RSS

საზოგადოების ცნობიერების დეფიციტი

15 აპრილი

ხატია კაციაშვილი

„დაბრკოლებებს ქუჩებში ყოველდღიურად ვაწყდები. ხშირად ავტომობილები ტროტუარზეა გაჩერებული, ზოგან არასწორად არის დამონტაჟებული ბორდიულები, გადასასვლელზე პანდუსები არ არის დამონტაჟებული”, – გვეუბნება ნანა ნოღაიდელი, რომელიც 20 წელია ეტლით სარგებლობს.

რა პირობებში უწევთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გადაადგილება, ადაპტირებული ინფრასტრუქტურის არ არსებობა დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება. გაუმართავი შუქნიშნების და პანდუსების სიმცირის გამო ქუჩაში მოძრაობა მათთვის სახიფათოა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა კი დამოუკიდებლად თითქის შეუძლებელია. სიტუაცია კიდევ უფრო მძიმეა რეგიონებში.

„არ მჭირდება ტრანსპორტი, რომლითაც ვერ ვისარგებლებ, ამ ტრანსპორტით უნდა ისარგებლოს სმენა დაქვეითებულმაც, უსინათლომაც შესაბამისად აუცილებლად უნდა  იყოს  ტაბლო, რომელზეც დატანილი იქნება გაჩერებები, ასევე უნდა იყოს გახმოვანებული, რომ შევძლოთ ვიღაცის დახმარების გარეშე დამოუკიდებლად გადაადგილება”, – ამბობს ნანა ნოღაიდელი როცა საზოგადოებრივ ტრანსპორტით სარგებლობაზე საუბრობს. თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი უკვე ადაპტირებულია, ეს არ არის საკმარისი რაოდენობა და დედაქალაქის გარდა ყველგან პრობლემად რჩება ეტლით მოსარგებლეთა გადაადგილება საზოგადოებრივ  ტრანსპორტში, რადგან ის არ არის შშმ პირებისთვის ადაპტირებული.

საზოგადოებრივი ცნობიერების დეფიციტის გარდა, ეტლით მოსარგებლეები სახელმწიფო უწყებების მხირდან არასაკმარის კომუნიკაციაზეც საუბრობენ.

ნანა ნოღაიდელი მიიჩნევს, რომ მედიის როლი მნიშვნელოვანია რათა  საზოგადოებაში ცნობიერების დონე ამაღლდეს.

„ასევე მედიამ რაიმე კონკრეტული პროექტის განხორციელებამდე გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებები უნდა მოისმინოს. ქალაქში რომ კომპლექსური პრობლემებია ამას მერიაშიც აღიარებენ, კეთილ მოწყობის სამსახური არაადაპტირებულ გარემოს დედაქალაქის რელიეფსა და ძველ მშენებლობებს უკავშირებს, თუმცა გამოსავლად ახალი პროექტები გვესახება რომლებშიც საზოგადოება ხედავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე ადამიანების მონაწილეობას”, – გვეუბნება ნანა, რომელიც თავად ამგვარ პროექტშია დასაქმებული – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ახალგაზრდულ ორგანიზაციაში, „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის”. მიუხედავად არსებული პრობლემებისა ნანა ცდილობს გაუმკლავდეს ყოველდღიურ დაბრკოლებებს და განაგრძოს კარიერული წინსვლა ასევე ის ეხმარება შშმ ახალგაზრდებს და ბავშვებს ადაპტაციაში. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სოციალური ინკლუზია. საქართველომ მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის რატიფიცირება, თუმცა ადგილობრივი კანონმდებლობა ჯერ კიდევ არ არის შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან.

ფსიქოთერაპევტის ნინა ვახანიას (გვარი შეცვლილია) აზრით, ხშირად შშმ პირები ხდებიან სხვა და სხვა სტერეოტიპების მსხვერპლნი.

„საზოგადოებაში ჩამოყალიბდა სტიგმები, რომლებთანაც ბრძოლა უწევთ, მაგალითად: შშმ პირი დაკარგულია საზოგადოებისთვის, არ შეუძლია საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეების კეთება. შშმ პირს  არ შეუძლია საკუთარი თავის მოვლა. შშმ პირს/პირმა არ შეუძლია/არ უნდა მართოს მანქანა. ზემოღნიშნული სტიგმები დაკავშირებულია სხვადასხვა განწყობებთან. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ნეგატიური დამოკიდებულება/გაუცხოება/აგრესია. ერთ-ერთ ასეთ დამოკიდებულებას წარმოადგენს უარყოფა, რომლებიც შესაბამის აგრესიულ ქცევაში ვლინდება. არის კატეგორია ადამიანებისა, რომელიც საერთოდ არ ცნობს, პირიქით აღიზიანებს თუ სადმე შშმ პირი დაინახა. მინდა განსაკუთრებით ავღნიშნო ის, რომ შეცოდება/სიბრალული და გადამეტებული ზრუნვა  შშმ პირთა მიმართ არ არის სასურველი, ასეთი ქცევა უფრო მეტად იწვევს აგრესიას. ემოციური შინაარსის მქონე სტიგმა უმეტესად უყალიბდებათ იმ პირებს, ვისაც არ აქვს უშუალო, ინტენსიური კონტაქტი შშმ პირთან ან მისი ოჯახის წევრთან. ამასთან, შეცოდებას შესაძლოა თან ახლდეს საკუთარი თავის ან ოჯახის წევრების, როგორც არა შშმ ჯგუფის წევრების, უპირატესობის შეგრძნება“, – ამბობს ფსიქოთერაპევტი ნინო ვახანია.

ფოტო აღებულია: https://on.ge/story/94552-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D-%E1%83%A8%E1%83%A8%E1%83%9B-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 15/04/2022 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s