RSS

საქართველოში არასრულწლოვნებში ალკოჰოლიზმის მაჩვენებელი საგანგაშოა

15 აპრილი

ნინო ნაჭყებია

„როდესაც ალკოჰოლის დამოკიდებულების ქვეშ არ ვარ თავს უცნაურად ვგრძბობ. სულ მიჩნდება იმის სურვილი, რომ ალკოჰოლი მივიღო, მაგრამ თავს ძალას ვატან და არ ვეკარები.  ალკოჰოლმა ჩემი ცხოვრება უარესობისკენ შეცვალა გავხდი აგრესიული და თავს ვერ ვაკონტროლებდი. ახლა რეაბილიტაციის შედეგად თავს უკეთ ვგრძნობ და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თავი დავაღწიო ალკოჰოლს,“ – გვიყვება 30 წლის დ.ჯ, რომელიც უკვე  ერთი წელია   ალკოჰოლზეა დამოკიდებულია.

ალკოჰოლიზმი (ალკოჰოლზე დამოკიდებულება) – დაავადება რომელიც ალკოჰოლის ხშირ მომხმარებელს უვითარდება. ალკოჰოლიზმი ადამიანს უქმნის სირთულეებს სოციალური ურთიერთობებისა და სტაბილური ოჯახის შენარჩუნებაში. ოჯახში არსებული ძალადობა ხშირ შემთხვევაში ასოცირდება დაგაჭარბებულ სმასა და ოჯახის ერთი ან მეტი წევრის მიერ ალკოჰოლის სისტემატურ მიღებასთან.

„ჩემი რჩევაა აუცილებლად მივიდნენ ფსიქოლოგთან და დაიწყონ რეაბილიტაცია, ხოლო მათ ვინც არ არის დამოკიდებული ალკოჰოლზე ვეტყვი იმას, რომ არ გაეკარონ და ცხოვრება არ დაინგრიონ, ისე როგორც მე ეს გავაკეთე“, – ამბობს დ.ჯ,  რომელიც ერთ-ერთ ფსიქოლოგთან  რეაბილიტაციას გადის.  

ფსიქოლოგ ნ.ჯ თქმით, საქართველოში ალკოჰოლიზმის შემთხვევები საკმაოდ ხშირია და ადრეული ასაკიდან იწყება. „როდესაც ადამიანი ალკოჰოლის ხშირი მომხმარებელია და მასზე დამოკიდებული ხდება, ეს უკვე ყალიბდება მისთვის როგორც ნარკოტიკი, რომელსაც ძალიან დიდი ზიანი მოაქვს ადამიანისთვის ყველა ასპექტში, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკურ და ფიზიოლოგიურ მომენტში და ასევე სოციალურ ასპექტშიც.  ალკოჰოლი ძალიან თრგუნავს და აფერხებს ადამიანის თავის ტვინის, აზროვნების და სხვა ფუნქციების მუშაობას, ფიზიოლოგიურადაც საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს. ხდება შრომისუუნარო, ხშირ შემთხვევაში – აგრესიული.   შეიძლება გარკვეული ორგანოების განსაკუთრებით კი ღვიძლის, გულის თავის ტვინის დაზიანების მიზეზი გახდეს. ისევე, როგორც ნებისმიერ დამოკიდებულებასთან მკურნალობის დროს, ალკოჰოლიზმის მკურნალობა უფრო ბრძოლას გავს.  მისი თქმით, დ.ჯ-ს   მდგომარეობა ძალიან რთული იყო, მაგრამ ახლა რეაბილიტაციის შედეგად ის გამოჯამრთელების პირასაა. თუ ის გააგრძლებს და არ მიიღებს ალკოჰოლს, მკურნალობა წარმატებული იქნება და საბოლოოდ დაანებებს თავს,“ – გვეუბნება დ.ჯ.-ს ფსიქოლოგი ნ.ჯ.

CNN-ის კვლევის შდეგად 2016 წელს მსოფლიოში 15-49 წლის ქალებისა და კაცების სხვადასხვა დაავადებისა და ნაადრევი სიკვდილის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ალკოჰოლური სასმელების მოხმარებაა. უფრო ზუსტად, 10-დან ყოველი 1 ადამიანი ალკოჰოლის გამო კვდება. კვლევის მიხედვით, ყოველწლიურად მსოფლიოში 2.8 მილიონი ადამიანი კვდება ალკოჰოლის გამო. აქ იგულისხმება ალკოჰოლით გამოწვეული ისეთი დაავადებები, როგორიცაა კიბო, ტუბერკულოზი, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ვინმეს მოკვლა ან სუიციდი, დახრჩობა, ხანძარი და ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის გამო ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპვა. კვლევა მსოფლიოს 195 ქვეყანაში 1990-2016 წლების მონაცემებს ეყრდნობა.

 „ძალიან რთული იყო ალკოჰოლზე უარის თქმა. დღეს გახსენება არც უნდა იმ დროის, როცა ალკოჰოლს იღებდა. ძალიან ბედნიერია, რომ შეუძლია უარი თქვას მასზე.  ყველას მოუწოდებს, რომ არ გახდნენ ალკოჰოლზე დამოკიდებულები და ნუ შეუქმნიან, როგორც  საკუთარ თავს  ისე  ოჯახის წევრებს საფრთხეს“, – გვეუბნება კიდევ ერთი ალკოჰოლდამოკიდებული ნ.ა,  რომელიც უკვე ხუთი წელია ეს პრობლემა გადალახა.

ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების შემსწავლელი ევროპის სასწავლო ცენტრის კვლევებით, საქართველოში არასრულწლოვნებში ალკოჰოლიზმის მაჩვენებელი საგანგაშოა. კვლევაში 18 წლამდე მოზარდები მონაწილეობდნენ. მეათეკლასელ მოსწავლეთა 40% ღვინოს ეტანება, 36% – ლუდს, 30% – სპირტიან სასმელებს და 14% – სხვა დანარჩენს. კანონით 18 წლამდე პირზე ალკოჰოლური სასმელის მიყიდვა იკრძალება.

ფოტო აღებულია:

ფოტო აღებულია: https://www.google.ge/search?hl=en-GE&tbs=simg:CAQSlQIJputlvOb2fQoaiQILELCMpwgaOwo5CAQSFN0enyvqMoI0xgWCJN4OgwHVA7ANGhtX59Amqmz9WJL5VO2IqEkSkXFvyKE78Nz4p28gBTAEDAsQjq7-CBoKCggIARIE9-C_10QwLEJ3twQkaqAEKGgoIc29sdXRpb27apYj2AwoKCC9tLzA3M2wzCiIKD2hlYWx0aCBjb25jZXJuc9qliPYDCwoJL2ovNzl4MHp5ChgKBHBpbGzapYj2AwwKCi9tLzAycjUzN3QKGwoIcGhhcm1hY3napYj2AwsKCS9tLzAxcmZwcwovCh1zb2x2ZW50IGluIGNoZW1pY2FsIHJlYWN0aW9uc9qliPYDCgoIL20vMDlia2IM&sxsrf=APq-WBvOgLOEVmgzJiFzGvu8W21nZTZsAg:1650008704643&q=immunosuppressive+drugs&tbm=isch&sa=X&ved=2ahUKEwiaoN21yZX3AhXbQ_EDHZcxAF4Qwg4oAHoECAEQMg&biw=1366&bih=600#imgrc=vh89vgDkHNienM

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 15/04/2022 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s