RSS

ოშოს კიდევ ორი წიგნი “ჩემი გამომცემლობიდან”

22 ნოე

გამომცემლობამ “ჩემი გამომცემლობა” გამოსცა, მისტიკოსი ოშო რაჯნიშის კიდევ ორი წიგნი “ზარატუსტრა: გზა აღმასვლისკენ” და “ზარატუსტრა: მოცეკვავე ღმერთი”. ოშოს „ზარატუსტრა: გზა აღმასვლისაკენ“ საუბრები ფრიდრიხ ნიცშეს წიგნზე „ასე იტყოდა ზარატუსტრა“.

ოშოს მთარგმნელის აზრით, ეს არის წიგნი, რომელსაც ადამიანების მხოლოდ ერთი პროცენტი თუ გაიგებს, ის, ვინც უზომოდ გონიერი და ჭკვიანია. „როგორც ნიცშეს „ასე იტყოდა ზარატუსტრა“ ვერ გაიგო ადამიანთა უმრავლესობამ, ვფიქრობ, რომ ზუსტად ასე ვერ ჩასწვდება ამ წიგნს ბევრი, თუმცა, რომ გაიგოს და გაიაზროს მისი შინაარსი, რთული და გაცნობიერებული გზა უნდა გამოიაროს. და რაც მთავარია, ძალიან ნაკითხი უნდა იყოს“, – ამბობს წიგნის მთარგმნელი, ოლიკო ცისკარიშვილი. წიგნის რედაქტორია ინგა გამსახურდიშვილი, ინგა ასევე მეორე წიგნის რედაქტორიცაა “ზარატუსტრა: მოცეკვავე ღმერთი”.

ორივე წიგნის შეძენა მკითხველს შეუძლია “ბიბლუსის” წიგნის მაღაზიათა ქსელში, რუსთაველის 16-ში და დადიანის 22/24-ში.

“ჩემი გამომცემლობა” განაგრძობს მკითხველისთვის მუშაობას და უახლოეს მოამავალში საინტერესო წიგნებით გაგანებივრებთ.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 22/11/2021 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s