RSS

დაავადებულმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ავადაა და დახმარება სჭირდება

23 სექ

ალტე უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი

ელენე გვიმრაძე

„ყოველთვის მაქვს იმის შეგრძნება, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ვიყო. როდესაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ ვარ, უცნაურად ვგრძნობ საკუთარ თავს, აგრესიული ვარ ყველას მიმართ და გავხდი უკონტროლო. მიჩნდება სურვილი ალკოჰოლი მივიღო, რომ ვიყო ჩემს გარემოცვაში და არავისთან მქონდეს შეხება.

ამ ყველაფერმა კი ჩემი ცხოვრება მთლიანად უარესობისკენ შეცვალა. ჩემი ოჯახის წევრები ჩემს მიმართ უკვე უარყოფითად არიან განწყობილნი. არ  მოვწონვარ, ასეთ მდგომარეობაში რომ მხედავენ. ამის გამო, ითხოვენ, რომ არ მივიღო ალკოჰოლი, მაგრამ მე, რა თქმა უნდა,  მათ არ ვუჯერებ. ამას კი ყოველთვის ცუდ შედეგამდე მივყავარ. ერთხელ, როდესაც ჩემმა საყვარელმა ადამიანმა მითხრა, რომ ალკოჰოლისთვის თავი დამენებებინა ნელ-ნელა, არც კი მოვუსმინე და ხელიც კი დავარტყი. ზუსტად, ამ დროს, მიხვდი რაც ხდებოდა ჩემ თავს. ვფიქრობდი, მაგრამ ვერ ვაანალიზებდი, რა ჩავიდინე. იმ წუთიდან მივხვდი რა მდგომარეობამდე მიმიყვანა ალკოჰოლმა და ასე რომ გამეგრძელებინა უარესდ დამთავრდებოდა ყველაფერი. ერთ დღესაც, დავჯექი ჩემს ოჯახის წევრებთან და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მკურნალობა დამეწყო. ვიცოდი ეს ყველაფერი გამიჭირდებოდა, მაგრამ ოჯახის დახმარებით, ყველაფერს გავაკეთებდი. ამ ყველაფერს კი იმიტომ ვაკეთებ, რომ ალკოჰოლს თავი დავაღწიო და  ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდე. რეაბილიტაცის შედეგად, რა თქმა უნდა, თავს უკეთ ვგრძნობ რეაბილიტაციას გავდივარ სამედიცინო ცენტრ ურანტშ,“ – გვიყვება 35 წლის გ.რ, რომელიც სამ წელზე მეტი  ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო.

ფსიქoოლოგი მარინა გოქსაძე თქმით, საქართველოში ალკოჰოლის მოხმარება ადრეულ ასაკიდან იწყება. „ალკოჰოლიზმის მკურნალობა კომპლექსური პროცესია, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიაზრებს. ალბათ, ყველაზე პირველი და მთავარი, რაც ალკოჰოლიზმით დაავადებულმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს არის იმ ფაქტის აღიარება, რომ ავადაა და დახმარება სჭირდება. ამის გარეშე, ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე ეფექტიანი მეთოდი უსარგებლო იქნება. ხშირად პაციენტი ვერ აღიქვამს თავის პრობლემის სიმძიმეს და მიაჩნია, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას სასმელზე. რეალურად კი, ფხიზელი ცხოვრების დაბრუნება რთულია და საკმაოდ ხშირად, შეუძლებელიც კი მედიცინის ჩარევის გარეშე.

ალკოჰოლიზმი ადამიანის ჯანმრთელობას წარმოუდგენელ ზიანს აყენებს, სწორედ ამიტომაც, რაც უფრო ადრე გადაწყვეტს ადამიანი ამ მავნე ჩვევაზე უარის თქმას, ჯანმრთელი მდგომარეობის დაბრუნების უფრო დიდი შანსია. ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება ნერვულ სისტემას აღიზიანებს. თუ ყოველდღიურად ადამიანი სპირტიან სასმელს სვამს, ორგანიზმი დროთა განმავლობაში დამოკიდებული ხდება. როცა ეს ხდება, ცენტრალუი ნერვული სისტემა ალკოჰოლის არ არსებობას უკვე ადვილად ვერ უმკლავდება. ალკოჰოლზე დამოკიდებულებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ფსიქიკური დაავადების განვითარება. მსმელის ნათესავები კარგავენ ყოფილ სოციალურ წრეს და სიცოცხლეს უთმობენ ალკოჰოლიკს, ზრუნავენ მასზე, საყვედურობენ, მაგრამ არ აჩვენებენ სპეციალისტს. ასეთი ბევრი შემთხვევა ყოფილა. ალკოჰოლიკის თანადამოკიდებულების შედეგები შეიძლება იყოს: დეპრესია, სუიციდური აზრები, პიროვნული თვისებების სრული დაკარგვა, ალკოჰოლზე დამოკიდებულების მაღალი ალბათობა და ფსიქიკური დარღვევები. სპირტიანი სასმელების ჭარბი მოხმარება იწვევს ქცევის ზნეობრივ და სოციალურ ნორმების რღვევას, ამით ადამიანი ვნებს საკუთარ ჯანმრთელობას, ზიანს აყენებს ოჯახს და საზოგადოებას. თერაპიის შემდგომ პაციენტს აღენიშნება შფოთვის შეგრძნება, შესუსტება, გონება-განწყობილების გაუმჯობესება საგრძნობლად იზრდება შრომისუნარინობა. ადამიანი იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ ცხოვრების ის წესი, რომელსაც აქამდე მისდევდა არ იყო სწორი. ექმნებათ ჯანმრთელი, სრულყოფილი პიროვნების ერთგვარი ხატი. თუ თერაპია კომპლექსურ ხასიათს ატარებდა და მინიმალური იყო არა მცოლოდ სხეულია, არამედ ფსიქიკის გაჯანსაღებისკენ. მკურნალობის შემდგომ ადამიანი არა მხოლოდ ფსიქიკურად, არამედ ფსიქოლოგიურ დონეზე,“ – ამბობს ფსიქოლოგი.

