RSS

მარტოხელა – კატა, რომელიც ქალს უსმენდა

21 მარ

გამომცემლობა “ჩემი გამომცემლობის” კიდევ ერთი წიგნი “კატა, რომელიც ქალს უსმენდა” დაისტამბა, ამჯერად ავტორი ფსევდონიმითაა წარმოდგენილი – მარტოხელა… წიგნი პანდემიის დროს არის დაწერილი… იმედია, წიგნი მკითხველის სიყვარულს დაიმსახურებს. ყდის დიზაინერი გიორგი ქარქაშაზე. წიგნის რედაქტორი: ინგა გამსახურდიშვილი. ინგა გამსახურდიშვილი წიგნის რეცენზენტი: მაგდა ჩინიჯიშვილი Magda Chinijishvili

❓ ვინ არის მარტო-🌳-ლა?

❓ რა იმალება ფსევდონიმის უკან?!

🙎🏼🐈 რატომ უსმენს კატა ქალს?

👁‍🗨უიმედობა, დაცემა, აღდგომა, კათარზისი და, რაც მთავარია, სიყვარული!

📌წიგნი “კატა, რომელიც ქალს უსმენდა” შეგიძლიათ შეიძინოთ ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში!

“როცა ეს წიგნი პირველად გადმომიგზავნა ავტორმა, ჯერ კიდევ ნაბეჭდ ფორმატში, თან მკითხა? – იყო თუ არა ეს მხატვრული ლიტერატურა და ღირდა თუ არა მისი წარდგენა მკითხველის წინაშე.

ჩემი შეფასება, ლიტერატურის მიმართ დიდი ხანია ასეთია: თუ წერის სტილთან და ტექნიკასთან ერთად ავტორი გაგრძნობინებს, რომ მის მიერ დაწერილი წიგნი სიმართლეა… რომ ეს ამბავი შენს ცხოვრებაშიც მომხდარა, ისევე როგორც სხვების ცხოვრებაში, მაშინ ეს ამბავი აუცილებლად უნდა მივიდეს მკითხველამდე. მკითხველმაც უნდა იგრძნოს, რომ მასავით სხვებსაც სტკენია, სხვების ცხოვრებაშიც იყო უიმედობა, დაცემა, აღდგომა, კათარზისი და, რაც მთავარია, სიყვარული. ეს პროცესი, მკითხველისთვის შვების მომგვრელია – ის იღებს გამოცდილებას და ასევე, შვებისმომგვრელია – ავტორისთვისაც, ის ხომ უშურველად გასცემს ამ გამოცდილებას…

წიგნის თემატიკაო, ალბათ ბრძანებთ?- ცხოვრება! ყველაზე მოკლედ ასე შეიძლება მოვუყაროთ ერთად თავი თემატურ ნიუანსებს და დეტალებს. თუმცა, მაინც გამოვყოფდი ერთ მნიშვნელოვან დეტალს მთლიან ჯაჭვში: ქალმა რომელმაც ძალიან ბევრი გადაიტანა და გამოსცადა ცხოვრებაში, რომელმაც უამრავი ტკივილი გამოიარა და ძალიან, ძალიან ბევრ სხვადასხვა ადამიანთან ჰქონდა შეხება, თავის მთავარი ამბის მსმენელად მხოლოდ კატა დარჩა… კატა, სიმშვის და სითბოს, უანგარო სიყვარულის სიმბოლო, რომელიც განკიცხვის გარეშე ისმენს საყვარელი პატრონის თავგადასავალს და მიუხედავად ადამიანური მარცხების თუ გამარჯვებებისა, ბოლომდე რჩება მისი ერთგული…

…უბრალოდ გეტყვით! მე ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ გამიჩნა შეგრძნება, რომ წიგნის მთავარი პესონაჟი ჩემს სულშიც იჯდა. ძალიან მომინდა, კატა მყოლოდა…

თქვენ, ვისაც გიყვართ სხვისი ცხოვრებისეული მაგალითებით ისწავლოთ საკუთარი  ცხოვრება, აუცილებლად წაიკითხეთ ეს წიგნი და შემდეგ ჩემსავით ბევრი იფიქრეთ!” – წერს ჟურნალისტი მადგა ჩინიჯიშვილი.

წიგნში ასახულია ფაქტობრივად ყველა ის სოციალური პრობლემა, რომლის წინაშედ გდას დღევანდელი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. ასევე საუბარია უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შესახებ… მკითხველს სხვა საინტერესო ამბავთან ერთად, ელის კატის და ქალის შეგრძნებების გაცნობაც. ასე, რომ იმედია, წიგნი მკითხველის სიყვარულს და მხარდაჭერას დაიმსახურებს…

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 21/03/2022 დუიმი უკატეგორიო

 

დატოვე კომენტარი