მიზნებია:- მივმართოთ შესაბამის ზომებს იმ პრობლემასთან დაკავშირებით რასაც სასმელი წყალი ეწოდება
– მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია, რაოდენ მნიშვნოლოვანია მტკნარი წყლის რესურსები და წყლის რესურსები.
– ამ დღესასწაულისთვის მივიზიდოთ მთავრობა, საერთაშორისო სააგენტოები, არასამთავრობო და კერძო სექტორები.
22 მარტი არის უნიკალური შესაძლებლობა შევახსენოთ საზოგადოებას თუ როგორი მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ წყალს.

წყლის რესურსების მართვა საქართველოში კანონებით “გარემოს დაცვის შესახებ”, “წყლის შესახებ”, “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ”, “საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ”, გარემოს დაცვის სამინისტროს ნორმატიული აქტებით, რეგულირდება. Read the rest of this entry »

 

საქართველოს მიწისქვეშა წყლები

მიწისქვეშა წყლებს დედამიწის მთელი წყლების 2% უკავია. მიწიქვეშ 40-ჯერ მეტი წყალია, ვიდრე დედამიწის ყველა ტბაში, ჭაობში და მდინარეში ერთად აღებული. მიწისქვეშა წყალი დედამიწის ქერქის ზედა ნაწილშია თავმოყრილი, ეს წყლები შეიძლება იყოს მტკნარი და მარილიანი. მიწისქვეშა წყლები ხსნის ქანებში არსებულ ზოგიერთ ნივთიერებას, მაგალითად თაბაშირს, მარილს. ასეთი ქანებით აგებულ ადგილებში მიწისქვეშა წყლის ხანგძლივი მუშაობის შედეგად ჩნდება მიწისქვეშა სიცარიელეები (მღვიმეები).

Read the rest of this entry »

 

საქართველოს წყლის რესურსები

წყლის რესურსების მართვა საქართველოში კანონებით “გარემოს დაცვის შესახებ”, “წყლის შესახებ”, “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ”, “საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ”, გარემოს დაცვის სამინისტროს ნორმატიული აქტებით, რეგულირდება.

Read the rest of this entry »

 
4 Comments

Posted by on 28/04/2012 in გარემო

 

როგორ ვებრძოლოთ კოლიბაქტერიებს…

პროექტი „სასურსათო პროდუქტებს მომხმარებლები აკონტროლებენ“ სტრატეგიული  კვლევებისა და განვითარების ცენტრი 2011 წლის აგვისტოდან ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერითა და  შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება. Bottom of Form პროექტის  ფარგლებში სექტემბრიდან  ამუშავდა სურსათის ცხელი ხაზი –  2194242. მომხმარებელს შეუძლია დარეკოს  მითითებულ ნომერზე და აცნობოს სავაჭრო ქსელში აღმოჩენილი ან შეძენილი უვარგისი, ვადაგასული, საეჭვო ან არასწორად ეტიკეტირებული სასურსათო პროდუქტების შესახებ.

ამ პროექტის ფარგლებში გაკეთდა საიტიც, სადაც მომხმარებელს შეუძლია ბევრ საინტერესო  ინფორმაცია რჩევა თუ გაფრთხილება მიიღოს. ამ ბოლო დროს www.momxmarebeli.ge -ზე  რამდენიმე მასალა განთავსდა, რომ ესა თუ ის პროდუქტი, კოლობაქტერიებს შეიცავდა. ბევრს დაებადა კითხვა რა არის ეს კოლიბაქტერიები.

კოლიბაქტერიების ანუ ნაწლავის ჩხირის ჯგუფი აერთიანებს მიკროორგანიზმების 100-მდე სახეობას, რომლებიც წარმოადგენენ ადამიანის, ცხოველებისა და ფრინველების ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის შემადგენელ ნაწილს. მათ პირობითად პათოგენური მიკროორგანიზმები ეწოდებათ, ვინაიდან მოწამვლა  მხოლოდ გარკვეულ პირობებში ხდება, კერძოდ, როდესაც ნაწლავის ჩხირი საკვებთან ან წყალთან ერთად ადამიანის ორგანიზმში ხვდება.

კოლიბაქტერიების ერთ-ერთი წარმომადგენელი, Escherichia coli (ნაწლავის ჩხირი) ადამიანის ნაწლავებში დაბადებიდან პირველსავე დღეებში ჩნდება და მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება, მართალია, მათი რაოდენობა ნაწლავის საერთო მიკროფლორაში 1% არ აღემატება, მაგრამ ისინი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაში. ნაწლავის ჩხირი შთანთქავს ნაწლავებში არსებულ ჟანგბადს, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ბიფიდო- და ლაქტობაქტერიებზე, გამოიმუშავებს B ჯგუფისა და K ვიტამინებს, მონაწილეობს ქოლესტერინის, ბილირუბინის, ქოლინის, ნაღვლისა და ცხიმოვანი მჟავების ცვლაზე, გავლენას ახდენს რკინისა და კალციუმის შეწოვაზე.

ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმის გარეთ კოლიბაქტერიები ძირითადად ფეკალურ მასებში არსებობენ. ისინი ხასიათდებიან მაღალი გამძლეობით არახელსაყრელი პირობების მიმართ (ყინვა, მჟავე არე), შეუძლიათ დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნონ სიცოცხლისუნარიანობა წყალში, ნიადაგსა და სხვადასხვა საგნებზე. ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები მრავლდებიან, როგორ აერობულ, ასევე ანაერობულ პირობებში, განსაკუთრებით ინტენსიურად ვითარდებიან 37ºC-ზე, მაგრამ მშვენივრად გრძნობენ თავს ოთახის ტემპერატურაზეც. თუმცა ამ ბაქტერიების განადგურება საკმაოდ იოლია: საკმარისია პროდუქტის (წყლის) 15 წუთით 60ºC-ზე გაცხელება.

სასურსათო პროდუქტები კოლიბაქტერიებით შეიძლება დაბინძურდეს: პროდუქტი (ხორცი, რძე, კვერცხი) შეეხო ცხოველის ფეკალურ მასებთან; ფეკალური მასებიდან (მაგალითად, საპირფარეშოდან) დაბინძურდა მიწისქვეშა წყლები (ჭა, წყარო), რომელიც გამოიყენეს სურსათის მოსამზადებლად ან ჭურჭლის ან ტარის გასარეცხად; სურსათის მომზადებაში ან დაფასოებაში მონაწილე პერსონალი არ იცავს პირად ჰიგიენას და სურსათი ბინძურდება მათი ხელებიდან; შენახვისას ან გადაზიდვისას სასურსათო პროდუქტი შეეხო სხვა, დაბინძურებულ სურსათს.

