RSS

სიღარიბე, საქართველოს გადაუჭრელი პრობლემა

15 მაისი

მარიამ ლაბაძე

ემიგრანტების უმრავლესობა სიღარიბის გამო მიდის საზღვარგარეთ, სამშობლოში ვერ შოულობენ სამსახურს, არ გააჩნიათ საკმარისი შემოსავალი, „იტალიაში ჩემი ოჯახის სარჩენად წავედი, ბევრი დედ-მამიშვილები ვართ, საქართველოში ვერ ვნახე კარგი სამსახური, დამაკმაყოფილებელი პირობებით და ასევე კარგი ანაზღაურებით, იტალიაში კი  დავიწყე მუშაობა ბავშვის აღმზრდელად კარგი შემოსავალი მქონდა. სწორედ იტალიაში გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე,“ – ამბობს 46 წლის მაია წიკლაური, დღეს უკვე ის იტალიის მოქალაქეა და თავის ოჯახთან ერთად შეძლებულად ცხოვრობს.

 ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რომელსაც საქართველო წლებია ებრძვის სიღარიბეს. მისი გადაჭრის გზების ძიებაზე კი სახელმწიფო თავს არ იტკივებს. საქსტატის 2021 წლის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეების 17.5% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ეს კი, რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიკაზეც მოქმედებს.

მარიამ ბარბაქაძე, სტუდენტია, რომელიც ყოველდღე აწყდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადამიანებს, რომლებიც ზოგჯერ პატარა ბავშვებთან ერთადაც ითხოვენ დახმარებას, რათა პურის ფული იშოვონ.

„ზედმეტია საუბარი იმაზე, თუ რა დაავადებებით შეიძლება დაავადდეს ადამიანი საშინელ პირობებში ცხოვრებისას და ისეთ ადგილებში სიარულისას, სადაც უწევთ ყოფნა გაჭირვებულებს. მედია ამ პრობლემას სათანადო ყურადღებას არ აქცევს,“ – ამბობს 20 წლის სტუდენტი მარიამ ბარბაქაძე.

საქართველოში, სიღარიბის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზები არსებობს, მათ შორის  არის უმუშევრობა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 16.1% შეადგენდა. ადამიანებმა, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან ვერ პოულობენ მოწყალებას უკვე ქუჩებში ითხოვენ ან ვალებს იღებენ და უცხოეთში მიდიან სამსახურის მოსაძებნად. სიღარიბის გამომწვევი მიზეზებია ასევე მაღალი ფასი პროდუქტებზე, დაბალი შემოსავლები.

საქსტატის 2021 წლის მონაცემებით ემიგრანტების რიცხოვნობა წინა წლებთან შედარებით 34.6 პროცენტით მეტია. ადამიანებს უწევთ საკუთარი სამშობლოს დატოვება ეკონომიკური პრობლემების გამო. ნინი ცუკოშვილი, 20 წლის სტუდენტი, უკვე რამოდენიმე თვეა რაც გერმანიაში გაემგზავრა.

ჩემი წასვლის მიზეზი ძალიან ბევრია, თუმცა ძირითადად რამოდენიმეს გამოყოფა შემიძლია. პირველი ის არის, რომ ჩემი პროფესია არ მომწონდა და ვერ ვხედავდი მის პერსპექტივას, მეორე კი როგორ ცუდადაც არ უნდა ჟღერდეს ეს არის საქართველოში შექმნილი სიტუაცია. პროდუქტების მაღალი ფასი, ხელფასების და სამუშაო ადგილების კი დაბალი მაჩვენებელი. გერმანია კი მაძლევს იმის შანსს, რომ ერთად ვიმუშაო ვისწავლო და ასევე ფინანსებიც ყველაფერში მეყოს,“ – გვიყვება ნინი, რომელიც გერმანიაში უკვე  8 თვეა იმყოფება, ჯერ-ჯერობით, არ აპირებს უკან დაბრუნებას. მისი თქმით, გერმანიაში ბევრი სამსახურია უცხოელებისთვის, ერთ-ერთი სამსახური კი შესაძლებლობას გაძლევს გერმანულ ოჯახში იცხოვრო და მათ დაეხმარო ბავშვების აღზრდაში, სანაცვლოდ კი გეხმარებიან გერმანული ენისა და მათი კულტურის შესწავლაში.

  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 2021 წელს ,,მწვანე ბარათის“ გათამაშებაში საქართველოდან სულ 112,464 განაცხადი შეივსო, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ მოქალაქეებს არ სურთ ასეთ ვითარებაში ცხოვრება საქართველოში. ახალგაზრდები მიდიან ქვეყნიდან სასწავლებლად, სამუშაოდ.

