RSS

შვეიცარულ აგრარული  სკოლა კავკასია – დმანისში

24 აპრილი

ნინო ხიზანაშვილი

„შვეიცარულ აგრალური სკოლა კავკასია, აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რაც მე მინდოდა სწავლის დაწყების წინ. თან ის ფაქტი, რომ სასწავლებელში თეორიულ  ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ ცოდნას იძლეოდნენ ჩემთვის მომხიბვლელი იყო, რადგან ეს უფრო  მეტ შესაძლებლობას მომცემდა. მით უმეტეს, რომ მინდოდა ამ მიმართულებით წავსულიყავი  მესწავლა ეს საქმიანობა და გამეღრმავებინა ჩემი ცოდნა. ბავშვობიდან მაინტერესებს ეს სფერო, რადგან სოფელში ფერმა მაქვს და ჩემი აქ მიღებული ცოდნა დამეხმარება ვიყო უკეთესი ფერმერი და რეგიონში ამ სასწავლებლის გახსანამ მომცა შესაძლებლობა არ დავტოვო ჩემი მხარე,“ – გვეუბნება 20 წლის სტუდენტი ვალერი მიშელაძე, რომელიც ამჟამად შვეიცარულ აგრალურ სკოლაში სწავლოს ფერმის სპეციალობაზე.

შვეიცარულ აგრარული უნივერიტეტი სკოლა კავკასია, რომელიც ფუნქციონიორებს დმანისში, უპრეცედენტო არაკომერციული კერძო ინიციატივაა საქართველოს პროფესიული განათლების სფეროში.  კოლეჯის მთავარი მიზანია იყოს სასოფლო სამეურნეო საგანმანათლებლო სტუქტურის მაგალითი მთელი ქვეყნის მაშტაბით. შვეიცარული სტანდარტების მიხედვით შექმნილი კოლეჯი სპეციალიზირებული იქნება მეცხოველეობაში, რძისა და ყველის გადამუშავებაში.

კოლეჯის მიზანია გახდეს ქვეყანაში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, პროფესიული განათლების თანამედროვე საგანმანათლებლო კერა, სადაც დაინტერესებული პირები თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას შეიძენენ.

კოლეჯი მუშაობს სამი ძირითადი  მიმართულებით:

ორწლიანი პროფესიული პროგრამა მეცხოველეობაში, რძისა და რძის პროდუქტების გადამუშავებაში.

საჯარო კოლეჯების პედაგოგების გადამზადება.

მოკლევადიანი პროფესიული კურსები ფერმერებისა და მოყვარულებისთვის.

თეორიულ სწავლებასთან ერთად, უზრუნველყოფილი არის სტუდენტების პრაქტიკული განათლებაც.  კოლეჯის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მეცხოველეობის ფერმა და შვეიცარული სტანდარების შესაბამისი თანამედროვე ყველის ქარხანა. პროფესიული მასწავლებლების მეთვალყურეობით სტუდენტები თავად წარმართავენ ფერმის ყოველდღიურ საქმიანობას. პრაქტიკული სწავლის უზრუნველყოფის მიზნით კოლეჯის ინფრასტუქტურა ასევე მოიცავს სასწავლოს ფერმას (50 სულზე გათვლილი მერძევეობის ფერმა), რათა  სტუდენტებმა თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული ცოდნა მიიღონ. ფერმა დაგეგმილია შვეიცარული მეცხოვლელობის სპეციალისტის მიერ. კოლეჯის ინფრასტრუქტურა ასევე მოიცავს ყველის საწარმოს. ყველის ქარხანა დაგეგმილია და აღჭურვილია შვეიცარყლი საინჟინრო კოპმანიის გრობ აგ-ს მიერ. ქარხანა სტუდენეტებს საშუალებას აძლევს შეისწავლონ რძის პროდუქტის ფართო ასორტიმენტის დამზადება. რძის პროდუქტის ხარისხის მუდმივი კონტროლის მიზნით , ქარხანაში განთვსებულია თანამედროვე რძის ლაბორატორია.

სტუდენტები შვეიცარიაში, პლანტაჰოპში, ორ კვირიან სასწავლო პროგრამაზე იმყოფებოდნენ, ინტენსიური პროგრამის პირველ დღეებში სტუდენტებმა მოინახულეს სხვადასხვა ფერმერული მეურნეობები; რძის გადასამუშავებელი საწარმოები; ბუღების აუქციონი. შეხვდნენ გრაუბიუნდენის ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტს. ვიზიტი ხორციელდებოდა შვეიცარული განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.