ნაწლავის ჩხირის არსებობა სასურსათო პროდუქტებში განიხილება, როგორც სურსათის წარმოებისა და რეალიზაციის ყველა რგოლის სანიტარული მდგომარეობის განმსაზღვრელი უნივერსალური მიკრობიოლოგიური მაჩვენებელი. ითვლება, რომ მათი არსებობა პროდუქტში მიუთითებს სანიტარულ-ჰიგიენურ დარღვევებზე პროდუქტის წარმოების, გადაზიდვის ან რეალიზაციისას. საგულისხმოა, რომ კოლიბაქტერიები ე.წ. ინდიკატორებად არის მიჩნეული – მათი აღმოჩენა პროდუქტში აგრეთვე სხვა ფეკალური მიკრობების, ვირუსების, პარაზიტების არსებობის შესაძლებლობაზე მიუთითებს.

თუ ტემპერატურული პირობები ხელს უწყობს, საკვებ პროდუქტში მოხვედრისას   კოლიბაქტერიები ძალიან სწრაფად მრავლდება. კოლიბაქტერიების ინტენსიური გამრავლებისას პროდუქტის სუნი და გემო მკვეთრ უარესდება. გარდა ამისა, პროდუქტში გროვდება ბაქტერიის მიერ გამომუშავებული ტოქსინი, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე დამუშავების შემდეგაც კი შეიძლება მომწამვლელი იყოს ადამიანისთვის.

კოლიბაქტერიებით ან მათ მიერ გამომუშავებული ტოქსინებით დაბინძურებული საკვების ან წყლის მოხმარებამ შეიძლება სხვადასხვა დაავადებები გამოიწვიოს _ ნაწლავური ინფექციები, შარდსადენი გზებისა და სასქესო ორგანოების დაზიანება, ბაქტერიები, მენინგიტი და სხვა. შესაბამისად, ნაწლავის ჩხირით გამოწვეული მოწამვლა შესაძლებელია ხასიათდებოდეს სხვადასხვა სიმპტომებით – გულისრევით, მუცლის ტკივილით, ტემპერატურის აწევით, სისუსტით ან უმადობით. მძიმე შემთხვევების დროს შესაძლებელია განვითარდეს სეფსისიც.

როგორ შეიძლება კოლობაქტერიებთან ბრძოლა?

სახლის პირობებში კოლიბაქტერიების მოშორება პროდუქტიდან შეიძლება მისი ინტენსიური და საგულდაგულო გარეცხვით (თუ კოლიბაქტერიები პროდუქტის ზედაპირზეა) ან თერმული დამუშავებით (მოხარშვით, შეწვით). თუმცა, ვიმეორებთ, თერმული დამუშავებით პროდუქტს არ შორდება კოლიბაქტერიების მიერ გამომუშავებული ტოქსინები. ამიტომ, თუკი ეჭვი გაქვთ, რომ კოლიბაქტერიებით პროდუქტი არა მხოლოდ დაბინძურდა, არამედ ისინი მასში გამრავლდნენ კიდეც (მაგალითად, თუკი დაბინძურებული პროდუქტი დიდხანს იდო სითბოში) _ მოერიდეთ ასეთი პროდუქტის მოხმარებას.

 

 

საქართველოში წყლის რესურსების დეგრადაცია

საქართველოში წყლის რესურსების დეგრადაცია
წყლის რესურსებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მოსახლეობისათვის ხელსაყრელი საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის, ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირებისა და გარემოს შენარჩუნებაში. მოსახლეობის,  მრეწველობის, ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის წყლით უზრუნველყოფა ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა ქვეყნების ნორმალური ფუნქციობისათვის.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შექმნილია მტკნარი წყლის საერთო დეფიციტი, ამის მიზეზებია –  წყლის  ობიექტების არასაკმარისად გაწმენდილი ჩამდინარე წყლებით და სამრეწველო ნარჩენებით დაბინძურება, ბუნებრივი წყალშემკრები ფართობების შემცირება, ტყის მასივების განადგურება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის არასწორი მეთოდებით წარმოება. 1975 წლიდან 1990 წლამდე ევროპაში სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მოცულობამ საგრძნობლად იმატა და შეადგინა წელიწადში 300 კგ-დან (იტალიაში) 500 კგ-მდე (ფინეთი) ერთ სულ მოსახლეზე.
წყლის ეკოლოგიური სისტემების მუდმივი დეგრადაციის ერთ-ერთ მიზეზს წარმოებისა და მოხმარების არსებული სტრუქტურების და მეორეს მხრივ წყლის რესურსების გამოყენებისადმი წაყენებული მოთხოვნების შეუსაბამობა წარმოადგენს. ასეთი მდგომარეობაა პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, მათ შორის ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში.
ბუნებრივი წყლების დაბინძურების წყაროებია: ატმოსფერული ნალექები, რომლებიც ჰაერიდან ჩამორეცხილ, სამრეწველო წარმოშობის პოლუტანტებს შეიცავენ; სამრეწველო ჩამდინარე წყლებს, რომლებიც შეიცავენ შავი მეტალურგიის, ქიმიური, ხე-ტყის ქიმიური, ნავთობმრეწველობის ნარჩენებს; ქალაქის ჩამდინარე წყლებს, რომლებიც შეიცავენ საყოფაცხოვრებო ჩანადენს, სხვა დამაბინძურებლებს.
ბუნებრივი წყლების დაბინძურების პროცესში განსაკუთრებული ყურდღება ეთმობა ნავთობით, მძიმე ლითონებით, რთული ორგანული ნივთიერებებით (პესტიციდები, დეტერგენტები და სხვა) და ბიოგენური ნივთიერებებით (ფოსფატები, ნიტრატები) დაბინძურებას.
ნავთობპროდუქტები საკმაოდ სერიოზულ გავლენას ახდენენ წყლის გარემოსა და მის ბინადრებზე. სპეციალისტთა განცხადებით, მსოფლიო ოკეანის წყლებში ნავთობპროდუქტების ყოველწლიურმა მოხვედრამ, ამჟამად 10 მლნ ტონას მიაღწია. წყლის ობიექტთა დაბინძურების წყაროს წარმოადგენს თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაც, რის შედეგადაც წყლის გარემოში ხვდება მნიშვნელოვანი რაოდენობის პესტიციდები.
ბუნებრივი გარემოს დაბინძურების შედეგად, ადამიანის მიერ მოხმარებულ წყალში შეიძლება მოხვდეს, როგორც შხამქიმიკატების (პესტიციდების), ისე სასუქის სახით გამოყენებული ორგანული ნაერთების უდიდესი რაოდენობა. მაგალითად, წყალსადენის წყალში, რომელსაც იყენებს აშშ-ს მოსახლეობა, აღმოჩენილია 50-მდე სხვადასხვა პესტიციდი. გრუნტის წყლების აღნიშნული დაბინძურება სინთეტური ნივთიერებებით, რომელთა შორის კანცეროგენების სახით 23 ორგანული ნაერთი და 5 ლითონია ნაგავსაყრელებზე, ტბორ-დამგროვებლებსა და შთანმთქავ ჭაბურღილებში სამრეწველო ნარჩენების ხანგრძლივი შენახვის შედეგი.
მდინარის, ზღვების წყლებში ტოქსიკური ნივთიერებების მოხვედრამ შეიძლება მიგვიყვანოს იქთიოფაუნის მასობრივ მოწამვლამდე, კვებითი ჯაჭვებით კი სხვა ორგანიზმების მოწამვლამდეც. 1965 წელს რეგისტრირებულია თევზების მასობრივი დაღუპვა ქ. სქევენინგენთან (ნიდერლანდები) სპილენძით მოწამვლის გამო; 1969 წელს თევზების მოწამვლა მდ. რაინში (გფრ) დაკავშირებული იყო მის წყალში ქლორირებული პესტიციდების მოხვედრასთან.
წყალსატევების სამრეწველო დაბინძურებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მძიმე ლითონებს, რომელთაგან ყველაზე ტოქსიკურს მიეკუთვნება კადმიუმი, სპილენძი და ვერცხლისწყალი. მძიმე ლითონებით დაბინძურების მასშტაბების შესახებ შეიძლება ვიმსჯელოთ მონაცემებიდან, რომლებიც ახასიათებენ მსოფლიო წლიურ წარმოებას; თუმცა, უნდა გასათვალისწინებელია სხვა წყაროებიც. მაგალითად, 1.5-2 ათასი ტ ვერცხლისწყალი ყოველწლიურად ხვდება ბიოსფეროში მინერალებისა და მადნების გადამუშავებისას, 0.1-8 ათასი ტ – საწვავის წვისას; ნახშირის წვისას ბიოსფეროში ყოველწლიურად ხვდება დაახლოებით 3.5 ათასი ტ ტყვია, 566 ათასი ტ – გამოფიტვის შედეგად და 110 ათასი ტ გამოაქვთ მდინარეებს.
გარემოში ლითონები, მათ შორის მაღალტოქსიკურნი, ყველაზე ხშირად ხვდებიან წყალსატევებში სამრეწველო ნარჩენების ჩაშვების შედეგად ჩამდინარე წყლებთან ერთად, რომლებსაც ეფექტური გაწმენდა არ გაუვლიათ.

