RSS

საწარმო „სხივში“ შშმ პირების მიერ ხელნაკეთ ნაკეთობების შეძენას შეძლებთ

15 აპრილი

ანი ჭანკოტაძე

თბილისში, მოსკოვის გამზირის დასაწყისში, პატარა ხის სახელოსნო „სხივი“, რამდენიმე წელია უკვე არსებობს. დღეს იქ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ ხელნაკეთ ნივთებს ამზადებენ. „სხივი“ „სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების  ასოციაციის“ ბაზაზე გაიხსნა, რომელიც 1997 წელს დაფუძნდა შშმ ბავშვთა მშობლების მიერ.

„პირველად,    საქართველოში არაფორმალური    განათლების    მეთოდებითა     და   შშმ ახალგაზრდების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მიდგომების    გამოყენებით   ხის  საწარმო – ,,სხივი’’ გაიხსნა,  რითიც   ინტელექტუალური  შეზღუდვის   მქონე   პირთა  დასაქმების  მხარდაჭერითი  სისტემის   პილოტირება  დაიწყო.   ხის   საწარმოს მიზანია შშმ ახალგაზრდების ისეთ ცოდნასა და კომპეტენციების  განვითარებაზე მუშაობა, რომელიც მათ შრომით ეფექტიანობას,  კონკურენტუნარიანობასა  და     მხარდაჭერის  გზით  შრომით    ბაზარზე  მისაწვდომობასა   და    დასაქმებას   განაპირობებს,“ – გვეუბნება ასოციაციის ხელმძღვანელი მაია ასაკაშვილი.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, თავიანთი შემოქმედებითი და საწარმოო შესაძლებლობების რეალიზაციის მიზნით და რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის შესაბამისად, უფლება აქვთ იმუშაონ შრომის ჩვეულებრივი პირობების საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში საკუთრებისა და მეურნეობის ფორმის მიუხედავად, სპეციალიზებულ საწარმოებში, საამქროებსა და უბნებზე, სადაც გამოიყენება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომა, აგრეთვე ეწეოდნენ კანონით ნებადართულ ინდივიდუალურ და სხვა სახის შრომით საქმიანობას. დაუშვებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის შრომითი ხელშეკრულების დადებაზე ან სამსხურებრივ დაწინაურებაზე უარის თქმა, ადმინისტრაციის ინიციატივით მისი დათხოვნა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის თანხმობის გარეშე სხვა სამუშაოზე გადაყვანა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირობის მოტივით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნით მის ჯანმრთელობას ვნებს პროფესიული მოვალეობის შესრულება ან საშიშროება ექმნება სხვა პირთა ჯანმრთელობასა და შრომის უსაფრთხოებას. ასოციაცია კი შესაძლებლობას აძლევს შშმ პირები დასაქმდნენ.

„ინტელექტუალური   შეფერხების   მქონე   პირები    ყველაზე   მოწყვლადი    ფენაა,   რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ დასაქმება, მათ ესაჭიროებათ დამხმარე    ალტერნატიული  სერვისები, ფუნქციონალური მიდგომის პრინციპით ინდივიდის   ძლიერ მხარეზე დაყრდნობით, მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების    საფუძველზე სამუშაოს ოპერაციებად დაყოფა, პროფესიული გადამზადება, მხარდაჭერით დასაქმება  და  ამ   გზით  გასვლა შრომით ბაზარზე. აღნიშნული   პრობლემებიდან  გამომდინარე  გადავწყვიტეთ ხის  საწარმოს შექმნა,  სადაც   შშმ   პირები    ინტელექტის   განმავითარებელი  სათამაშოების  დამზადებას   სწავლობენ – პროექტის    ფარგლებში  ოცი  შშმ  პირი  გადამზადდა, სამი  შშმ   პირის დასაქმების პრობლემა გადაიჭრა. ხის სოციალური ხის სოციალური საწარმოს ამოქმედება არის ორმხრივ სასარგებლო პროცრესი, საწარმოში დაიწყო ადგილობრივ დონეზე. ხის  სათამაშოების  წარმოება, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზაციის სოციალური მიზნების მოგვარებასა და მეტი შშმ პირის დასაქმებას, მათი შესაძლებლობების წარმოჩენას, საზოგადოების ხედვისა და  დამოკიდებულების შეცვლას შშმ პირთა დასაქმების შეუძლებლობაზე“, –   ამბობს მაია ასაკაშვილი, ასოციაციის ხელმძღვანელი. საწარმოს, ცოტა ხნის წინ, სახელი გადაერქვა, რადგან გარდაიცვალა საწარმოს ერთ-ერთი  დამფუძნებელი და აქტიური შშმ წევრი, ირაკლი  ქემოკლიძე, საწარმოს   მისი  ხსოვნის   უკვდავსაყოფად   ეწოდა -,,სხივი’’-ირაკლის ხის   სახელოსნო.

ასოციაცია მუშაობს    ინტელექტუალური    შეზღუდვის    მქონე    პირებთან,   ცდილობს,  მოიზიდოს სახსრები სხვადასხვა სახელოსნოებისა  და   საწარმოების     გასავითარებლად,  რათა შშმ  პირებს შეუქმნას  ღირსეული თანაცხოვრების პირობები.  ხის    საწარმო „სხივი“  საქართველოს     სპორტისა    და    ახალგაზრდობის     სამინისტროს სსიპ  ,,ბავშვთა   და   ახალგაზრდობის  განვითარების  ფონდის’’   დაფინანსებითა   და  თბილისის მერიის თანადაფინანსებით შეიქმნა. იგი „ახლგაზრდა შეზღუდული შესაძლებლობების პირთა სოციალური ინკლუზიის/ჩართულობის მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა, ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის პარტნიორობით, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და ჩეხური ორგანიზაცია – „ადამიანი გაჭირვებაში“, ერთად.

ასე, რომ ვისაც გსურთ, საწარმო სხივის გამოშვებული ლამაზი, ხის ნივთებით, შეხვდეთ აღდგომას და სხვა დღესასწაულებს, შეგიძლიათ ეწვიოთ საწარმოს და შეიძინოთ შშმ პირების მიერ ხელნაკეთი ნაკეთობები. ამით თქვენ ქველმოქმედების ნაწილიც გახდებით და მშვენიერი ნივთის მფლობელიც.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 15/04/2022 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s