RSS

კორონავირუსმა აგროტურიზმს პრობლემები შეუქმნა

24 დეკ

გიორგი მაკარაშვილი

Wine Vineyards at sunset in Solvang, Santa Barbara County, California.

საქართველოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში განსაკუთრებულად პოპულარული გახდა აგროტურიზმი. მსოფლიო ტენდენციების ცვლილება, რა თქმა უნდა, საქართველოზეც აისახება. უცხოელი ვიზიტორები ქვეყნის კულტურის, უკეთ გასაცნობად ამჯობინებენ უფრო ახლო კომუნიკაცია ჰქონდეთ ადგილობრივებთან, უშუალოდ ჩაერთონ სხვადასხვა პროცესში და მაგალითად, ყველასათვის ცნობილი ქართული ღვინის დაგემოვნებამდე, თავად მიიღონ მონაწილეობა ღვინის დამზადების პროცესში, ანდა თონის პურის ცხობაში. განსაკუთრებულად დიდი მოთხოვნა აგროტურიზმზე გასული 2-3 წლის განმავლობაში იყო. 2020 წელი როგორც, ტურიზმის ყველა მიმართულებისთვის, ასევე აგროტურიზმის სფეროშიც ძალიან რთული იყო. მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ქვეყანაში დაწესებული ავიამიმოსვლის შეზღუდვამ დიდი პრობლემა შეუქმნა დარგის განვითარებას. ადამიანები, რომლებმაც 2019 წელს  ბანკიდან გამოტანილის სეხსის თანხით დაისახეს მიზნად ბიზნების გაფართოვება, სესხის სახით აღებული თანხის დაფარვაც ვერ მოახერხეს.

მაგალითად, იმერეთში არსებული აგროსახლი, 10 წლიანი  არსებობის შემდეგ, კრიზისის წინაშე დადგა. კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი საფრთხეს უქმნის მის არსებობას. კულინარიული მასტერკლასები, რთველი და სხვა აქტივობები, რომლებიც გასული წლების განმავლობაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა უცხოელ ტურისტებში, დღეს, პრაქტიკულად შეჩერებულია.

„ვიზიტორთა რაოდენობა, იმდენად მცირე იყო, რომ შეუძლებელია თქვა განახევრდა, პრაქტიკულად სიცარიელე იყო მთელი ტურისტული სეზონის განმავლობაში. იმდენად მცირე შემოსავალი გვქონდა, რომ იძულებული გავხდით პერსონალი გაგვეშვა, შეუძლებელი იყო ანაზღაურების გადახდა, მათ შენახვას ვერ ვახერხებდით. აგვისტოს მაგალითი რომ ავიღოთ, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი მოთხოვნა მაინც აჭარაზე არის ტურისტები, არც იმირეთში სტუმრობაზე ამბობდნენ უარს. აქამდე ტურისტების რაოდენობას ნამდვილად არ ვუჩივოდით. კორონავირუსის პანდემიის გამო, კი პრაქტიკულად, ტურისტების გარეშე დავრჩით. საქართველოში აგროტურიზმი ახლა ხდება პოპულარული და საქართველოს მოქალაქეები ნაკლებად არიან დაინტერესებული მსგავსი აქტივობებით, ამიტომ ჩვენი ძირითადი დასაყრდენი უცხოელი ტურისტები იყვნენ და არიან. შეზღუდვების გამო კი ისინი, რა თქმა უნდა, ვერ ახერხებენ ქვეყანაში ვიზიტს. 2020 წელი როგორც იქნა, მთავრდება და ავად თუ კარგად, გადავრჩით. ახლა მთავარია, რა იქნება შემდეგ წელს, იმედია დასტაბილურდება სიტუაცია და შევძლებთ სრულფასოვნად ჩვენი საქმის განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში როგორც ჩვენ, ასევე არაერთი სხვა ადგილობრივი მცირე თუ საშუალო ბიზნესი პრაქტიკულად გაკოტრდება და მოგვიწევს საქმიანობის შეწყვეტა“, – განაცხადა შ.პ.ს. ქორენას დამფუძნებელმა მაია კეზევაძემ.

არსებული მდგომარეობის პარალელურად, საქართველოს პარლალმენტში მოხდა კანონპროექტის ინიცირება, რომელიც სოფლის მეურნეობისა და აგროტურიზმის განვითარებასა და ხელშეწყობას ისახავს მიზნად. „აგროტურიზმის შესახებ“ კანონის ინიციატორი ოთარ დანელიაა. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს აგროტურისტული ობიექტების მიმართ საგადასახადო პოლიტიკის შემსუბუქებას.

