RSS

მივიწყებული ქალაქის არქიტექტურული საგანძური

15 დეკ

 ნინა ლორთქიფანიძე

ნიკო ნიკოლაძის მოდერნიზებული საპორტო ქალაქი, ჩვენი ისტორიული ფაზისის, არქიტექტურული საგანძური განადგურების პირასაა. 1894 წელს დაწყებული აღმშენებლობა, რომელშიც  მონაწილეობა ევროპელმა არქიტექტორ-დიზაინერებმა მიიღეს ნადგურდება, მისი რეაბილიტაციისა და აღმშენებლობის ბიუჯეტი კი ქალაქში, სადაც რამდენიმე ათეული ოფიციალური მილიონერი ცხოვრობს, დღემდე ვერ მოიძებნა.

  ფოთის ურბანული დაგეგმარება და არქიტექტურული განვითარება სრულად პუბლიცისტსა და საზოგადო მოღვაწე ნიკო ნიკოლაძის სახელთანაა დაკავშირებული. ფოთს ხშირად ადარებენ პარიზს, კერძოდ კი მის სივრცით მოწყობას. ციურიხის უნივერსიტეტ დამთავრებული ნიკოლაძე სამშობლოში დაბრუნდა და პირველი მაშტაბური პროექტიც ჭაობში არსებულ ქალაქს მიუძღვნა. მან 1867-74 წლებში ამიერკავკასიაში პირველი თბილისი-ფოთის რკინიგზა ააგო. ქალაქს რომელსაც ჭაობი ჭამდა, ნიკოლაძემ წალკოტად გადააქცია და იგი ევროპული სტანდარტების მქონე პატარა ქალაქად გადააქცია.

 ააშენა ხიდები, დააშრო ჭაობი და დაიწყო მისი განაშენიანება. თუმცა, აქვე მინდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მან ყველაზე დიდი ყურადღება ნავსადგურის მშენებლობას დაუთმო, ვინაიდან იმთავითვე ნათელი იყო ფოთის ეკონომიკური პოტენციალი.

  ქალაქი ფოთი, 1901 წელს ნიკო ნიკოლაძის მიერ შემუშავებული პროექტის მსგავსად აშენდა, რომელიც მაშნდელმა საბჭომ დაამტკიცა და მშენებლობა 1902 წელს  დაიწყო.  ნიკო ნიკოლაძის ინიციატივით პარიზის ბულვარის დაგეგმარების მსგავსად აშენდა, რომელიც გერმანელმა არქიტექტორმა, ედმუნდ ფრიკმა დააპროექტა.  ცენტრალური ბიზანტიური საკათედრო ტაძრის ირგვლივ 12 ქუჩა გადის, რომელსაც 12 წმინდანის სახელი ჰქვია.

ედმუნდ ფრიკმა ქალაქში დააპროექტა ისეთი შენობები როგორიცაა: ფოთის საქალაქო ბიბლიოთეკა, ყრუ-მუნჯთა საზოგადოების შენობა, სახელმწიფო ისტორიის მუზეუმი, სასტუმრო ბრისტოლი და ასევე სხვა მრავალი საცხოვრებელი სახლი.

ჟამთა სვლამ ქალაქის იერსახე შეცვალა. ნიკო ნიკოლაძისეული ევროპული პატარა ქალაქი კი უბრალო ქალაქად გადააქცია. ევროპული არქიტექტურა გაპარტახდა და დღეს ამ დიდებულ მემკვიდრეობას კვლავ ჭაობი ჭამს.

ფოთში 69 ისტორიული მნიშვნელობის არქიტექტურილი შენობაა, რომლის რეაბილიტაციისთვის ქვეყნის ერთ-ერთ უმდიდრეს ქალაქში ბიუჯეტი წლებია ვერ მოიძებნა, კვლავ საჭიროებს შველას. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ცოტაოდენი წინსვლა შეინიშა, ვინაიდან მერიამ დააანონსა ორი კულტურილი მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენითი სამუშაოების შესახებ, რომელსაც „საქართველოს ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი“ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ახორციელებს. უკვე  რეაბილიტირდა თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – მხატვართა სკოლა.  მეორე ძეგლი, რომლის რეაბილიტაციაც კვლავ მიმდინარეობს არის, ყოფილი უშიშროების შენობა, სადაც გახსნის შემდეგ მხატვართა სახლი განთავსდება.

აღნიშნული ძეგლების რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არა საკმარისი, ვინაიდან ქალაქში რომლის ცენტრშიც ამდენი მნიშვნელოვანი კულტურილი მნიშვნელობის ძეგლია სახელმწიფოსგან მეტ ყურადღებას იმსახურებს.

გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს მივიწყებული ქალაქიდან:


 ,,დაკარგული სული“  – ყოფილი უშიშროების შენობა

  ,,მივიწყებული ფაზისი“-  განადგურებული

ტელეკომპანია ,,ფაზისის“ შენობა

 ,,სამკითხველო-მკითხველის გარეშე“- ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე, ნიკო ნიკოლაძის დროს აშენებული ბავშვთა ბიბლიოთეკის მივიწყებული შენობა, ე.წ. საჯარო სამკითხველო.

,,მივიწყებული კოლხეთის, ისტორიის მუზეუმი“,  ვინმე, ვაჭარ,  ომერი ავგენინოს საცხოვრებელი სახლი, გადაკეთებული კოლხური ისტორიის მუზეუმად.  კოლხეთის ისტორიის მუზეუმიც.

 ,,დავიწყებული ლოტბარი“, გამოჩენილი ქართველი ლოტბარისა და მოღვაწის ძუკუ ლოლუას სახლი.

 ,,მიტოვებილი რესტორანი“, ნიკო ნიკოლაძის სანაპიროზე.

 ,,მიტოვებული სანაპირო“, მალთაყვის სანაპირო ზოლზე აშენებული ნაგებობაა, რომელშიც ძველად განთავსებული იყო, კაფე-ფარები, საშხაპეები და მოსასვენებელი ზონები დამსვენებელისთვის.

ფოტოები ავტორის

 
2 Comments

Posted by on 15/12/2021 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

2 responses to “მივიწყებული ქალაქის არქიტექტურული საგანძური

  1. ნიკა

    28/02/2022 at 12:51

    უკაცრავად შეიძლება ფოტოები რომლებიც თქვენ გამოიყენეთ გამოვყენო პროექტში?
    სტატია ძალიან მომეწონა.
    გმადოლბთ ყურადღებისთვის.

     
    • ekofact

      28/02/2022 at 13:10

      კი ბატონო, საავტორო უფლებების დაცვით

       

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s