გამომცემლობა “ჩემი გამომცემლობა” ახალ წიგნებს სთავაზობს მკითხველს. ოშო რაჯნიშის „შეშლილის ჩანაწერები“ და „ადამიანის სიტყვები უსიტყვოდ“ ფაქტობრივად ოშო თავის ცხოვრებაზე გვიყვება. ამ მცირე წიგნის გვერდებზე მკითხველი შეხვდება გასხივოსნებულ ოსტატს, ბრახვან შრი რაჟნიშს. ის გვეუბნება, რომ ჩვეულებრივი ადამიანია, ისეთივე, როგორც ჩვენ, მხოლოდ ერთი განსხვავებით. მისი სახლის ძიება დასრულებულია: მან გამოიღვიძა. ასევე ბრახვანი ამბობს, რომ მან თავისი სიცოცხლე მიუძღვნა იმას, რომ დახმარებოდა სხვებს გამოღვიძების სიხარულის განცდაში. ამ წიგნშივეა დხარმა ჯიოტის, ოშოს ერთ-ერთი სანიასინის დღიურები, სათაურით „ათი ათასი ბუდა“, სადაც მკითხველი სხვანაირ ოშოს გაიცნობს, ისეთს, როგორიც იყო თავის მოწაფეებთან, ადამიანებთან, ბუნებასთან.
წიგნი თარგმნა სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა ოლიკო ცისკარიშვილმა, მისი რედაქტორი კი ირმა კახურაშვილია.
წიგნის შეძენა უკვე შეგიძლიათ თბილისი, რუსთაველის 16-ში; სურვილის შემთხვევაში წიგნს ადგილზე მოგიტანენ ჩვენი თანამშრომლები. (ამოქმედებულია საკურიერო მომსახურება)
მეორე წიგნიც ოშო რაჯნიშის წიგნია „ბუდა: გულის სიცარიელე“ თარგმნა სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა ოლიკო ცისკარიშვილმა, მისი რედაქტორია ინგა გამსახურდიშვილი. „ბუდა: გულის სიცარიელე“ საუბრები ჩატარდა რაჯნიშის საერთაშორისო მისტიციზმის უნივერსიტეტის მიერ გაუტამა ბუდას აუდიტორიაში.
პუნაში, ინდოეთი 8-15 სექტემბერი, 1988 წელს. რედაქტორი კი ამ წიგნზე წერს: „ვინ ხარ შენ, ადამიანო, რას წარმოადგენ ამ უკიდეგანო და ამოუცნობ სამყაროში, რა ფუნქცია გაკისრია და ხარ თუ არა თავისუფალი… ამ ურთულეს კითხვებზე პასუხი ინდივიდუალური და აბსოლუტურად განსხვავებულია. ძალიან რთული აღმოჩნდა წიგნზე მუშაობა, თუმცა რთულზე მეტად – საინტერესო. მან სულ სხვაგვარად დამანახა პიროვნული სრულყოფის გზა. იმედია, საკუთარი არსის შეცნობასა და აღმოჩენაში ეს წიგნი მკითხველსაც დაეხმარება.”
წიგნის შეძენა უკვე შეგიძლიათ თბილისი, რუსთაველის 16-ში; სურვილის შემთხვევაში წიგნს ადგილზე მოგიტანენ ჩვენი თანამშრომლები. (ამოქმედებულია საკურიერო მომსახურება)