RSS

მომხმარებლის უფლებების დღე

15 მარ

15 მარტს მსოფლიო მომხმარებლის უფლებების დღეს აღნიშნავს. სამწუხაროდ,
წლიდან წლამდე იმის გამეორება გვიწევს, რომ საქართველოში მომხმარებელი ძალზე
დაუცველია.


სამომხმარებლო პროდუქტების აბსოლუტურ უმრავლესობასთან მიმართებაში არ არის
დადგენილი უსაფრთხოების ნორმები და არ მიმდინარეობს სახელმწიფო კონტროლი.
მომხმარებლის უფლებებთან დაკავშირებული კანონმდებლობა მნიშვნელოვნად
ჩამორჩება თანამედროვე მსოფლიო პრაქტიკასა და საქართველოში არსებულ გამოწვევებს.
მეწარმე, მომხმარებელთან შედარებით, უპირატეს მდგომარეობაშია ჩაყენებული.
ეკონომიკური საქმიანობის მრავალ სფეროში არ მოქმედებს სახელმწიფო უწყება,
რომელსაც მომხმარებელმა შეიძლება დასახმარებლად მიმართოს, მისი უფლებების
დარღვევის შემთხვევებში.
მართალია, გასული წლის განმავლობაში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების
ფარგლებში, მომხმარებლის უფლებების დაცვის კუთხით მიმდინარე რეფორმები
გრძელდებოდა, თუმცა, ამ მხრივ, გარდამტეხი ცვლილებები არ მომხდარა.
მეტიც, არ არის მიღებული კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“,
რომელზე მუშაობაც 2013 წელს დაიწყო და ორჯერ მოხდა მისი პარლამენტში ინიცირება.
არ ამოქმედებულა უსაფრთხოების კონტროლი სათამაშოებზე, მანქანა-დანადგარებზე,
ინდივიდუალური დაცვის საშუალებებზე და აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობებზე,
რაც 2021 წლის 1 იანვრიდან იყო გათვალისწინებული.
დღემდე არ არის მიღებული ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების კონტროლის
სამთავრობო გეგმა, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წლის ივნისში უნდა წარდგენოდა მთავრობას
დასამტკიცებლად.
მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა პანდემიამ, რომელსაც სახელისუფლებო
სტრუქტურები რეფორმების შეფერხების, ან საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობის
ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ.
ფართოდ გავრცელდა ონლაინვაჭრობა, თუმცა, მსოფლიო პრაქტიკის
საწინააღმდეგოდ, მომხმარებელს არა აქვს უფლება ამ გზით შეძენილი საქონელი დააბრუნოს,
თუკი აღმოჩნდა, რომ ის მის საჭიროებებს არ შეესაბამება და სხვა.
შექმნილი მდგომარეობა ვერ უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების
სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ეკონომიკური ინტერესების დაცვას; ისევე, როგორც
თანამედროვე, მსოფლიო დონეზე კონკურენტუნარიანი ბიზნესის განვითარებას.
ამგვარად, დღევანდელი გადასახედიდან სრულიად გაურკვეველია, თუ როდის
შეიძლება საქართველომ მომხმარებლის უფლებების მსოფლიო დღე იზეიმოს.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას:

  1. სწრაფი და ქმედითი ნაბიჯები გადადგას სამომხმარებლო პროდუქციის
    უსაფრთხოების სრულფასოვანი კონტროლის დასანერგად.
  2. მიიღოს კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“.
  3. დროულად და სრულფასოვნად შეასრულოს მომხმარებლის უფლებების დაცვის
    მიმართულებით ოფიციალურად ნაკისრი ყველა ვალდებულება.
    მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მედიას
    საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში იაქტიურონ, რათა ჩამოყალიბდეს მტკიცე
    საზოგადოებრივი დაკვეთა ქვეყანაში მომხმარებლის უფლებების დაცვის კუთხით შექმნილი
    მდგომარეობის არსებითად გასაუმჯობესებლად, – ნათქვამია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის განცხადებაში, რომელიც გაავრცელეს მომხმარებლის უფლებების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით.
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 15/03/2021 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s