10 ოქტომბერს, საღამოს ექვს საათზე (18:00) მწერალთა სახლში (მაჩაბლის 13), გაიმართება ოშოს წიგნების წარდგენა.

საღამოზე სხვადასხვა გამომცემლობები, მათ შორის “ჩემი გამომცემლობა”, გამომცემლობა “აქტი”, “საქართველოს აკადემიური გამომცემლობა” წარადგენენ ოშო რაჯნიშის წიგნებს.
საღამოს დაესწრებიან ოშოს მოწაფეები მაგნო შავდი და მადიტა დიკჰუდი.
ოშოს გულშემატკივრებს საღამოზე შეეძლებათ წიგნების ხელმისაწვდომ ფასად შეძენა.