RSS

„სოლიდარობით სავსე ახალი წელი“ თბილისში

03 იან

გიორგი მაკარაშვილი

2020 წელი განსაკუთრებულად რთული წელი იყო კაცობრიობისთვის. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდებოდა, ადამიანების ყოველდღიური ყოფა და აქტიური ცხოვრება, თვეობით სახლში ჯდომამ ჩაანაცვლა, რის გამოც ადამიანებმა დაკარგეს სამსახური. „ბიზნესისა და ადამიანთა უფლებების მართვის ცენტრის“ ინფორმაციით, მსოფლიოს გარშემო სულ მცირე 25 მილიონმა ადამინმა დაკარგა სამსახური. უმუშევრობის მაჩვენელი საქართველოშიც გაიზარდა. „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ ინფორმაციით, 2020 წლის III კვარტალში უმუშევრობა 0.7 %-ით გაიზარდა. ეს ყველაფერი მარტივი შესამჩნევია თბილისის ქუჩებშიც.

წელს, დედაქალაქის საახალწლო სლოგანი „სოლიდარობით სავსე ახალი წელი“ არის. ქალაქის მერის განმარტებით, სლოგანის უკან იმალება სოლიდარობისა და ერთიანობის სურვილი, რომლის გარშემოც უნდა გაერთიანდეს ქალაქის მოსახლეობა და კორონავირუსს არ მისცეს უფლება საახალწლო განწყობას მოერიოს.

„იგივე გვინდა ახლაც, იმიტომ, რომ სოლიდარობაშია ძალა და სოლიდარობაშია გადარჩენა. ჩვენ გვჭირდება ჰაერივით ერთობა, ერთიანი საზეიმო განწყობის შექმნა, კეთილი სიტყვა, კეთილი გულით გაკეთებული საქმეები, რომ ბავშვები არ დაითრგუნონ, მოხუცებმა მიტოვებულად არ იგრძნონ თავი. თბილისელებს დაძაბულობა და შფოთი მოეხსნათ და არამხოლოდ თბილისელებს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ყველა რეგიონში, ყველა რაიონში, ყველა სოფელში და თუნდაც  სულ პატარა საზეიმო განწყობამ დაიკავოს სტრესის ადგილი,“ – რამდენიმე ხნის წინ, განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ქალაქის საახალწლო სლოგანისა და ქალაქის მერის სურვილის მიუხედავად, რომ ყველა გაერთიანდეს დღესასწაულის გარშემო, რეალობა სხვაგვარია. ქალაქში სეირნობისას, შეუძლებელია ყურადღება არ მიიქციოს ასაკოვანმა ადამიანებმა, რომლებიც ტკბილეულსა და სხვადასხვა სათამაშოს ყიდიან. ისინი სიცივეში საათობით პურის ფულის საშოვნებლად დგანან. პენსიის იმედად მყოფი ადამიანები, იძულებული ხდებიან ზამთრის ცივ დღეებში ქალაქში გავიდნენ და მცირე შემოსავლის მიღების მიზნით, საათობით იდგნენ სიცივეში, რადგამ პენსია საჭმლისა და მედიკამენტების შესაძენად არ ჰყოფნით, გაძვირდა თითქმის ყველა საჭირო პროდუქტი, არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი და ამ ყველაფერს ემატება კომუნალურების გაძვირებული ტარიფები,.

„5-6 წელია რაც ახალ წელს ნაძვის ხესთან ტკბილეულს ვყიდი. რთულია ცხოვრება, ყველაფერი გაძვირდა, პენსია მარტო წამლების საყიდლად არ მყოფნის. ახალ წელს ერთი გოზინაყი მაინც ხომ უნდა გავაკეთო. ის თაფლი და ნიგოზიც რით ვიყიდო. ხომ მჭირდება ფული, ამიტომ ვდგავარ აქ, ვყიდი ამ ტკბილეულს და ორ კაპიკს ვშოულობს. ბავშვების ბედნიერ სახეებს მაინც ვხედავ სხვა თუ არაფერი, როგორ უხარიათ ნაძვის ხესთან დგომა და ტკბილეული. რთულია ამ სიცივეში აქ იდგე საათობით, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს ეს, მაგრამ მაინც აქ ვარ. თითქმის 70 წლის ვარ უკვე, პატარა არ ვარ. ეს ვირუსიც ხომ საშიშია ჩემ ასაკში და ამდენ ადამიანთან მაქვს თან ურთიერთობა ყოველ დღე. პირბადე კი მიკეთია მთელი დღე, მაგრამ ამით სუნთქვაც რთულია. რას ვიზამთ, ესაა ჩვენი ბედი. უნდა ვიშრომოთ თორემ არაფერი გვექნება, მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლის ხარ, სხვა გზა არაა,“ – გვიყვება მანანა გიორგაძე, გამყიდველი რუსთაველის გამზირიდან.

