RSS

ნამახვანჰესი და პრობლემები

12 აპრილი

ნამაჰვანჰესის წინააღმდეგ რიონის მცველები 169 დღე იბრძოდნენ, 11 აპრილს, მათ პოლიციამ კარვები დაუშალა და გადაადგილების უფლებას არ აძლევენ. ის ადგილი, სადაც პროტესტანტებს კარვები ჰქონდათ გაშლილი, ტრაქტორით გადახნეს. ენკას წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ ტერიტორია კომპანიის საკუთრებაა. აქციის მონაწილეთა უმრავლესობამ ღამე ღია ცის ქვეშ გაატარა.

ცოტა ხნის წინ, პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად, აქციის მონაწილეები ქუთაისისკენ, ენკას ოფისისკენ დაიძრნენ, რათა იქ გააგრძელონ პროტესტი.

“მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს: ხშირად საუბრობენ იმაზე, ნამახვანჰესთან დაკავშირებით რა არის ძირითადი პრობლემა – მიწის გადაცემა, ეკოლოგია თუ ხელშეკრულების შინაარსი. სინამდვილეში, სამივე ეს საკითხი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ზეგავლენას ახდენს ერთმანეთზე.

🔻 კანონმდებლობით, დიდი ჰესის მშენებლობაზე გადაწყვეტილების მიღების მთავარი პროცედურა არის გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რომელიც უნდა მოიცავდეს ამ საქმიანობის აუცილებლობის დასაბუთებას, რაც გულისხმობს დანაკარგისა და მიღებული სარგებლის შედარებას გარემოსდაცვით, კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ ჭრილში (საქართველოს კანონი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“, მუხლი 10. 3.“ზ“). მსგავსი რამ ნამახვანჰესის პროექტთან მიმართებაში არ გაკეთებულა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების (ანუ გარემოზე ზემოქმედების ნებართვის) საფუძველზე უნდა გაიცეს მშენებლობის ნებართვა (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო“). მხოლოდ ამ დოკუმენტების საფუძველზე იქნებოდა ლოგიკური და სამართლიანი, კომპანიისთვის იმ მიწის გადაცემა, რომელზეც მშენებლობა გადაწყდა ზემოხსენებული ორი ნებართვის საფუძველზე.

🔻 ნამახვანჰესზე პროცესი სრულიად საპირისპიროდ, თავდაყირა წარიმართა. საქართველოს მთავრობამ შპს „ენკა რინიუებლზს“, რომელსაც ნამახვანჰესის აშენება სურს, იქამდე დაუდო ხელშეკრულება (ქვეყნისთვის ყოვლად კაბალური) და განკარგულებით რიონის ხეობის მიწები გადასცა, ვიდრე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვები გაიცემოდა. ყველა საფეხურზე იკვეთება კორუფციის ნიშნები. • 2019 წლის თებერვალში „ენკას“ დაევალა ახალი გზშ-ს მომზადება, ახალი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისა და მშენებლობის ნებართვის აღება, ვინაიდან 2015 წელს გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე ჰესის მშენებლობის დაწყება შეუძლებელი აღმოჩნდა (რაც ადასტურებს 2015 წლის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დაბალ ხარისხსა და ხაზს უსვამს მშენებლობის ნებართვის არაობიექტურობას).• 2019 წლის 25 აპრილს ინვესტორსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა ნამახვანი ჰესების კასკადის პროექტის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულება. • 2019 წლის 21 ნოემბერის N2405 მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა/ქონება შპს „ენკა რინიუებლზისთვის“ აღნაგობის უფლებით და პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა.• გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 2020 წლის 28 თებერვალს გასცა.• 2020 წლის 22 აპრილს „სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ“ ქვემო ნამოხვანი ჰესის მშენებლობის ნებართვა დაამტკიცა.

🔻 აქვე აღსანიშნავია, რომ როგორც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ისე მშენებლობის ნებართვა გაცემულია გარკვეული პირობებით, რომლებიც ჯერჯერობით არ არს შესრულებული.

🔻 ამრიგად, მთავრობა გახდა ხელშეკრულების დადებისა და მიწის გადაცემასთან დაკავშირებული საკუთარი გადაწყვეტილებების მძევალი, რამაც განაპირობა ის, რომ როგორ გარემოზე ზემოქმედების შეფასება და მასთან დაკავშირებული ნებართვის გაცემის პროცესი, ისე მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესი, წარიმართა არაობიექტურად და კანონდარღვევებით.

🔻 ნათელია, რომ მიწის გადაცემის, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების და ხელშეკრულების საკითხების ცალ-ცალკე განხილვა არის ნებსით თუ უნებლიედ დაშვებული შეცდომა და დემაგოგია, რომელსაც მიმართავენ ნამახვანჰესის მომხრე სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები.

ფოტო – დათო სიმონიას “ფეისბუქ” გვერდიდან

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 12/04/2021 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s