This slideshow requires JavaScript.


გრენლანდიაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დაახლოებით XVIII ს-ის შუა პერიოდში წარმოქმნილ ყინულში ტყვიის შემცველობა აღმოჩნდა 25-ჯერ უფრო მაღალი, ვიდრე ყინულში, რომლის წარმოქმნა დათარიღებული იყო ჩვ. წ. აღ-მდე VIII საუკუნით. 1750 წლიდან ტყვიის დაგროვება გრენლანდიის მყინვარებში მუდმივად იზრდებოდა. XX საუკუნის 40-იანი წლებიდან ეს პროცესი გაძლიერდა და დღემდე გრძელდება.
ქრონიკული მოწამვლების დროს ტყვიის ზემოქმედების მთავარ სამიზნეს წარმოადგენს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემა (ტყვიით გამოწვეული ენცეფალოპათია: თავის ტკივილის განვითარება, ძილის, მეხსიერების დარღვევა, ტრემორის, ჰალუცინაციების განვითარება და ა.შ.). ტყვიით მოწამვლის სხვადასხვა ვარიანტებისას დამახასიათებელია თირკმლების, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაზიანება.
ვერცხლისწყალი და მისი ნაერთები ზოგადი ტოქსიკური მოქმედების ნივთიერებებს მიეკუთვნებიან, რომლებიც ადამიანებში იწვევენ ლეტალურ გამოსავალს, ორგანიზმში ხვდებიან სასმელ წყალთან ერთად, დღე-ღამეში 75-300 მგ რაოდენობით. ყველაზე ტოქსიკურია ორქლოროვანი ცერცხლისწყალი (სულემა), რომლის ერთჯერადი ლეტალური დოზა ადამიანისათვის 0.2-0.5 გ შეადგენს. ვერცხლისწყალი ხასიათდება მაღალი ნეფროტოქსიკურობით, რომელიც იწვევს სწრაფად განვითარებულ თირკმლის უკმარისობას. წყალში ხსნადი მარილების სახით ვერცხლისწყალი დამღუპველ გავლენას ახდენს თევზებსა და წყლის სხვა ორგანიზმებზე 0.006-0.01 მგ/ლ და მეტი კონცენტრაციით.
ვერცხლისწყლით, მოწამვლის დროს, მკვეთრადაა გამოხატული ნერვული სისტემის დაზიანებათა სიმპტომები (დამბლა, მხედველობისა და სმენის მოშლილობა).
ლითონური ვერცხლისწყლით, მისი მარილებითა და ორგანული კომპლექსებით ბიოსფეროს დაბინძურებას შორს მიმავალ არასასურველ ეკოლოგიურ, სანიტარულ-ჰიგიენურ და კლინიკურ-ტოქსიკოლოგიურ შედეგებამდე მივყავართ. ცნობილი მინამატას ყურის (იაპონია) სანაპიროს მოსახლეობის მასობრივი მოწამვლა 1953 წ. ვერცხლისწყლით დაბინძურებული თევზისა და ზღვის სხვა პროდუქტების გამოყენების შედეგად. დაბინძურების წყაროდ იქცა ქიმიური ფაბრიკა, სადაც ვერცხლისწყალი გამოიყენებოდა კატალიზატორის სახით პოლივინილქლორიდის მიღებისას. ამ კატასტროფამ მიიღო მინამატის კატასტროფის სახელწოდება, ხოლო ვერცხლისწყლით მოწამვლამ კი შესაბამისად – მინამატის დაავადებისა. მოცემულ რეგიონში მინამატის დაავადებისაგან დაიღუპა 200-ზე მეტი ადამიანი და მრავალმა ათასმა მძიმე დაზიანებები მიიღო.
სასმელი წყალი შეიძლება დაბინძურებული იყოს ტოქსინებითაც, წყლის დაბინძურება ხდება ტოქსინების გამომყოფ წყალმცენარეთა მასობრივი განვითარების შედეგად იმ წყალსატევებში, სადაც სასმელი წყლის აღება წარმოებს.

