RSS

ზამთრის კურორტები დამსვენებლის მოლოდინში

28 დეკ

ნანუკა დავითაშვილი

2020 წლის 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი რეგულაციები ამოქმედდა.

კორონა ვირუსმა დღევანდელი რეალობა შეცვალა. მთავრობის ახალი რეგულაციების მიხედვით, სხვა აკრძალვებთან ერთად, აიკრძალა ზამთრის კურორტებზე ტურისტების მიღებაც. წელს, პირველად უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს ისეთ ადგილები, როგორიცაა ბაკურიანი და გუდაური ტურისტულად აქტიური უახლოეს პერიოდში აღარ იქნება. არ იმუშავებს სასტუმროები, საბაგიროები. რესტორნები მხოლოდ გატანის სერვისით ისარგებლებენ. ქართველ მოსახლეობას შეეძლება, რომ ბინა მხოლოდ კერძო მესაკუთრისგან იქირავონ.

ყველაზე მეტად ეს რეგულაცია სასტუმროებისა და საოჯახო სასტუმროების მფლობელებს შეეხოთ.

 „გაფრთხილება მივიღეთ, რომ არ გაქირავდეს სასტუმრო. საერთოდ გაჩერებულები ვართ, არანაირი შემოსავალი, არანაირი მხარდაჭერა,“  – ამბობს საოჯახო სასტუმროს მფლობელი ჯულიეტა ბეშქენაძე.

„წელს ვეღარ ვაქირავებ ფართს, რადგან კანონით აგვიკრძალეს. ჩემთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროა. ახალი წლის დღეების ჯავშანი უკან დავაბრუნე. გათბობა ჩართულია, მაგრამ იანვარში გაზს ჩამიჭრიან, იმიტომ, რომ კომპანია „სოკარი“ არ ითვალისწინებს არაფერს და ყველამ ვიცით, რომ -10, -15 გრადუს ყინვაში მთელი გათბობის სისტემა გაიყინება. სახელმწიფოსგან დახმარება ნული. არც კი დაინტერესებულა არავინ ბაკურიანის ბედით,“ – აღნიშნა გამქირავებელმა თამუნა ლომიძემ.

გამქირავებლები იმასაც ამბობენ, დამსვენებლებს წინა წლებთან შედარებით ბინები ბევრად იაფად უნდათ და არ ითვალისწინებენ, რომ ეს მდგომარეობა თითოეული მოქალაქისთვის ძნელი გადასატანია „ფასებმა ძალიან დაიკლო, 50 ლარად უნდათ ბინები სეზონზე. არც გამიქირავებია არც ერთი დღე. როცა ამხელა ხარჯია, ვერ გავაქირავებ ასე იაფად“, – ამბობს ერთ-ერთი საკურორტო ზონაში ბინის დამქირავებელი.

რეგულაციების  გამო უკმაყოფილოები არიან ის ადამიანები, რომლებიც ვერ შეძლებენ წელს სათხილამურო კურორტებზე სრულფასოვან დასვენებას. ერთ-ერთი დამსვენებლის, ლელა ფხაკაძის თქმით, ფასებში წინა წლებთან შედარებით, დიდი შეღავათი არ შეინიშნება.

 „ფასები ძალიან დაკლებული არ არის, თუმცა, სხვაობა, იგრძნობა. ტრანსპორტი არ მოძრაობს და მინივენით მგზავრობა ნამდვილად უფრო ძვირი სიამოვნებაა. საერთო ჯამში დასვენება იმაზე მეტი შეიძლება დაჯდეს, ვიდრე ჯდება-ხოლმე,“ – ამბობს ლელა.

ტურისტული სეზონი წელს ზამთრის კურორტებზე განსხვავებულად ჩაივლის. ადამიანები, რომლებიც რეგულაციების გამო, შემოსავლის გარეშე დარჩნენ, სახელმწიფოსგან მხარდაჭერის მოლოდინში არიან. ჯერ არავინ იცის, როდის მიეცემათ სასტუმროებს საქმიანობის გაგრძელების უფლება, თუმცა, ერთი რამ ეჭვგარეშეა, რომ რეგულაციებმა ბევრი ადამიანი ერთადერთი შემოსავლის გარეშე დატოვა.

ფოტო: ოლიკო ცისკარიშვილის

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 28/12/2020 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s