RSS

ქვეყანაში სრულყოფილი გარემო ყველა ადამიანისთვის არ არის შექმნილი

15 აპრილი

მარიამ შიოშვილი

„ჩემი ცხოვრება ყოველთვის სირთულეებით იყო სავსე. მიწევდა დაბრკოლებების გადალახვა. საზოგადოებაში ჩემი ადგილის დასამკვიდრებლად ყოველთვის ვიბრძოდი. ახლა ვითარება შეიცვალა. ინფრასტრუქტურა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის ფორმალურად კეთდება, ისიც სრულყოფილად ადაპტირებული არ არის. პანდუსები ხშირად მოუხერხებელია და დახმარების გარეშე მისი გამოყენება თითქმის შეუძლებელია“, – გვიყვება თბილისის 165-ე საჯარო სკოლის  მოსწავლე 16 წლის თეონა ჯაში.

განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა ცხოვრება და საზოგადოების სრულყოფილ წევრად დამკვიდრება ჩვენი დროის ერთ-ერთ გამოწვევად იქცა. ეს მტკივნეული საკითხი არამხოლოდ ამ სტატუსის მქონე პირებს, არამედ მათ ახლობლებსაც აწუხებთ. ისინი ყოველდღიურად არიან მათი დახმარების აღმოჩენით დაკავებულები.

„ჩვენს ქვეყანაში არ არის სრულყოფილი გარემო ყველა ადამიანისთვის შექმნილი. მხოლოდ პანდუსების არსებობა ადაპტირებულ გარემოს არ ნიშნავს. ტროტუარზე ხშირად შეუძლებელია ეტლით მოსარგებლეთათვის გადაადგილება. ავტობუსებში მგზავრების რაოდენობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა კომფორტულად მგზავრობის საშუალებას არ იძლევა.  სასწავლო დაწესებულებებში ისეთ პრობლემებს ვაწყდებით, როგორიც არის მოუხერხებელი კიბეები, საპირფარეშოები და სასადილო ოთახები, რომლითაც ეტლით მოსარგებლე ადამიანი სარგებლობას ვერ შეძლებს. ეს კი მათთვის გარკვეულ ფსიქოლოგიურ ბარიერს ქმნის. ჩვენ მათ პრობლემის დაძლევაში ვეხმარებით, თუმცა ინფრასტრუქტურული გარემოს მოგვარება არ შეგვიძლია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია“, – აცხადებს ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის ფსიქოლოგი მარინა ურუშაძე, რომელთანაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები რეაბილიტაციას გადიან.

„ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის მადლობელი ვარ. მათ ჩემი ყოველდღიური ყოფა შემიმსუბუქეს. იქ არამხოლოდ იდეალური გარემო დაგხვდებათ, შეიძენთ მეგობრებს, რომლებსაც ყველაზე კარგად ესმით თქვენი. ჩემი სურვილია, მივიღო ყველა იმ უფლებაზე წვდომა, რომელიც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს გააჩნია. არ მინდა, როდესაც ქუჩაში გავდივარ სხვისი დახმარება დამჭირდეს, მინდა დამოუკიდებლად შევძლო ჩემი საქმიანობის განხორციელება“, – ამბობს თეონა ჯაში.

საქართველოში ინკლუზიური განათლება დაახლოებით 2005 წლიდან ხორციელდება. ამ წლების მიუხედავად დღემდე არსებობს გამოწვევები, რომლებიც ინკლუზიური განათლების სფეროში გვხვდება. სატრანსპორტო სისტემიდან მოყოლებული საგანმანათლებლო დაწესებულებამდე თითქმის სრულყოფილი ადაპტირებული გარემო არ არსებობს. ფიზიკური გარემოს კომპონენტები მაგალითად: სკოლის შესასვლელი, საპირფარეშო, კარებები, სადარბაზო, ლიფტი და სკოლის სასადილო ამ ჩამონათვალს სკოლების უმეტესობა ვერ აკმაყოფილებს. ამ საკითხთან დაკავშირებით ინკლუზიური სწავლებისა და ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის მონიტორინგის დასკვნა გამოქვეყნდა.

ცხრილში სკოლების ფიზიკური გარემოს საბაზისო კომპონენტების ადაპტირებულობაა მოცემული:

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 15/04/2022 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s