RSS

ნარკოტიკების მსხვერპლნი უმეტესად არასრულწლოვნები არიან

15 აპრილი

თიკა გურაშვილი

„მიჭირს მშვიდად საუბარი საზოგადოებათან, თუ არ ვიმყოფები ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ, ამ დონემდე ნარკოტიკების მცირე დოზების მიღებამ მიმიყვანა, ახალგაზრდებს მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ ჯანმრთელობისათვის მსგავსი მავნებელი ნივთიერებების მიღებისგან“, – ამბობს 25 წლის ახალგაზრდა ბიჭი დავითი (სახელი შეცვლილია), რომელმაც უკვე დაიწყო მკურნალობა, რომ თავი  ნარკოდამოკიდებულებას დააღწიოს.

„უამრავი ახალგაზრდა იღუპავს თავს ნარკოტიკებით. ნარკოტიკების მსხვერპლნი კი უმეტესად არასრულწლოვნები არიან, რომლებმაც ისიც კი არ იციან თუ რა საშიშროების მომტანია ეს მათთვის“, – ამბობს სიღნაღის რაიონის სოფელი ტიბაანის ექიმი თეა ათანელიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობს ნარკოდამოკიდებულებთან. მისი თქმით, ნარკომანიით დაავადებულებს უჭირთ იოლად თავის დანებება  ასეთ ნივთიერებებზე და უმეტესად ისინი დიდ სირთულეებს გადიან გასაკურნად.

ერთ-ერთი პირი, რომელიც განიკურნა ნარკომანიისგან აღნიშნავს, რომ როდესაც ნარკოტიკული ნივთიერებების მცირე დოზის მიღება დაიწყო და გადაწყვიტა თავის დანებება ძალიან ცუდად გახდა. ვერ სცნობდა საკუთარი ოჯახის წევრებს და არამარტო საკუთარ თავს მიაყენა ზარალი, არამედ ოჯახის წევრებზეც ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინა. მისი ოჯახის წევრები აღნიშნავენ, რომ მათი შვილი რასაც მუშაობდა მთლიან თანხას ნარკოტიკულ ნივთიერებებში ხარჯავდა. დაზარალებულმა არ გაგვიმხილა თუ საიდან შოულობდა იგი ნარკოტიკებს.

„ნარკოდამოკიდებული ადამიანები რეაბილიტაციას სწეციალურ კლინიკაში გადიან, რომელიც თბილისში მდებარეობს,“ – ამბობს ფსიქოლოგი ლია ხაინდრავა. ის გვესაუბრა რა რეაქციას იწვევს ადამიანის ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენება და რა უკუჩვენებები ახასიათებს მას.  2011 წლის მონაცემებით, კვირის პალიტრა წერს, რომ მსოფლიოში 11,3 მილიონი ადამიანი წელიწადში 340 ტონა ჰეროინს მოიხმარს. რომლის 90 პროცენტი ავღანური წარმოშობისაა. ნარკომანია დღეს-დღეობით მწვავე პრობლემას წარმოადგენს. საქართველოში წელიწადში მოძრაობს 9-10 ტონა ჰეროინი, როგორც სხვა განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყნებში, საქართველოშიც მრავალი ადამიანი იღუპება ქიმიურად აქტიურ ნივთიერებებისაგან, რომელიც სპეციპიკურ გავლენას ახდენს ადამიანის  ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და რაც ყველაზე სამწუხაროა, დაღუპულთა შორის არიან მოზარდებიც. ნაშრომში „ნარკოვითარება საქართველოში, 2016-2017 წ.წ.“, რომელზეც მუშაობდნენ საავტორო ჯგეფი, წერია, რომ სამედიცინო დაწესებულებაში 78 პროცენტი სწორედ ჰეროინის მომხმარებელია. ყოველივე ამასთან ერთად იზრდება ისეთი დაავადებების საშიშროება, როგორიცაა შიდსი და სხვა… დღეს-დღეობით არსებობს კანონი ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, რომლის მიზანიცაა თავი აარიდოს ნარკომანიის გავრცელებას, კერძო, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების დაცვას ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელთა და ნარკოტიკული საქმიანოობის ხელშემწყობთა ხელყოფისაგან, აგრეთვე  ნარკოტიკული საშუალებების გავრცელებისა და მოხმარების პრევენციას. ის ადამიანი რომელიც ვაჭრობს ნარკოტიკული ნივთიერებებით თავისუფლების აღკვეთით ისჯება 5 წლით. სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე წინა წლებთან შედარებით იკლო ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელთა რიცხვმა. საქართველოს ჯანდაცვის ინფორმაციით, რომელიც გამოქვეყნდა „ეროვნულ მოხსენებაში – საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“ წერია, რომ 2013 წელს 12, 274 ადამიანი მოიხმარდა მათ ხოლო მომდევნო წლებში 4-ჯერ შემცირდა მომხმარებელთა რიცხვი.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 15/04/2022 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s