საქართველო, როგორც ზედაპირული, ისე მიწისქვეშა (მათ შორის თერმული და სამკურნალო მინერალური) წყლის რესურსებითაა მდიდარი. ზედაპირული წყლები წარმოდგენილია შავი და კასპიის ზღვის აუზების მდინარეებით, ბუნებრივი და ხელოვნური ტბებითა და წყალსაცავებით.
მოსახლეობა წყლის რესურსებს საყოფაცხოვრებო და  სამეურნეო დანიშნულებით იყენებს. შესაბამისად, წყლების დაბინძურების წყაროებიც მოსახლეობის საყოფაცხოვრებო და სამეურნეო საქმიანობასთანაა დაკავშირებული.
დაბინძურების წყაროებია: კომუნალური კანალიზაცია, საწარმოო და სამედიცინო დაწესებულებების ჩამდინარე წყლები, სასოფლო-სამეურნეო ფართობებიდან და საყოფაცხოვრებო პოლიგონებიდან (ნაგავსაყრელებიდან) ჩამონადენები.
საქართველოში ყველაზე მეტად დაბინძურებული არიან მდინარეები. კომუნალური კანალიზაციით დაბინძურება მტკვრის აუზში გვხვდება: მდ. მტკვარი ქ. გორის, ბორჯომის, თბილისის, რუსთავის ქვემოთ; მდ. ვერე ქ. თბილისის ფარგლებში; მდ. ალაზანი ქ. თელავის ქვემოთ; მდ. ალგეთი ქ. მარნეულის ქვემოთ; მდ. სურამულა ქ. ხაშურის ქვემოთ; კომუნალური კანალიზაციით დაბინძურება შავი ზღვის აუზში კი: მდ. რიონი ქ. ქუთაისის ქვემოთ და ქ. ფოთის ფარგლებში; შავი ზღვის წყლები აჭარასა და აფხაზეთში.
კანალიზაციის ცენტრალიზებული სისტემები საქართველოს 45 ქალაქშია აშენებულია, მაგრამ ისინი არ აკმაყოფილებენ ტექნიკურ მდგომარეობას. კომუნალური გამწმენდი ნაგებობები აშენებულია 33 ქალაქში, საერთო საპროექტო სიმძლავრით 1640,2 ათასი მ3./დღ. ბიოლოგიური ტიპის გამწმენდი ნაგებობები აშენებულია 26 ქალაქში, საერთო საპროექტო სიმძლავრით 1476,6 ათასი მ3/დღ. ძირითადად გამწმენდი ნაგებობები აშენებული იყო 1972-1986 წლებში. დღეისათვის ვერც ერთი გამწმენდი ნაგებობა ვერ უზრუნველყოფს ბიოლოგიურ გაწმენდას. მექანიკური საფეხურები მუშაობენ თბილისი-რუსთავის, ქუთაისის, ტყიბულის, გორის და ბათუმის გამწმენდ ნაგებობებზე, ზოგიერთი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა კი არ არის დამთავრებული.
სამრეწველო საწარმოები ძირითადი წყაროებია, საიდანაც წყლის რესურსების დაბინძურება სპეციფიკური ნივთიერებებით (ნავთობპროდუქტები, ფენოლი, მძიმე ლითონები) ხდება. მაგალითად, მტკვრის აუზში. მდ. მტკვარი ბინძურდება მსხვილი სამრეწველო ცენტრების, თბილისისა და რუსთავის ფარგლებში ნათობპროდუქტებით, მძიმე ლითონების იონებით, ფენოლით; მდ. მაშავერა ბინძურდება თუთიისა და სპილენძის იონებით; მდ. კაზრეთულა ბინძურდება ციანიდებით ოქროს მომპოვებელი საბადოების საწარმოებიდან. შავი ზღვის აუზში კი ხვდებიან: მდ. ყვირილა ნავთობპროდუქტებით და მანგანუმის იონებით დაბინძურებული; მდ. რიონი და მისი შენაკადი ოღსკურა ქ. ქუთაისისQქვემოთ ბინძურდებიან ნავთობპროდუქტებით, თუთიისა და სპილენძის იონებით; მდ. ტყიბულა ქ. ტყიბულის ქვემოთ ბინძურდება შეწონილი ნაწილაკებით, რაც ქვანახშირის მოპოვებასთანაა დაკავშირებული; მდ. ლუხუმი (ამბროლაურის რაიონი) ბინძურდება დარიშხანის იონებით (სამთოქიმია); მდ. კუბისწყალი და შავი ზღვის სანაპირო ზოლი ქ. ბათუმთან ბინძურდება ნავთობპოდუქტებით;  შავი ზღვის სანაპირო ზოლი ფოთიდან სარფის მიმართულებით ბინძურდება ნავთობპროდუქტებით (ნავსადგურები, საზღვაო კატერები, საზღვაო-სანაპირო სპორტული და გასართობი ტრანსპორტი, ავტომაგისტრალები), გაუმართავი საკანალიზაციო სისტემებით და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, რასაც არამდგრადი ტურისტული ინდუსტრია აძლიერებს.
საქართველოსათვის დიდი პრობლემაა სამკურნალო დაწესებულებების, ინფექციური და ტუბერკულიოზის საავადმყოფოების ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების უქონლობა. მაგალითად: მდ. ქვაბლიანი და მისი შენაკადი ოცხე აბასთუმნის ქვემოთ; მდ. მტკვარი და მისი შენაკადები ბორჯომულა და გუჯარეთის წყალი ბორჯომის რაიონში; მდ. მტკვარი და მისი შენაკადი ქსანი მცხეთის რაიონში; მდ. ვერე ქ. თბილისის ფარგლებში.
ქვეყნის წყლის რესურსებზე სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს სოფლის მეურნეობა და მინერალური სასუქების გამოყენება. ზედაპირული წყლები დაბინძურებულია სასუქებით და პესტიციდების ნარჩენებით. არ არსებობს ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, რა დატვირთვაა წყალსატევებზე სასოფლო-სამეურნეო წარმოების შედეგად. მრავალ რეგიონში გამოვლენილია პესტიციდები და ქიმიკატები, რომლებიც ხმარებიდანაა ამოღებული. არ არის უზრუნველყოფილი ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების დაცვა დაბინძურებისაგან და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა წყლების დაბინძურებისაგან.
წყალსატევების ერთ-ერთი პოტენციური დამაბინძურებელია მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმებიდან გაუწმენდავი ჩამდინარე წყლები. როგორც ძველი, ასევე ახლად შექმნილი ფერმები არ არიან აღჭურვილი ეფექტური გამწმენდი ნაგებობებით და ნაკელის შეკრებისა და უტილიზაციის სისტემებით.
დაბინძურების კიდევ ერთი წყაროა სამელიორაციო სისტემები., რომლებიც არ არიან აღჭურვილნი საკოლექტორო-სადრენაჟო ქსელებით. რის გამოც ხდება წყლის რესურსების დაბინძურება მინერალური სასუქებითა და პესტიციდებით.