,,საქართველოში დავამთავრე იურიდიული ფაკულტეტი, გერმანიაში წავედი დოქტორანტურაზე სასწავლებლად, ახლა გავდივარ უნივერსიტეტში მისაღები გამოცდის კურსს, 3 თვეში გადაწყდება მიმიღებენ თუ არა უნივერსიტეტში,“ – ამბობს 24 წლის ნინი აბჟანდაძე, რომელიც უკვე სამი წელია გერმანიაში, კერძოდ, ფრანკფურტში ცხოვრობს. ნინი, გერმანიიდან საქართველოში დაბრუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ გერმანიასთან შედარებით საქართველოში უფრო მაღალ ანაზღაურებად სამსახურს იშოვის.

საქართველოდან კი ნელ-ნელა გაედინება ახალგაზრდობა და მათი უმრავლესობა უკან დაბრუნებას არც აპირებს.

საქსტატის მონაცემებით 2021 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 99 974 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით  34.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 17.8 პროცენტით შემცირდა და 74 008 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 82.5 პროცენტი და ემიგრანტების 88.6 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.

,,ბოლო ორნახევარი ათწლეულის განმავლობაში, IOM-მა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობას მიგრაციისა და საზღვრის მართვის ეფექტიანი სისტემის შემუშავებაში, რომელიც უზრუნველყოფს მიგრაციის ცვალებად გამოწვევებზე ყოვლისმომცველ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის რეაგირებას. 1993 წლიდან დღემდე IOM საქართველოში მუშაობს თბილისის ცენტრალური ოფისიდან და ასევე ოთხი საველე ოფისიდან ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და თელავში.

საქართველოს დინამიურ სოციო-ეკონომიკურ კონტექსტში, IOM-მა წლების განმავლობაში იმუშავა მიგრაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე – როგორებიცაა საგანგებო მდგომარეობასა და კრიზისზე რეაგირება, იმიგრაციის და საზღვრის მართვა, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და საზღვარზე მიგრანტთა უკანონო გადაყვანის წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენცია, მიგრანტების დაცვა და დახმარება, მიგრანტთა ჯანმრთელობის დაცვა, შრომითი მიგრაცია და ადამიანური რესურსის განვითარება – ასევე მხარი დაუჭირა მიგრაციის პოლიტიკის შემუშავებასა და კვლევას და უზრუნველყო მიგრაციასთან დაკავშირებული ყველა სტრუქტურის შესაძლებლობების გაძლიერება.“ (georgia.iom.int/ka)

NDI_ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად კი ვიგებთ,  ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს და თითქმის ყოველ მეექვსე მოქალაქეს ჰყავს უცხოეთში მცხოვრები ოჯახის წევრი, რომელიც მას რეგულარულად უგზავნის ფულს.

ემიგრანტების უმრავლესობა გამომუშავეული თანხის ნაწილს სამშობლოში გზავნის, საკუთარ ოჯახს, ახლობლებს უგზავნის, ეს გამოგზავნილი თანხა კი, მოქმედებს საქართველოს ეკონომიკაზეც, ემიგრანტების ფულადი გზავნილები დიდ გავლენას ახენს სიღარიბის შემცირებაზე.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, 2020 წელს ემიგრანტების მიერ საქართველოში გადმორიცხულმა თანხამ მშპ-ის 13.3% შეადგინა და ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მე-17 ადგილზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით 2020 წელს საქართველოში 1.9 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს მსოფლიოში პანდემია და ეკონომიკური კრიზისი იყო, ემიგრანტებმა 153 მლნ დოლარით უფრო მეტი თანხა გადმორიცხეს, ვიდრე 2019 წელს. (https://forbes.ge/blogs/emigrantebis-gzavnilebith-saqarthvelo-msophlioshi-me-17-adgilzea/)

ამ თანხებში შედის ერთ-ერთ გადმომრიცხველის ფული, 60 წლის მერი მაჩაბელი ,, უკვე 23 წელია საბერძნეთში ვიმყოფები, აქ ოჯახის სარჩენად და სამუშაოს მოსაძებნად ჩამოვედი, წლებია ვუვლი მოხუცებს, უკან დაბრუნებაზე ყოველთვის ვფიქრობ, ოჯახში მყავს 3 სული ყოველთვე ვუგზავნი ფულს, რათა თავი ირჩინონ “. საქართველოში რთულია კარგი ანაზღაურების მქონე სამსახურის შოვნა, ამიტომ სულ ვცდილობ დავეხმარო ოჯახს, რითიც შემიძლია – გვიყვება ქალბატონი მერი.

ფოტო: ო.ცისკარიშვილის

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 15/05/2023 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s