კოლეჯის მთვარი საქმიანობა 3 წლიანი პროფესიული პროგრამა მეცხოველეობაში, რძისა და რძის პროდუქტების გადამუშავებაში. ამასთანავე,  ფერმერებსა და მოყვარულებს საშუალება ექნებათ გაიარონ მოკლევადიანი პროფესიული კურსები.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ადგილობრივ მაცხოვრებლებს, რომლებიც გადაწყვეტენ ისწავლონ დმანისში და დაეუფლონ, მართლაც საჭირო  პროფესიებს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სწავლის ნახევარს დაუფინანესებს.

ადგილობრივი მაცხოვრებელი კოტე ხიზანაშვილი  საუბრობს თუ  რამდენად მნიშველოვანია ეს კოლეჯი და რეგიონის და არა მარტო მთელი ქვეყნისთვის სოფლის მეურნეობის განვითარება მაშინ, როდესაც საქართველო მდიდარი ქვეყანაა საძოვრებით, მით უმეტეს ამ რეგიონში. „ვფიქრობ კოლეჯის აშენება ახალგაზრების, რაღაც ნაწილს რეგიონში დააბრუნებს ისევ და სოფლის მეურეობის განითარებას გადაწყვეტენ მნიშველოვანია „სოფელი იყოს მყარად ფეხზე, რომ ქალაქმა შეძლოს არსებობა,“ – ამბობს კოტე ხიზანაშვილი.

„აქ სწავალა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მაინტერესებს და მიყვარს ყველაფერი რაც ცხოველებს უკავშირდება, თან  ჩემი საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე სახლში ყოველთვის მყავდა და  მყავს სხვადასხვა ცხოველები ამიტომ დაინტერესებული ვარ, რომ ამ სფეროს გავყვე“, – გვეუბნება 20 წლის ხევსური თათია ლიქოკელი, რომელიც სწავლობს ფერმის სპეციალობით და მომავალში აპირებს იყოს ფერმის მენეჯერი. ის თავის ფერმის გაკეთებაზეც ოცნებობს და გვიყვება სასწავლო პროცესზე:

„ვიღებ თეორიულ და  პრაქტიკულ ცოდნას. კვირის განმავლობაში სამი დღე გვაქვს თეორია სამი პრაქტიკა. პრაქტიკის დღეებში ჩვენი დილა, მორიგეობა იწყება დილის ექვს საათზე და მონაწილეობას ვიღებთ ხბოების კვებაში, დასუფთავებაში, ცხოველების საკვების დამზადებაში, კვებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საქმეში. – თათია შვეიცარიაში ვიზიტზეც გვიყვება,“ – შვეიცარიაში ყოფნის პერიოდში დავათვალიერეთ სხვადასხვა ფერმები, დავესწარით ცხოველების გამოფენა-გაყიდვას, შვეიცარიელმა ფერმერებმა კი გაგვიზიარეს თავიანთი გამოცდილება და გვესაუბრნენ მეცხოველების შესახებ. შევხვდით იქაურ ლექტორებსა და სტუდენტებს, ასევე გვქონდა შესაძლებლობა შვეიცარულ სტუდენტებთან ერთად დავსწრებოდით ლექციებს და სხვადასხვა თემაზე. ერთი კვირის განმავლობაში კი გაგვანაწილეს სხვადასხვა ფერმებში, სადაც გავიარეთ პრაქტიკა და ფერმის მფლობელებთან ერთად ვიღებდით მონაწილობას ფერმის საქმეებში. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ვიღებთ,  როგორც ქართველი სპეციალისტებისაგან ასევე შვეიცაარული კოლეგებისაგან, რომლებიც ჩამოდიან და ატარებენ თეორიულ და პრაქტიულ ლექცია, მასტერკლასებს.“

ბოლოს ახალგაზრდებს ურჩევს: „მინდა ბავშვებს ვურჩიო, კარგად დაფიქრდნენ და ისე გადაწყვიტონ ნამდვილად უნდათ თუ არა ამ სფეროში ყოფნა. უნდა გაიაზრონ პასუხისმგებლობა, რასაც იღებენ თითოეული ადამიანის წინაშე.“

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 24/04/2023 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s