წყლის რესურსების დაბინძურების ერთ-ერთ წყაროს ქალაქების ნაგავსაყრელები და პოლიგონები წარმოადგენენ; როგორც წესი ისინი არ არიან აღჭურვილნი მიწისქვეშა წყლების დაბინძურების თავიდან აცილების საშუალებებით. ბევრი უშუალოდ მდინარეების ნაპირებზეა განლაგებულია. საქართველოს ტერიტორიაზე მრავლადაა არალეგალური ნაგავსაყრელები. ხშირად სამრეწველო ნარჩენები თავსდება საყოფაცხოვრებო ნაგავსაყრელებზე და პოლიგონებზე, საიდანაც საბოლოო ჯამში დამაბინძურებელი ნივთიერებები ჩანადენი წყლების მეშვეობით, მდინარეებსა და წყალსატევებში ხვდებიან.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (ჭHO) მონაცემებით საერთო დაავადებების 5,7% უხარისხო წყლით არის გამოწვეული.  ამავე ორგანიზაციის მონაცემებით ევროპის რეგიონში, 120 მილიონ ადამიანს რეგულარულად არ მიეწოდება სუფთა სასმელი წყალი და უფრო მეტი რაოდენობასათვის არ არის ხელმისაწვდომი ჰიგიენური ნორმების დაცვა. წყალთან დაკავშირებული დაავადებების გამოვლენას ადგილი უპირატესად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში აქვს. ყოველწლიურად 5-წლამდე ასაკის 10 000-მდე ბავშვი იღუპება ფაღარათისაგან. ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ყოველწლიურად კუჭნაწლავის დაავადებების ორ მილიონზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება საბანაო წყლის დაბინძურების გამო. დადგენილია, რომ ყოველწლიურად, წყალით გამოწვეული დაავადებების 30 მილიონზე მეტი შემთხვევის თავიდან აცილება შეიძლება ევროპის რეგიონში წყლის რესურსებისა და ჰიგიენის სწორი მართვით.
 საქართველოს რეგიონებში წყლის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების რეალური აღრიცხვა ვერ ხერხდებოდა. ბოლო წლების სტატისტიკურ მონაცემებსაც ეპიზოდური ხასიათი აქვს. ამის მაგალითია ქ. ჭიათურის სანეპიდსადგურიდან მიღებული წყლის სინჯების ანალიზების მონაცემები, რომლებიც 1999-2004 წლებში გაკეთდა როგორც ცენტრალური წყალსადენის, ასევეე ჭისა და მდინარის წყლებზე. სასმელ წყალში ადგილი ჰქონდა ნიტრატების მომატებას, ხოლო მდინარის წყალი დიდი რაოდენობით შეიცავდა მანგანუმის შეწონილ ნაწილაკებს. ჰაერის მტვერის საშუალო წლიური რაოდენობა 2000 წელს 16,645 მგ/მ.კუბ-ს შეადგენდა, ხოლო 2004 წელს 89,3 მგ/მ.კუბ-ს და მტვრის შემადგენლობაში მანგანუმის რაოდენობა წლების მიხედვით იზრდებოდა 0,5 მგ./მ.კუბ-დან 2,82 მგ/მ.კუბ-მდე. ადგილობრივი საავადმყოფოებისა და პოლიკლინიკების მონაცემებით, წინა წლებთან შედარებით, საგრძნობლად გაზრდილია ბავშვთა სხვადასხვა დაავადებების სიხშირეები, მათ შორის სასუნთქი გზების დაავადებები. მდინარეების დაბინძურების ასეთი მაღალი ხარისხი ქ. ჭიათურასა და მახლობელ რეგიონებში გამოწვეულია მანგანუმის ღია სატვირთო მანქანებით არაკონტროლირებად ტრანსპორტირებასთან და მადნის მომპოვებელი ფირმების მიერ გარემოს უსაფრთხოების ნორმების სრულ იგნორირებასთან.
ცნობილია, რომ სასმელ წყალში ნიტრატების მაღალი კონცენტრაცია მეტჰემოგლობინანემიას იწვევს. ეს სინდრომი ისტორიულად ენდემურია უნგრეთისათვის, ისევე, როგორც ჩიყვის სინდრომი ენდემურია საქართველოში სვანეთში, იმ განსხვავებით რომ სვანეთში სასმელ წყალში იოდის ნაკლებობას აქვს ადგილი და არა მაღალ კონცენტრაციას. იოდის დეფიციტი წყალში კი ჩიყვის გამოვლენის მიზეზია.
 ტყვიის მაღალი კონცენტრაცია წყალში უარყოფითად მოქმედებს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემების მუშაობაზე, მუსკულატურის ტონუსზე და ხშირად ენცეფალოპათიის მიზეზიც ხდება, განსაკუთრებით ბავშვებში.
 საქართველოში ტოქსიკური მდგრადი ორგანული ნივთიერებების სამარხები საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილია მრავალ ადგილას. ერთ-ერთი ასეთი ტერიტორიაა ხაშურის მახლობლად, რომელიც სწორედ, წყლების საშუალებით გავრცელების შემთხვევაში, ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.  
სასმელი წყლის ხარისხობრივი მართვისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს წყლის გამწმენდი ახალი ტექნოლოგიების გამოყენებასა და ხარისხობრივი სტანდარტების დაცვას.
დღეისათვის საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი არის უზრუნველყოფილი უსაფრთხო წყლის შეუწყვეტელი მომარაგებით. სოფლად მდგომარეობა უფრო უარესია, ვიდრე ქალაქებში.
 2005 წელს ბუნებრივი წყლის ობიექტებიდან მთლიანად აღებული იყო 48785.674 მლნ.მ3. წყალი, მათ შორის მიწისქვეშა წყლის ობიექტებიდან 548.888 მლნ.მ3. წლის განმავლობაში გამოყენებული იყო 48374,14 მლნ.მ3, მათ შორის სასმელ-სამეურნეო საჭიროებისათვის – 358.031 მლნ.მ3., საწარმოო საჭიროებისათვის _ 208.256 მლნ.მ3., სარწყავად _ 86.742 მლნ.მ3., სასოფლო-სამეურნეო წყალმომარაგებისათვის _ 18.817 მლნ.მ3., ხოლო ელექტროენერგიის წარმოებისათვის _ 47702,294 მლნ.მ3.
სულ ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვებულია 47732,165 მლნ.მ3 ჩამდინარე წყალი, მათ შორის დაბინძურებული (გაწმენდის გარეშე)  – 517.481 მლნ.მ3, ნორმატიულად სუფთა – 47205,8 მლნ.მ3, ნორმატიულად გაწმენდილი – 8,874 მლნ.მ3.
ჩამდინარე წყლებთან ერთად, საქართველოს ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვებული იყო 6,9 ათასი ტონა ორგანული ნივთიერებები (მათ შორის მდ. მტკვრის აუზში – 3,6 ათასი ტონა, შავი ზღვის აუზში – 3,3 ათასი ტონა), 200 ტონა ნავთობპროდუქტები (მათ შორის მდ. მტკვრის აუზში – 2 ტონა, შავი ზღვის აუზში – 180 ტონა), 18 ათასი ტონა შეწონილი ნაწილაკები (მათ შორის მდ. მტკვრის აუზში – 8 ათასი ტონა, შავი ზღვის აუზში – 10 ათასი ტონა), 96 ტონა ამონიუმის აზოტი (მათ შორის მდ. მტკვრის აუზში – 74 ტონა, შავი ზღვის აუზში – 22 ტონა.

