RSS

გამოვლინდა “ეს ქვეყანა შენია” გამარჯვებულები

31 დეკ

2020 წელი სირთულეებით და გამოწვევებით სავსე წელი იყო. მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს ებრძვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიური მოქალაქეების, სამოქალაქო ღირებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობების წარმოჩენა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ (გაიზიარე პასუხისმგებლობა). კამპანია მიმდინარებს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში და  ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ფინანსდება.

ია იაკობაშვილის ფოტო გამარჯვებული ფოტოამბიდან

30 დეკემბერს კამპანიის ფარგლებში გამოცხადებული ჟურნალისების კონკურსის გამარჯვებულთა ვინაობა თერთმეტი რეგიონული ტელევიზიით  გამოცხადდა.

კონკურსში წამახალისებელი პრიზები მიიღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ-ჟურნალისტებმა. ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ კამპანიის ფარგლებში განსაკუთრებით პრიორიტეტულია ახალგაზრდების, მოსწავლეებისა და სტუდენტების, ჩართულობის წახალისება.

ჟურნალისტთა კონკურსში ოთხი ძირითადი კატეგორია იყო წარმოდგენილი: რადიო, ფოტო, სტატია და სიუჟეტი.

ფოტოს ნომინაციაში მესამე ადგილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტმა ია იაკობაშვილმა დაიკავა. მის მიერ მომზადებული ფოტოსერია, რომელიც გამოქვეყნდა პორტალ „ეკოფაქტზე“, სახელწოდებით „თუ გული გულობს კეთილი საქმე ერთი ფანდურითაც კეთდება“, გვიყვება ფანდურის მასწავლებელ ასაკოვან ქალბატონზე ჭიათურიდან.

მეორე ადგილი ლაშა ცერცვაძის ფოტომ დაიკავა აივ დადებითი ადამიანების ისტორიების შესახებ.

პირველი ადგილი კი ერგო  ნეთელა გრიგალაშვილს ფოტოსთვის „ყურანის შემსწავლელი სკოლა ღორჯონის ერთ-ერთ სოფელში“.

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივისა და აღნიშნული კამპანიის მთავარი მიზანია, ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს გაუჩინოს განცდა იმისა, რომ ეს ქვეყანა პირადად მისია და შესაბამისად აკისრია თავისი წილი პასუხისმგებლობა ქვეყნის განვითარების საქმეში.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 31/12/2020 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s