„აღნიშნული კანონი რამდენიმე ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს. ეს გახლავს ადგილობრივი ფერმერული მეურნეობისთვის ხელშეწყობა, მომსახურეობის, მათ შორის, აგროტურიზმის მომსახურების დანერგვა. ასევე განმარტებულია მთელი რიგი ტერმინოლოგია, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული საქმიანობისთვის აუცილებელ პირობებს. კანონი აქვე ადგენს შეღავათებს, რომლებიც ძირითადად საგადასახადო შეღავათებს ეხება. ესაა დღგ, საშემოსავლო, თუმცა რჩება ქონების გადასახადი, ვინაიდან ჩვენი მიზანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა იყოს მაქსიმალური და მათ ინტერესში შედიოდეს იმ სარგებლის მიღება, რომელიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტს რჩება. გარდამავალ დებულებებში გათვალისწინებული გვაქვს ის მინიმალური ოდენობა ადგილობრივი პროდუქციისა, რომელიც უნდა იყოს მოხმარებული აგროტურისტული სუბიექტების მიერ. თავდაპირველად, ეს არის 50%, ხოლო სამომავლოდ – 70%. დღეს, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, აქტუალური საკითხია და ვფიქრობ, რომ გარკვეული ვადაა საჭირო იმისათვის, რომ გარკვეული პერიოდი იყოს საზრიანი და მოახერხონ ადაპტირება იმ მოთხოვნებზე, რომლებსაც კანონი ითვალისწინებს“, – აღნიშნა პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა ოთარ დანელიამ.

პარლამენტში აგროტურიზმის მხარდამჭერი კანონპროექტის ინიცირების მიუხედავად, რომელიც აგროტურიზმის წახალისებასა და კორონავირუსისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ემსახურება, ქვეყნის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე არ იძებნება ინფორმაცია აგროტურიზმით დაინტერესებულ პირთათვის. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეები ან ტურისტები მოინდომებენ ქვეყნის მთავარ ტურისტულ მეგზურ ვებ-გვერდზე ინფორმაციის მოძიებას მათ საიტზე ტურისტური გზამკვლევი არ დახვდებათ.

„ზაფხულში როდესაც ვისვენებდი, გადავწყვიტე წელს მსოფლიოში და საქართველოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, დასვენების განსხვავებული  გზა მომენახა და სოფლად მცხოვრებ ტურისტების გარეშე დარჩენილ ადამიანებსაც დავხმარებოდი, ამიტომ დავვინტერესდი აგროტურიზმით. რადგან საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ონლაინ სერვისები კარგად გამართული და პრაქტიკულად ვერ ვნახე ერთად თავმოყრილი ინფორმაცია, თუ სად შემეძლო წასვლა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საიტზე გადავწყვიტე ინფორმაციის მოძიება, მაგრამ სამწუხაროდ, ერთი სიტყვაც ვერ ვნახე იქ აგროტურიზმის შესახებ. ბოლოს, მეგობრის რეკომენდაციის ვეწვიეთ სოფელ ნუკრიანში ლავანდების პლანტაციას, სადაც ძალიან ლამაზი სანახაობა დაგვხვდა. შეგეძლო პროცესშიც ჩართულიყავი და მეპატრონეს მიხმარებოდი მოვლაში, ასევე ადგილობრივი ყვავილით დამზადებული სხვადასხვა პროდუქტის შეძენა. ჩვენ გარდა იმ კონკრეტულ მომექნტში არავინ იყო იქ, მხოლოდ ჩვენ ვესტუმრობდით პლანტაციებს. საქართველოში ლავანდის პლანტაციები ხშირი არ არის და ძალიან საუცხოო იყო, ნუკრიანში ყოფნისას თავი საფრანგეთში გეგონებოდა. სწორედ, ასეთ ადგილებს სჭირდება პოპულარიზაცია და იგივე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერა. ყველა ადამიანს ვურჩევ აუცილებლად ესტუმროს ნუკრიანში ლავანდების პლანტაციებს“, – გვიყვება ხატია სირბილაძე, ქართველი მოგზაური.

განვითარებად ქვეყანაში, ტურიზმის განვითარებადი დარგის ხელშეწყობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მაგრამ ეს პროცესი კომპლექსურად უნდა წარიმართოს და არ უნდა იყოს მხოლოდ ერთი კონკრეტული მიმართულებით კონცენტრირებული. საქართველოს აგროტურიზმის განვითარების თვალსაზრისით დიდი პოტენციალი აქვს , რასაც ხელშეწყობა სჭირდება. Covid-19-მა კიდევ ერთხელ ცხადყო სოფლის მეურნეობისა და მისი პოპულარიზაციის მნიშვნელობა. აგროტურიზმის მთავარი შესაძლებოდა კი სწორედ სოფლის მეურნეობის პოპულარიზაციაა.

ფოტო: Nukriani Lavender ; Freepik

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 24/12/2020 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s