RSS

კონკურსი ახალგაზრდა ბლოგერებისთვის

19 აპრილი

წარმოგიდგენთ ბლოგების კონკურსის აპრილის თემას კატეგორიაში – ლექსიკონი

“როგორ საუბრობენ მეწარმეები? “

როგორი უნდა იყოს ბლოგი?

  • გამართული და მარტივი ენით დაწერილი;
  • კარგად სტრუქტურირებული;
  • არ უნდა აჭარბებდეს 700 სიტყვას;
  • უნდა შეიცავდეს მინიმუმ 5, მეწარმეობასთან ასოცირებული ტერმინოლოგიის გასაგებ ენაზე განმარტებებს;
  • უნდა იყოს არგუმენტირებული და მითითებულ ფაქტებს თან უნდა ერთვოდეს წყაროები.

გამარჯვებული ავტორებს ბლოგები გამოქვეყნდება აპრილის თვეში.

ბლოგების კონკურსის შესახებ

CENN, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გორის, ახმეტისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისათვის აცხადებს 9 თვიან ბლოგების კონკურსს თემაზე – სოციალური და მწვანე მეწარმეობა.

კონკურსის ფარგლებში, ყოველი თვის პირველ რიცხვში გამოცხადდება თვის ბლოგის თემა, მონაწილეებს კი 20 რიცხვამდე ექნებათ დრო, ატვირთონ გამოცხადებული თემის გარშემო ერთი ბლოგი.

ყოველი თვის ბოლოს, სამივე მუნიციპალიტეტიდან გამოვლინდება თითო გამარჯვებული ავტორი, რომელთა ბლოგები აიტვირთება CENN-ის მეწარმეების ბლოგის პლატფორმაზე და გაზიარდება CENN-ის სოციალური გვერდების საშუალებით. ამ სამი გამარჯვებულიდან საუკეთესოს კი გადაეცემა სპეციალური პრიზი.

ბლოგების კონკურსი აქტიური იქნება 8 თვის განმავლობაში (მარტი – ოქტომბერი 2021). ნოემბერში კი ჩატარდება კონკურსის დასკვნითი ეტაპი, რის ფარგლებშიც, 8 საუკეთესო ავტორი ერთი თემის გარშემო შექმნის ბლოგს და ფინალისტობისათვის შეეჯიბრება ერთმანეთს. დასკვნითი ეტაპის გამარჯვებულ ავტორს, რომელიც გამოვლინდება 2021 წლის დეკემბერში, დაუფინანსდება პროფესიული ბლოგის შექმნა და გადაეცემა პლანშეტი.

გადადი ბმულზე და ატვირთე შენი ბლოგი 20 აპრილამდე: https://forms.gle/fWhwVFQPji4cWW9A7

ბლოგების კონკურსი მიმდინარეობს ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან KRDF და Green Lane (სომხეთი) ერთად.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 19/04/2021 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s