RSS

მედიატური ქედასა და აბაშაში

30 ნოე

რამდენიმე დღის წინ, CENN-ის პროექტის – „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისთვის“ ფარგლებში, ქედისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში მედიატური გაიმართა. მედიატურის მიზანი იყო, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შეშის ალტერნატიული ენერგიის მოხმარებისა და წარმოების გაცნობა დაინტერესებული მხარეებისთვის.

ასევე, ზოგადი ცნობიერების ამაღლება ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიების მიმართულებით. ტურის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა მოინახულეს ქედის მუნიციპალიტეტის სკოლები, რომლებიც პროექტების – „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისთვის“ და „EU-Keda” ფარგლებში ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით აღიჭურვა. ასევე, მედიის წარმომადგგენლები აბაშაში არსებულ სს „მარანის“ ენერგო პლანტაციებს ესტუმრნენ.

შეგახსენებთ, რომ პროექტი მესამე წელია, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის/Austrian Development Cooperation (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, CENN- მა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, გააუმჯობესა ქედის მუნიციპალიტეტის ყველა (66) საჯარო სკოლა ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით, როგორიცაა მზის ფოტოვოლტაიკური ბატარეები, მზის წყლის გამათბობლები, ბიომასის გამათბობლები, ენერგოეფექტური ღუმელები და სხვ. ასევე, CENN თანამშრომლობს და მხარს უჭერს შპს „მარანს“, რომელიც აწარმოებს სწრაფმზარდ ალვის ხეებს და ასევე გეგმავს აბაშაში ბრიკეტების ქარხნის დაარსებას CENN-ის მხარდაჭერით, რაც ადგილობრივ დონეზე დასაქმების მეტ შესაძლებლობას შექმნის და რეგიონში ბრიკეტების ბაზარს გააძლიერებს.

ჟურნალისტები გაეცნენ საჯარო სკოლებში განახლებულ ენერგეტიკულ სისტემებს და შეხვდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ქედის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებს. გაეცნენ სამომავლო გეგმებზე რეგიონში განახლებადი ენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებით;

ჟურნალისტებისთვის საინტერესო იყო, ასევე სკოლებში არსებულ “ეკოკლუბებთან შეხვედრა”. მათი აზრით, ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლება ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიების მიმართულებით, მნიშვნელოვანია, რადგან ისინი, ფაქტობრივად, დესპანები ხდებიან საზოგადეობისთვის, რომ ამ კუთხით რადიკალურად შეიცვალოს მოსახლეობის აზროვნება. თავად ჟურნალისტები კი ფიქრობენ, რომ რაც უფრო ხშირად გააშუქებს მედია ეკოლოგიურ და გარემოსდაცვით საკითხებს, მით უფრო ნაკლები ზიანი მიადგება, როგორც გარემოს, ასევე სახელმწიფოს.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 30/11/2021 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s