საახალწლოდ მორთულ ქუჩებში ბევრიც არასრულწლოვანი ვაჭრობს ე.წ. ბამბის ნაყინით. განსაკუთრეულად შესამჩნევია იმ ადამიანთა რიცხვიც, ვინ ამ ნაყინს ამზადებს. ისინი პატარა დახლებით მიმოფანტულნი არიან ქუჩებში და ცდილობენ ერთმანეთს კონკურენცია გაუწიონ, ვინ უფრო თვალისმომჭრელ და ფერად ნაყინის გააკეთებს. ამ ჰაეროვანი ფერადოვნების უკან კი იმალებიან ადამიანები, რომლებიც იძულებულნი ხდებიან ზამთრის ცივ დღეებში იდგნენ ქუჩაში და გაყიდონ ბამბის ნაყინი.

„ბამბის ნაყინს ვყიდი ახალ წელს, თბილისობას, 26 მაისს, როცა ხალხის შეკრებებია ქუჩაში. ბავშვებსაც ვაბედნიერებ და მეც მეხმარება ეს შემოსავალი. „ფერადი ღრუბლები“ დავარქვი, რომელებიც სხვებსაც უფერადებს ცხოვრებას, ატკბობს და მეც მაძლევს საშუალებას შვილიშვილებს საახალწლო საჩუქრები ვუყიდო. რთულია ასე, რა თქმა უნდა, მირჩევნია ვიჯდე სახლში თბილად და საათობით ამ სიცივეში არ ვიდგე მაგრამ მე, თუ არ ვიშრომე ვინ რას მომცემს. პენსია კი იზრდება, მაგრამ პენსიასთან ერთად, ყველაფრის ფასიც იზრდება. ყველა წამალი გაძვირებულია. ამბობენ პურიც შეიძლება გაძვირდესო ხალხი პურს ჭამს მარტო და ისიც, თუ გააძვირეს საერთოდ რა გვეშველება. დღიური შემოსავალი 20-25 ლარია რაც მრჩება. ამ ყველაფრის ყიდვასაც ფული სჭირდება, აქამდე მოსვლაც ხომ მინდა. ტაქსით სიარულიც არაა იაფი, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს იმ ფულსაც ვიხდით. წელს სხვა წლებისგან განსხვავებით, საახალწლო გაყიდვების პერიოდი მაქსიმუმ 2 კვირა გაგრძელდეს, ხალხიც ნაკლებად არის შეზღუდვების გამო. ტრანსპორტი, რომ არ არის ქალაქში ბევრი ვერ დადის. ეს 200 ლარი რასაც აქ გაყიდვებით ავიღებ რამდენხანს ან რაში უნდა მეყოს, ისევ სახლში დავჯდები პენსიის იმედად. მუშაობა არ მეზარება მაგრამ მოხუცი, რომ ვარ არავის ვუნდივარ, ვინ დამაწყებინებს მე სამსახურს,“ – ამბობს ტკბილეულის გამყიდველი, 65 წლის მერიკო ლომიძე.

„სოლიდარობით სავსე ქალაქის“ საახალწლოდ მორთვა მერის განცხადებით 700 000 ლარი დაუჯდა ბიუჯეტს. ამ ბრჭყვიალა დეკორაციების პირისპირ კი ქალაში უამრავი ადამიანია, რომლებიც იძლებულნი ხდებიან საკუთარი ჯანმრთელობის ფასად იდგნენ სიცივეში პურის ფულის საშოვნელად, მათ შორის კი ბევრი მოხუცია, მათთვის კი განსაკუთრებულად საფრთხის შემცველია არსებული მდგომარეობის დროს გარევაჭრობა და ბევრ ადამიანთან კომუნიკაცია. ამ დროს კი ქალაქის მთავარი სლოგანი, რომელიც, პირველ რიგში, მოხუც ადამიანებზე ზრუნვას მოიაზრებს ცარიელ სიტყვებად რჩება.

ფოტო: გიორგი მაკარაშვილი

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 03/01/2021 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s