დაბინძურებული ჩამდინარე წყლების ჩაშვება ასე ნაწილდება: წყალმომარაგება-კანალიზაციის სექტორი – 344,1 მლნ.მ3/წელ. (67%); თბოენერგეტიკა – 163,8 მლნ.მ3/წელ. (31%); მრეწველობა – 9,6 მლნ.მ3/წელ. (2%)
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალისტების შეფასებით, ძირითადი (პირველ რიგში გასაკეთებელი) ლოკალური გამწმენდი ნაგებობების მშენებლებოსათვის საჭიროა 1337 ათასი აშშ დოლარი.
ზედაპირული წყლების დაბინძურება სამრეწველო ობიექტების მიერ კი ასეთია:
2006 წლის მონაცემებით, სს “ენერჯი ინვესტი” მიერ ჩაშვებული ჩამდინარე წყლის ხარჯი 1978,6 ათას მ3/წ შეადგენს. ჩამდინარე წყლები მიერთებულია ქ. თბილისი-რუსთავის რეგიონულ გამწმენდ ნაგებობასთან, სადაც ხდება ამ წყლების (ქ. თბილისისა და რუსთავის საკანალიზაციო წყლებთან ერთად) პირველადი მექანიკური გაწმენდა. შემდეგ წყალი მდ. მტკვარში ჩაედინება.
ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერება – ამიაკი. საწარმოს არ გააჩნია ლოკალური გამწმენდი ნაგებობები. ამიაკის კონცენტრაცია ჩამდინარე წყალში დადგენილ ნორმას აღემატება.
სს “რუსთავის მეტალურგიული ქარხანიდან” ჩამდინარე წყლების ხარჯი შეადგენს 184,3 ათას მ3/წ. ჩამდინარე წყალი მიერთებულია ქ. რუსთავის საკანალიზაციო ქსელთან, რომლის მეშვეობით მიეწოდება ქ. თბილისი-რუსთავის რეგიონულ გამწმენდ ნაგებობას (გაწმენდის შემდეგ – მდ. მტკვარში). ინფორმაცია ჩამდინარე წყლების შემადგენლობაზე არ არსებობს. საექსპერტო შეფასებით, ჩამდინარე წყალი უნდა შეიცავდეს შეწონილ ნაწილაკებს (მექანიკური დაბინძურება), რკინის იონებს, ფენოლებს.
2006 წელს სს “თბილსრესი” საწარმოს მიერ მდ. მტკვარში ჩაშვებულია გაწმენდის გარეშე 270573 ათასი მ3/წ. საწარმოო და სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყალი. ამ წყალთან ერთად ჩაშვებულია 208 ტ ორგანული ნივთიერებები, 3 ტ ნავთობპროდუქტები, 5 ტ შეწონილი ნაწილაკები.
2006 წელს შპს “მტკვარი-ენერგეტიკა” საწარმოს მიერ უშუალოდ მდ. მტკვარში ჩაშვებულია 309 ათასი მ3 საწარმოო და სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყალი გაწმენდის გარეშე. ამ წყალთან ერთად მდინარეში ჩაშვებულია 0,8 ტ ორგანული ნივთიერებები, 0,04 ტ ნავთობპროდუქტები, 15 ტ შეწონილი ნაწილაკები.
2006 წელს სს “თბილავიამშენის” საწარმოს მიერ ჩაშვებულია მდ. მტკვარში 534 ათასი მ3 ჩამდინარე წყალი გაწმენდის გარეშე. ამ წყალთან ერთად მდინარეში ჩაშვებულია 1 ტ ორგანული ნივთიერებები, 6,4 ტ შეწონილი ნაწილაკები.
სს “მადნეული” განლაგებულია ბოლნისის რაიონში სოფ. კაზრეთში.
საწარმოს პროდუქცია: სპილენძის კონცენტრატი. 
პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია წყლის გამოყენების ჩაკეტილი ციკლი, მაგრამ ტექნოლოგიური პროცესების დარღვევის შედეგად, სხვადასხვა ნაგებობებიდან მჟავე კარიერული წყლების მუდმივი გაჟონვით ბინძურდება რეგიონის ბუნებრივი წყლის რესურსები (მდინარეები კაზრეთულა და მაშავერა). აგრეთვე საფრთხეს წარმოადგენს შესაძლო ავარიული ჩაშვებები.
კარიერიდან მომდინარე ნაჟურ წყალში პH ხშირად მერყეობს 2.5-3.5 სიდიდის ფარგლებში. შესაბამისად, მასში სპილენძის შემცველობა დაფიქსირებულია 25-56 მგ/ლ-ის ფარგლებში, რაც 25-56-ჯერ აღემატება მდინარეებისთვის დადგენილ ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას.
ბათუმის საგზაო-სავაჭრო ნავსადგური  (ქ. ბათუმი).
ძირითად პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ყველა ნავსადგომის ტექნიკური აღჭურვილობა და დამხმარე საინჟინრო ინფრასტრუქტურა გათვალისწინებულია მშრალი ტვირთების მიღებისათვის. მიუხედავად ამისა, პერიოდულად ადგილი აქვს იქ თხევადი ტვირთების (ზეთები, გუდრონი და ა.შ.) მიღება-დამუშავებას, რაც გარემოსდაცვითი შეფასებით კატეგორიულად დაუშვებელია. ნავსადგომებზე მოწყობილი წვიმმიმღებებიდან მილები გაყვანილია უშუალოდ ზღვაში. თხევადი ტვირთის ავარიული დაღვრის შემთხვევაში შეუძლებელია აღნიშნული წვიმმიმღები ტრაპების/ჭების ბლოკირება, ისევე როგორც ნავმისადგომების ზედაპირზე არსებული სხვა დაზიანებული და ჩანგრეული ადგილებისა, საიდანაც დაღვრილი სითხე აგრეთვე მოხვდება პირდაპირ ზღვაში.
ბათუმის შპს “ბათუმი ოილ ტერმინალის” ზონაში 3 ძირითადი მდინარეა, რომელიც ჩრდილო-დასავლეთით შავი ზღვის მიმართულებით მიედინება. მდ. ყოროლისწყალი მიედინება კაპრეშუმის მონაკვეთის სამხრეთით; მდ. კუბისწყალი გაზის ტერმინალის სამხრეთით, ბარცხანის ჩრდილოეთით, სამების გავლით; მდ. ბარცხანა მიედინება ძირითადი მონაკვეთისა და `ხოლოდნაია სლობოდას~ ჩრდილოეთით.
2006 წლის მონაცემებით, ამ მდინარეებში და უშუალოდ შავ ზღვაში ჩაშვებულია 2758 ათასი მ3 ჩამდინარე წყალი. ამ წყალთან ერთად ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვებულია 39 ტ ორგანული ნივთიერებები, 14,6 ტ ნავთობპროდუქტები, 37 ტ შეწონილი ნაწილაკები.
ამ სამი მდინარიდან ნავთობპროდუქტებით ნაკლებად არის დაბინძურებული მდ. ყოროლისწყალი, რომელშიც ნავთბპროდუქტების შემცველობა მერყეობს 0,3-0,6 ზდკ-ს ფარგლებში, ხოლო მდ. ბარცხანასა და მდ. კუბისწყალში ნავთობპროდუქტების შემცველობა მერყეობს 0,6-6,0 და 0,8-7,3 ზდკ-ს ფარგლებში, რაც მიგვითითებს იმაზე, რომ ეს მდინარეები მეტად დაბინძურებული არიან(ვინაიდან მდ.ბარცხანა და მდ.კუბის წყალი გაივლის ტერმინალის თითქმის ყველა ზონას).
