RSS

ორიოდე სიტყვა “რიონის მცველებსა” და ჩვენზე…

25 მაისი

პროტესტის ასსამოცდამერამდენეღაცა დღე იყო, როცა რიონის მცველები დაარბიეს და მაშინ დავწერე – „ნეტა, ბოლომდე გაუძლოს ვარლამ გოლეთიანმა, ნეტა, არ დაეცეს სულით… ნეტა, რიონის მცველებმა ყველამ გაუძლოს…“ არ ვიცნობ ვარლამს, მაგრამ აღფრთოვანებული ვარ მისი და მისი მომხრეების სულისკვეთებით. არ ვწერდი ნამოჰვანზე, რადგან არ ვიქნებოდი სინდისთან მართალი ისე დამეწერა, რომ ადგილზე არ ჩავსულიყავი. მუდამ იმას ვცდილობ, რომ ობიექტურად შევაფასო მიმდინარე მოვლენები და თუ ჩემი თვალით არ ვნახე და ჩემი ყურით არ გავიგონე, არ ვწერ, რადგან ხშირად მინახავს ინტერპრეტაციით გადმოცემული ამბები, სულ სხვა ამბავს რომ გვიყვებოდა.

ამიტომ არ ვწერდი ნამოჰვანზე აქამდე, თუმცა მანამდე ძალიან ბევრი ჰესის თემაზე დამიწერია, და ზოგჯერ კი მხოლოდ მე მიწერია. ისიც მინდა ვთქვა, რომ დღიდან პროტესტისა თვალს ვადევნებ მიმდინარე მოვლენებს. მანამდე კი წლების განმავლობაში ვწერდი იმაზე, რომ გიგანტური ჰესების მშენებლობა დამანგრეველია ქვეყნისთვის, რადგან სეისმურად აქტიური ზონაა საქართველო და 60 ათასზე მეტი მოქმედი მეწყერია, რომ აღარაფერი ვთქვა, ქვათაცვენაზე, წყალმოვარდნებზე და ღვარცოფებზე, რომელიც ყოველწლიურად კი არა წელიწადში რამდენჯერმე აქტიურდება და უამრავ პრობლემას უქმნის, როგორც მოსახლეობას, ისე ქვეყანას.

ვარლამს კი იმიტომ ვუსურვე „ნეტავ გაუძლოსთქო“, რომ ამ ქვეყნად, რაც არ უნდა წმინდა კაცი იყო, რაც არ უნდა მართალი და გულანთებული, რაც არ უნდა მართალ საქმეს აკეთებდე, თუ გაგიმეტეს დამთავრებული ამბავია… თუ მოგისიეს ის ადამიანები, რომლებსაც ერთი ხელის მოსმით შეუძლიათ გააცამტვერონ ის, რაზეც დღეების კი არა, ზოგჯერ წლების განმავლობაში იბრძოდი. შეიძლება იქამდეც კი მიგიყვანონ, რომ საქმეზე კი არა, საკუთარ სიცოცხლეზეც თქვა უარი. ასეთი ამბები ჩვენს გარშემო, ჩვენს თანამედროვე სამყაროში ხდებოდა და ხდება კიდეც. ამიტომ კიდევ ვიმეორებ: „ნეტავ გაუძლოს ვარლამმა“…

ის, რაც ახლა ხდება, მის წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლაა, ფსიქოლოგიური ომი, – ზოგი რას აბრალებს და ზოგიც რას…  ზოგი საიდან თითხნის ჭორს და ზოგი საიდან.. და ბოლოს და ბოლოს კმარა!!!

კეთილი ინებოს, იმან, ვინც გაასხვისა ტერიტორიები 99 წლით, ინვესტორს დაუბრუნოს თანხა და ზედ კომპენსაციაც მიაყოლოს… საგამოძიებო ჟურნალისტიკა დღეს კარგად მუშაობს, მოიძიეთ ვინ არიან ამ ამბის სათავეში ჩართული და სრული სიმკაცრით მოეთხოვოს პასუხი იმას, ვინც საქართველოს ტერიტორიებს 99 წლით, ან ასი წლით ასხვისებს…

ხოდა, კიდევ, ყველა რომ ერთდროულად დალაგდით და მორიგ ექსპერტობას ავლენთ – ამჟამად ჰესების აშენება თუ არ აშენების ექსპერტებად იქეცით. თქვენ თქვენი საქმე რომ აკეთოთ არ იქნება ცუდი. ეს ჭირი გვჭირს ქვეყანას, – ყველა ყველაფრის ექსპერტია და რეალურად საქმის გამკეთებელი არავინ. მე კი კიდევ ერთხელ ვიტყვი: ეკოფაქტზე წერის 11 წლიანი გამოცდილებით და იმის იქით კიდევ 19 წელი ჟურნალისტური გამოცდილებით (ადრეც ვწერდი გარემოს დაცვაზე) მენდეთ – გიგანტური ჰესები საქართველოში არ უნდა აშენდეს, არა!!! რადგან საკუთარი თვალით მაქვს ნანახი ჰესები აშენების შემდეგ მიმდინარე პროცესები – ლეჩხუმში, დარიალზე, აჭარაში და ა.შ. და ა.შ. და კიდევ, თუ დაწვრილებით გაინტერესებთ ეს პრობლემა, შებრძანდით ეკოფაქტის პორტალზე, სადაც უამრავი მასალა დაგხვდებათ ამ თემაზე და გაეცანით.

პ.ს. იმ ჟურნალისტებს კი, რომლებსაც არ უმუშავითა გარემოს დაცვით თემებზე, თავი შეიკავონ და ნურც ამჯერად გააშუქებენ ამ პრობლემას, რადგან როგორც ვხედავ ზიანის და მავნებლობის გარდა ვერაფერს აკეთებენ. მიხედეთ იმ თემებს, რომლებზეც აქამდე მუშაობდით.

პატივისცემით,

ოლიკო ცისკარიშვილი

სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 25/05/2021 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s