RSS

ბლოგი იმაზე, თუ როგორ ვერ გადავიღე აჭში წმინდა გიორგის ფრესკა

09 აგვისტო

ამ ადგილზე უნდა ყოფილიყო წმინდა გიორგის ფრესკა, რომელსაც გველეშაპი დაბმული ყავს

გადავწყვიტე ბლოგი დამეწერა…

გურიაში პირველად ვიყავი… ამ წელს ზოგადად, პირველად გავედი ქალაქიდან, უბნიდან, სახლიდან… რეგულაციებისა და კიდევ ბევრი პრობლემების გამო, ვეღარც ეკოფაქტზე ვწერ… თუმცა ვინც წლების განმავლობაში თვალს ადევნებდა ეკოფაქტს, ფაქტობრივად, ტურიზმის განვითარებაზე ეკოფატმა დაიწყო მუშაობა. მეც დავდიოდი და ვიღებდი და ვწერდი ტურისტულ ადგილებზე, ეკლესიებზე, ეკოტურიზმზე და ა.შ. და ა.შ.

გურიაში დგას აჭის ეკლესიად წოდებული, მე-12-13 საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ძეგლი, სადავ უიშვიათესი ფრესკებია შემონახული. ერთ-ერთ ფრესკაზე გამოსახულია წმინდა გიორგი და დაბმული გველეშაპი. ეს ფრესკა ჩემი აზრით, არის სიკეთის, დიდსულოვნებისა და შემწყნარებლობის გამომსახველი… სწორედ, ამ ფრესკის გადაღებას ვაპირებდი, როცა კეთილშობილმა, ცისფერთვალება მონაზონმა (ვერ ვერკვევი მათ რეგალიებში) უარი მითხრა გადაღებაზე. როცა ვკითხე, რატომ არ შეიძლება გადაღება, მითხრა, რომ ფრესკა გაფუჭდებოდა. ვცდილობ ავუხსნა, რომ ფრესკა მხოლოდ მაშინ დაზიანდება, თუკი მაშუქით, ე.წ. ვსპიშკით გადავიღებ… მისი კეთილშობილება მაშინვე გაქრა და ხმამაღალი ტონით, თითქმის ყვირილით მიხსნის, რომ გერმანელმა დოქტორმა, რომელმაც ალბომი გააკეთა, მკაცრად გააფრთხილა, რომ არავის არ უნდა გადაეღო ფრესკები, იმიტომ რომ დაზიანდება და ეს გადაწვეტილება, არის საპატრიარქოში შეთანხმებული…. როცა ყვირილს არ მორჩა ვთხოვე: მე ხომ გისმინეთ, ეხლა მეც მომისმინეთ თუ შეგიძლიათ და დადგა მორჩილად… და ვცდილობ ავუხსნა: იცით, მეც დოქტორი ვარ და წლებია ფოტოგრაფიაში ვმუშაობ, ასევე მაქვს ბლოგი, სადაც ეკლესიებზეც ვწერ. და მინდა ეს ფრესკა ბევრმა ადამიანმა ნახოს. ორი წიგნი მაქვს გამოცემული ზუსტად ფოტოგრაფიაზე, სადაც სხვებს ვასწავლი, როგორ უნდა გადაიღონ ამა თუ იმ სიტუაციაში… – არა… შეუვალი იყო… თუმცა ბოლოს მითხრა – თუ სტატიისთვის გინდათ, ბროშურა წაიღეთ, იქაა ფოტოები… მგონია რომ ბროშურა უფასოა. მაწვდის ბროშურას და თან ფასს ამატებს – შვიდი ლარი… ეხლა მე გავხვდი შეუვალი და ვცდილობ, რომ ყვირილი არ დავიწყო… არ ვიყიდი, რატომ უნდა ვიყიდო ვიღაცის გადაღებული ფოტოები… ლოგიკას რომ მივყვეთ, ჩემი მაშუქით გადაღებული ფოტოები თურმე ზიანს მიაყენებს ფრესკას და იქ ანთებული სანთლები საერთოდ არ აყენებს ზიანს ძველ უნიკალურ ფრესკებს…

საბედნიეროდ, ეზოში მამაო შემოვიდა, რომელმაც როგორც შეძლოს ისე ამიხსნა – იმ გერმანელს თურმე საავტორო უფლებები აქვს ამ ფრესკებზე… მიკვირს, როგორ შეიძლება საავტორო უფლებები ქონდეს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, ჩემი ქვეყნის ძეგლზე… რა ლოგიკაში ჯდება ეს? ტაძარიც და მასზე განთავსებული ფრესკებიც არის ჩვენი, შენი, ჩემი, ჩვენი – ჩვენი ისტორიაა და ჩვენი აწმყოა… როგორ შეიძლება საავტორო უფლებები საერთოდ, ვინმეს ჰქონდეს… საავტორო უფლებები მხოლოდ მის გადაღებულ ფოტოებზე ვრცელდება და არა ტაძრის კედლებზე მოხატულ ფრესკებზე… ამას დავწერ – ვპირდები, – ხო, დაწერ, ჟურნალისტები, ხომ ეკლესიას ებრძვიან… არ ვიცი სხვა რას ებრძვის მე სიბნელეს ვებრძვი და ზუსტად ვიცი, ჩვენი ქვეყნის პრობლემა – გაუნათლებლობააა. მავანს არ აწყობს განათლებული და თავისუფალი ადამიანები, მერე ხომ მორჩილებაში ვეღარ იყოლიებს მათ.

უმწეო ვარ… ჩემს ქვეყანაში უმწეო ვარ… და ვფიქრობ: ეკლესიის მსახურები მორჩილები არიან ეს ხომ ბნელი მორჩილებაა, მონური მორჩილება, ვიღაცა გეტყვის, რომ არ შეიძლება და მორჩა, შენც ემორჩილები… და რატომ არ შეიძლება კითხვაც კი არ გიჩნდება… სწორედ, ეს მონური მორჩილება რომ გაღუპინებთ თავებს, საზოგადოებას, ქვეყანას… ეს მხოლოდ ერთი ფოტოს ამბავს ეხება და წარმომიდგენია გლობალურ მასშტაბებში რა ხდება… არა მგონია ქრისტე მხოლოდ მორჩილებას ქადაგებდეს. ქრისტე სიყვარულს, თავისუფლებას, შემწყნარებლობას ქადაგებს… სწორედ ისეთ სიყვარულს, თავისუფლებას და შემწყნარებლობას – აჭის წმინდა გიორგის ეკლესიის ფრესკაზე რომ არის გამოსახული: წმინდა გიორგი გველეშაპს კი არ კლავს – დაბმული ყავს…
აქ უნდა იყოს იმ ფრესკის ფოტო, რომლის გადაღებასაც ვცდილობდი…

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 09/08/2021 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s