უნდა აღინიშნოს, რომ მდინარე ბარცხანის ფონური დაბინძურება ნავთობპროდუქტებით საკმაოდ მაღალია, ხოლო 2 წერტილში აღებულ სინჯში 1.1 ზდკ გამოწვეულია შპს “ბათუმის ნავთობაზის” მიერ დაკავებული ტერიტორიების ისტორიული დაბინძურებით.
ჩატარებულმა ანალიზებმა აჩვენა, რომ წყლის ყველა ობიექტში გახსნილი ჟანგბადის რაოდენობა ნორმის ფარგლებში იყო, გამონაკლისს წარმოადგენდა მდ. ყვირილა, სადაც ივნისში ქ. ზესტაფონის ზემოთ და ქ. ზესტაფონის ქვემოთ განლაგებულ კვეთებში გახსნილი ჟანგბადის რაოდენობა დაეცა 4,53 მგ/ლ და 3,51 მგ/ლ-მდე შესაბამისად. ამონიუმის აზოტის საშუალო კონცენტრაცია მერყეობდა 2-10 ზდკ-ს ფარგლებში.
2005 წელს დასავლეთ საქართველოში აღინიშნა ამონიუმის აზოტით მაღალი დაბინძურების 5 შემთხვევა: აქედან 3 შემთხვევა – პალიასტომის ტბაზე და 2 შემთხვევა – მდ. ყვირილას წყალში. 29 ივნისს მდ. ყვირილას წყალში ქ. ზესტაფონის ზემოთ მდებარე და ქ. ზესტაფონის ქვემოთ მდებარე კვეთებში ამონიუმის აზოტმა მიაღწია 4,80 მგ/ლ (12,3 ზდკ) და 4,98 მგ/ლ (12,88 ზდკ)-ს შესაბამისად. 12 აგვისტოს პალიასტომის ტბის II კვეთის I ვერტიკალსა და III კვეთის I ვერტიკალში ამონიუმის აზოტის შემცველობამ შეადგინა 4,04 მგ/ლ (10,4 ზდკ) და 4,11 მგ/ლ (10,5 ზდკ) შესაბამისად, ხოლო 17 ნოემბერს პალიასტომის ტბის II კვეთის II ვერტიკალში – 4,38 მგ/ლ (11,2 ზდკ).
აღმოსავლეთ საქართველოში ამონიუმის აზოტით ყველაზე უფრო დაბინძურებული იყო მდ.ვერე. აქ ამონიუმის აზოტის მაქსიმალურმა კონცენტრაციამ მიაღწია 3,5 მგ/ლ (9 ზდკ)-ს.
ნიტრიტის აზოტით დაბინძურება დამახასიათებელი იყო საქართველოს მდინარეებისათვის. 2005 წელს აღინიშნა მაღალი დაბინძურების 5 შემთხვევა, აქედან 3 შემთხვევა – მდ. სურამულაზე: 21 ივნისსა და 8 აგვისტოს ნიტრიტის აზოტის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ მიაღწია 0,222 მგ/ლ (11,1 ზდკ)-ს, ხოლო 27 ნოემბერს – 0,246 მგ/ლ (13,3 ზდკ)-ს. მაღალი იყო დაბინძურება ასევე მდ. ვერეში, სადაც 27 ივლისს მისმა კონცენტრაციამ შეადგინა 0,201 მგ/ლ (10 ზდკ).
ნიტრიტის აზოტით მაღალი დაბინძურების ერთი შემთხვევა აღინიშნა დასავლეთ საქართველოში – მდ. ბარცხანაზე, ქ. ბათუმის ზედა კვეთში. აქ 27 ნოემბერს ნიტრიტის აზოტის მაქსიმალურმა კონცენტრაციამ შეადგინა 0,201 მგ/ლ (10 ზდკ).
ზედაპირულად აქტიური სინთეზური ნივთიერებები (ზასნ) ისაზღვრებოდა აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მდინარეში, ხოლო დასავლეთ საქართველოს სამ მდინარეში: ქოროლისწყალი, ბარცხანა, კუბისწყალი. მისი საშუალო და მაქსიმალური კონცენტრაციები არ აღემატებოდა შესაბამის ზდკ-ს.
საქართველოში რკინის, ზდკ-ზე მეტი კონცენტრაციები აღინიშნა მდინარეებში: რიონი, ყვირილა, ოღასკურა, ცხენისწყალი, გუბისწყალი, ლეხურა, ჯოჯორა, მაშავერა, მტკვარი, ფარავანი, ალაზანი და სურამულა. ყველაზე მაღალი კონცენტრაცია აღინიშნა მდ. რიონში (ნამოხვანის კვეთში) და მან შეადგინა 1,4 მგ/ლ (2,8 ზდკ).
სპილენძი ისაზღვრებოდა აღმოსავლეთ საქართველოს ყველა მდინარეში, ხოლო დასავლეთ საქართველოს სამ მდინარეში: ბარცხანა, კუბისწყალი და ქოროლისწყალი. ჩატარებულმა ანალიზებმა აჩვენა, რომ სპილენძის შემცველობა ყველა მდინარეში ნორმის ფარგლებში იყო. გამონაკლისს წარმოადგენდა მდ. მაშავერა, სადაც ერთხელ აღინიშნა სპილენძის მომატებული შემცველობა: მან შეადგინა 4 მგ/ლ (4 ზდკ). სხვა დამაბინძურებელი ინგრედიენტების კონცენტრაციები არ აღემატებოდა შესაბამის ზდკ-ს.
არადამაკმაყოფილებელია შავი ზღვის წყლების მდგომარეობა. როგორც წესი, ტურისტული სეზონის დროს (ივნისი-სექტემბერი) კოლი-ფორმების მაჩვენებელი თითქმის ყველა პლაჟთან აღემატება ზღვრულად დასაშვებ ნორმას (ბათუმი, მწვანე კონწხი, მახინჯაური, გონიო, ქობულეთი, ჩაქვი, ურეკი, მალტაყვა). აღსანიშნავია, რომ ბათუმთან და ფოთთან ბოლო წლებში დაფიქსირებულია წყალმცენარეების (გრეენ ანდ ბლუე-გრეენ ალგაე) ზრდა, რაც წყლის ევტროფიკაციის ნიშანია.
გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის შემუშავების პროცესი 1996 წელს დაიწყო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კოორდინაციითა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. ჩამოყალიბდა 9 თემატური სამუშაო ჯგუფი, რომელთაც დაევალა საქართველოში არსებული ძირითადი ეკოლოგიური პრობლემების და მათი წარმოშობის მიზეზების შესწავლა, აგრეთვე რეკომენდაციების შემუშავება ამ პრობლემათა მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში გადასაწყვეტად. არაერთმა სამთავრობო უწყებამ, სამეცნიერო დაწესებულებამ, არასამთავრობო ორგანიზაციამ და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე უცხოელმა და ქართველმა ექსპერტმა შეიტანა თავისი წვლილი ამ ამოცანის შესრულებაში.
სამწუხაროდ, პროგრამით გათვალისწინებულის ღონისძიებები წყლის რესურსების დაცვის სფეროში არ შესრულებულა.

