RSS

ადამიანები პანდემიის რეალობაში

25 იან

  

 ია კვარაცხელი

covid19-მა, „მსოფლიო 21-ე საუკუნეში, ახალმა ვირუსმა ადამიანები აიძულა საკუთარი ცხოვრების რუტინა შეეცვალათ. მსოფლიოს მოსახლეობის ცხოვრების წესი მთლიანად შეიცვალა.

უახლესი მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 99.544.213-ია, დაღუპულთა რაოდენობა კი 2.134.525; გამოჯანმრთელებულები 71.325.607 აღწევს, საქართველოში კი ასეთი სურათია: დაინფიცირებულია 253,518 ადამიანი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 242,085; გარდაცვლილთა რიცხვი კი – 3,055; საბედნიეროდ, საქართველოში, დაინფიცირებულთა რიცხვი ნელ-ნელა მცირდება.

(https://www.trt.net.tr/georgian/covid19)https://www.trt.net.tr/georgian/covid19).

პირბადე და სადეზინფექციო ხსნარი ადამიანების განუყოფელ ნაწილად იქცა. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე ადამიანები ერთმანეთისათვის საშიშნი და უცხონი  გახდნენ. საქართველოც არ არის გამონაკლისი, აფთიაქები ყოველდღიურად უამრავი პირბადისა და სადეზინფექციო ხსნარისგან ცარიელდება. მოსახლეობა ცდილობს ყველანაირი წესის ზედმიწევნით დაცვას, თუმცა გამონაკლისები მაინც არსებობენ რომელთაც დღემდე არ სჯერათ ვისურის და აპროტესტებენ ამ ყოველივეს.

„ყოველდღიურად უამრავი ადამიანი შემოდის სხვადასხვა ჩივილითა და მიზეზით, რაღა თქმა უნდა იცავენ არსებულ წესებს, თუმცა რამდენიმე მაინც შემოერევა ხოლმე, რომელთაც პირბადის გაკეთება არ სურს და იძულებულნი ვხდებით მათ შენიშვნა მივცეთ. ამ ტიპის  ადამიანები ძალიან ხშირად შემოდიან და ჩვენც რთულად ვიგერიებთ ხოლმე. ჩემი ძალიან დიდი თხოვნა იქნება ყველას მიმართ, რომ უპირველესად ატარეთ პირბადეები თუ გინდათ, რომ თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას,” – აღნიშნა ერთ-ერთი აფთიაქის წარმომადგენელმა ელენემ.

როგორც მთელ ქვეყანაში, დედაქალაქშიც, საგრძნობლად შეიცვალა მდგომარეობა და მოსახლეობა ახალი რეალობის წინაშე დადგა, რაც დაეტყო ქუჩებსაც. ქალაქში, გარდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტებისა, დაკეტილია უამრავი დაწესებულება, აკრძალულია საქალაქო მიკროავტობუსების გადაადგილება. სასურსათო მაღაზიებში, ბანკებსა და აფთიაქებში მომხმარებლებს შეზღუდული რაოდენობით უშვებენ. ქალაქის ქუჩები თითქმის ცარიელია. ადამიანები ცხოვრების ახალ წესს ნელ–ნელა ეჩვევიან, რაც ძირითადად,  სახლში ყოფნას, გარეთ გასვლის შემთხვევაში კი პირბადითა და რეზინის ხელთათმანით აღჭურვას გულისხმობს.

„ვცდილობთ თანდათან შევეგუოთ იმ აზრს, რომ ამ პანდემიის თავიდან მოსაშორებლად საჭიროა ყველანაირი წესის ზედმიწევნით დაცვა, საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობის დასაცავად. მე თავად ექთანი გახლავართ სამი მცირეწლოვანის დედა. სწორედ, ამიტომ უფრო დიდი პასუხისმგებლობა მეკისრება. ასევე ჩვენ უკვე გადავიტანეთ კოვიდი, რომელიც ვფიქრობ თუ ყველა წესს ზედმიწევნით დაიცავ სულაც არ არის ისეთი საშიში, როგორსაც მოსახლეობა ფიქრობს. პირველ რიგში, აუცილებელია პანიკაში არ ჩავარდეთ. დღეს, ჩემი აზრით, ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ერთმანეთის ნახვისაგან თავი შევიკავოთ, რადგან რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს ერთმანეთს შესაძლოა ძალიან დიდი საფრთხე შევუქმნათ, ამიტომ მოსახლეობას ვთხოვ, რომ თუ გინდათ მალე გავთავისუფლდეთ პანდემიისგან აუცილებელია სახლში ყოფნა,“ – აღნიშნა 35 წლის მარიამმა, რომელიც თბილისში არსებული ერთ-ერთი საავადმყოფოს   ექთანი გახლავთ.

ექიმების კვლევის საფუძველზე, ხშირად ეს ვირუსი ადამიანებში უსიმპტომოდაც მიმდინარეობს  და შესაძლოა უგრძნობლად  ყველანაირი გართულების გარეშე გადაიტანოთ. იმედია, მსოფლიო სულ მალე დაუბრუნდება ძველ ცხოვრებას, სადაც ადამიანური ურთიერთობები ყველაზე მთავარია და პირველ ადგილას დგას.

„ყოველდღიურად უამრავ ადამიანთან მქონდა და დღემდე მაქვს შეხება, ზუსტად ვიცი ბევრ კოვიდიანთანაც, თუმცა მე არაფერი დამმართნია  მუდმივად ვატარებ პირბადეს, ვიყენებ ხელთათმანებსა და სადეზინფექციო სხნარს, ვიცავ ყველა წესს ზედმიწევნით,“ – აღნიშნა 25 წლის ნინიმ, რომელიც თბილისის ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომელია.

„უკვე 70 წლის გახლავართ, გულითა და დიაბეტით დაავადებული. ბოლო ათი წელია წამლებით ვცხოვრობ, შესაბამისად იმუნიტეტიც ძალიან დამიქვეითდა. რაც ეს ვირუსი გამოჩნდა, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ძალიან იშვიათად ვნახულობ რომ კითხოთ მიფრთხილდებიან რამე არ დამემართოს. ერთი სული მაქვს როდის ჩაივლის ყველაფერი რო ჩავიკრა გულში ნორმალურად,“ – გვეუბნება 70 წლის ქალბატონი, რომელიც პანდემიამ, შინ ჩაკეტა.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 25/01/2021 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s