ექიმი მარინე დულარიძეს თქმით, მკურნალობის ეტაპი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესია ალკოჰდამოკიდებულებს შორის. „პირველ ეტაპზე ალკოჰოლდამოკიდებულს უტარდება სამედიცინო დახმარება, რომელც ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას ეხმარება. პაციენტს უდგამენ წვეთოვანს, უნიშნავენ სამკურნალო პრეპარატებს. 7-10 დღიანი დეტოქსიკაციის პროცესის პრალელურად, პაციენტებს უტარდებათ კლინიკურ ლაბორატორიული კვლევები (სისხლის საეთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, პოთრომბინის ინდექსი, ღვიძლის ფუნქციების ALT, AST, GGT, განსაზღვრა). ასევე მათთან პარალელურ რეჟიმში მუშაობენ ფსიქიატრები, ნერვოლოგები, თერაპევტები, კარდიოლოგები და პაციენტებს კომპლექსურ კვლევას უტარებენ. ორგანული დეფიციტების აღმოჩენის შემთხვევაში, პაციენტის მკურნალობა გრძელდება შესაბამის პროფესიის ექიმთან. ბოლო ეტაპზე, რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვნია პაციენტისთვის, უზრუნველყოფილია ალკოჰოლდამოკიდებულების ფსიქოლოგიური თანადგომა. მნიშვნელოვანია ადამიანს ჩამოუყალიბდეს ცხოვრებისადმი ჯანსაღი და აღუდგეს ცხოვრებისეული ღირებულებების სწორი სისტემა.

ალკოჰოლიზმის მკურნალობა წარმატებით დაგვირგვინდება მხოლოდ მაშინ, როდესაც თავად ავადმყოფს სურს განკურნება, მაგრამ არცერთი ალკოჰოლიკი თავს ავადმყოფად არ მიიჩნევს, ამიტომ საჭიროა ფსიქოლოგიური მომზადება ექიმ ნარკოლგის, ფსიქოლოგის დახმარება. მკურნალობა შესაძლებელია ამბულატორიულ პირობებშიც და სტაციონარშიც. პირობების არჩევა, ერთი მხრივ, პაციენტის ნება-სურვილზეა, მეორე მხრივ კი მის ფსიქიკურ და ფიზიკურ მდგომრეობაზეა დამოკიდებული. მძიმე სომატური დარღვევევების დროს, საჭიროდ მიიჩნევა თერაპევტის კონსულტაცია და მკურნალობა, კალორიულ, ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღებით. მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით იწყება სიფხიზლის შენარჩუნებისთვის ზრუნვა. ამ მიზნით მოწოდებულია რამდენიმე მეთოდი, ექიმი ავადმყოფსა და მის ახლობლებთან ერთად არჩევს სასურველს.

ალკოჰოლის მკურნალობის ყველაზე მნიშვნელოვანი და, შეიძლება ითქვას, წარმატების საფუძველს წარმოადგენს ფსიქოთერაპია და ჯგუფური ფსიქოთერაპია. არსებობს თვითდახმარების ე.წ. ალკოჰოლიზმით დავადებულთა ანონიმური ჯგუფები, სადაც ალკოჰოლზე დამოკიდებული პირები ერთმანეთს სპირტიანი სასმელებისგან თავის შეკავებაში ეხმარებიან. ალკოჰოლისადმი ლტოლვა დიდხანს გრძელდება, ამიტომ საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, აუცილებელია სარეაბილიტაციო ღონისძიებები, ოჯახიას და ახლობლების დახმარება და, რაც მთავარია, ფსიქოთერაპია. ბევრი ამ მიზნით ალკოჰოლიზმით დაავადებულთა ანონიმურ ჯგუფში ერთიანდება,“ – ამბობს ექიმი.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 23/09/2022 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s