RSS

ბიომრავალფეროვნების მსოფლიო დღე

22 მაისი

დღეს, ბიომრავალფეროვნების მსოფლიო დღეა. ბიომრავალფეროვნება სხვადასხვა სახეობის ცოცხალი ორგანიზმების ერთობლიობას გულისხმობს. სახეობათა სიმრავლე განაპირობებს ბიომრავალფეროვნებას. ადგილს, სადაც მრავალი სახეობაა თავმოყრილი, ბიოლოგიურად მრავალფეროვანს ვუწოდებთ.

ბიომრავალფეროვნება გულისხმობს ასევე იმ გარემოსა და ლანდშაფტებს, რომლებიც ცოცხალი ორგანიზმების საცხოვრებელ გარემოს წარმოადგენს. 2000 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. მთელ მსოფლიოში ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ბიომრავალფეროვნების დაცვას. უმთავრესია, მოსახლეობას მიეწოდოს ინფორმაცია ფლორისა და ფაუნის ენდემებისა და ბიომრავალფეროვნებაში მათი როლის შესახებ – ამრიგად, მოხდეს ცოდნის ამაღლება და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის გაგება-გააზრება.

საქართველოსთვის დამახასიათებელია ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნება, სახეობათა ენდემიზმის მაღალი დონე და ბიომების იშვიათობა გლობალურ დონეზე. ამ გლობალურად მნიშვნელოვანი ფაქტორების გამო საქართველო როგორც კავკასიის ნაწილი შედის ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის 200 გლობალური ეკორეგიონის ნუსხაში. საქართველოსაც აქვს წითელი ნუსხა – რომელშიც შეტანილია საქართველოში არსებული სახეობები, რომლებსაც გადაშენება ემუქრება. მთლიანობაში, საქართველოს წითელ ნუსხაში, 2010 წლის მონაცემების მიხედვით, შეტანილია 139 სახეობა, მათ შორის – ჯიქი, რომელიც საქართველოში პრაქტიკულად გადაშენდა – ერთადერთი სახეობაა დარჩენილი ვაშლოვნის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. ისეთი სახეობები, როგორიცაა ვეფხვი, ქურციკი და თახვი, უკვე გადაშენებულია.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 22/05/2021 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s