 
6 Comments

Posted by on 30/05/2010 in გარემო

 

საგანგაშო ეკოლოგიური მდგომარეობა “შავი ოქროს” ქალაქში

rgani 001ოლიკო ცისკარიშვილი

ჭიათურის ეკოლოგიური მდგომარეობა კატასტროფის პირასაა, ადგილობრივების ნათქვამში ჩვენ თავადაც დავრწმუნდით, დაბინძურებული მდინარე, წყაროები, ჰაერი, გაუდაბნოებული ტერიტორიები, გაშავებული და დამტვერილი ქალაქი… ესაა დღევანდელი ჭიათურისა და მისი მიმდებარე სოფლების რეალობა. სოფელი რგანი, სადაც 600-მდე კომლი ცხოვრობს,  ერთ-ერთ ყველაზე კატასტროფულ მდგომარეობაშია, რადგან აქ სამი, მოქმედი, ღია კარიერია, რომელსაც სრული წესების დაუცველად ამუშავებენ და  მადანს მოიპოვებენ. ადგილობრივების თქმით, რგანი ერთ-ერთი ეპიცენტრია, მიდის როგორც მიწისზედა სამუშაოები, ასევე მიწისქვეშა სამუშაოებიც. იმდენად ძლიერია მიწისქვეშა ბიძგები, რომ სახლები დაბზარულია. რგანელები, როგორც ჭიათურაში, აქაც კომპანია „ჯორჯია მარგანეცს“ ადანაშაულებენ, რომელსაც ლიცენზია საბადოების მართვაზე 2007 წლის პირველი იანვრიდან გადაეცა, 49 წლის ვადით. როგორც გაირკვა, მათ სახელმწიფოს წინაშე არანაირი ვადებულება არ აქვთ აღებული გარემოზე მიყენებული ზარალის გამო.

ჭიათურის მიმდებარე ტერიტორიებზე, დაახლოებით 15-მდე მოქმედი კარიერია. Read the rest of this entry »

 

სასმელი მინერალური წყლები

მინერალური წყლები არის მიწისქვეშა (ზოგჯერ ზედაპირული) წყლები, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ მინერალებს (იშვიათად ორგანულ) კომპონენტებს და აქვს განსაკუთრებული ფიზიკურ–ქიმიური თვისებები (ტემპერატურა, რადიოაქტიურობა და სხვა.). მინერალური წყლების თვისებები ადამიანის ორგანიზმზე სამკურნალო გავლენას ახდენს, რის გამოც მათ სამკურნალო საშუალებად იყენებენ. სამკურნალო მიზნით ბუნებრივ ძალთა გამოყენებას მედიცინაში ფიზიოთერაპიას უწოდებენ. (“ფიზის” ბერძნულად ნიშნავს ბუნებას, “თერპეო” – მკურნალობას. ).

Read the rest of this entry »