RSS

კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2020 დაჯილდოება

07 ნოე

ნანიკო დავითაშვილი

6 ნოემბერს, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით (GCNG) „კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2020 გაიმართა”. გასული წლებისგან განსხვავებით, პანდემიის გამო, დაჯილდოება ვირტუალურ ფორმატში წარიმართა. ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს პასუხისმგებლიან ბიზნეს ქმედებას და ბიზნესის გააქტიურებას მდგრადი განვითარების მიზნების მხარდასაჭერად.

პროექტის ფარგლებში წარდგენილი იყო რამდენიმე ნომინაცია: „ხარისხიანი განათლება“, „პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის“, „SDG პიონერი“, „მდგრადი მოხმარება და წარმოება“, „მედია პასუხისმგებლიანი ბიზესისთვის“, „მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა“, „ღირსეული სამუშაო“ და „ეკონომიკური ზრდა და სიღარიბის აღმოფხვრა“.

ნომინაციებში გამარჯვებულები შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

,,ხარისხიანი განათლება” გამარჯვებულია Silknet სილქნეტი.

„პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვი“ გამარჯვებულები არიან HG, კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი და „უკეთესი მომავლისთვის“.

SDG პიონერი გახდა ვალერი ჩეხერია.

„მდგრადი მოხმარება და წარმოების“ გამარჯვებულია კრისტალი.

„მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა“ გამარჯვებულია ალდაგი Aldagi.

ნომინაციაში „ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა“ გამარჯვებულია“ ეფეს საქართველო“.

კატეგორიაში „სიღარიბის აღმოფხვრა“ გამარჯვებულია აჭარა ჯგუფი Adjara Group.

„მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის“ გამარჯვებულები არიან: პორტალი „ეკოფაქტიდან“ ოლიკო ცისკარიშვილი და ეკა გაზდელიანი, რომელმაც წელს პირველად მიიღო მონაწილეობა კონკურსში. ეს ჯილდო ჩემთვის მნიშვნელოვანია, როგორც კარიერულად, ასევე ბიზნესთან ურთიერთობის თვალსაზრისით – ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ბიზნესთან ხშირი კომუნიკაცია მიწევს და მათი მხრიდან ნდობის ფაქტორიც გაიზრდება. მიხარია, რომ გადმომეცა ეს ჯილდო, ვინაიდან კორპორაციული პასუხისმგებლობა მეტ-ნაკლებად ახალი ხილია ქვეყანაში და მოხარული ვარ რომ მის პოპულაროზაციაში მცირედი წვლილი მეც მიმიძღვის,“ – ამბობს ჟურნალისტი ეკა გაზდელიანი.

რაც შეეხება კონკურსში გამარჯვებულ მედიამასალებს ექსპერტებისა და ჟიურის  დასკვნით: „სააგანტო „ეკოფაქტისთვის“ მომზადებულ სტატიაში, ოლიკო ცისკარიშვილი საუბრობს კორპორაციულ პასუხისმგებლობის ისტორიაზე, დასავლურ სტანდარტებსა და საქართველოში დანერგილ პრაქტიკაზე. სხვადასხვა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან ინტერვიუების საფუძველზე, ჟურნალისტი მათ კორპორაციულ მდგრადობის სფეროში მოპოვებილ გამოცდილებას გვიზიარებს. სტატია გვთავაზობს მრავალფეროვან სტატისტიკას საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის სტანდარტების დანერგვასა და ბიზნესების ამ სფეროში პროგრესის შესახებ. ჟურნალისტის მიზანია დაგვანახოს როგორ ვითარდება კორპორაციული მდგრადობა საქართველოში და რა რეფორმებია აუცილებელი გრძელვადიანი ცვლილების შესაქმნელად.“

რაც შეეხება მეორე მედიამასალას, მასზე წერენ, რომ „გადაცემა „ბიზნესპარტნიორებისთვის“ მომზადებულ სიუჟეტში, ეკა გაზდელიანი ქართული კომპანიების მიერ კორპორაციული მდგრადობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს გვაცნობს. სიუჟეტი გვაცნობს სათამაშოების კომპანია „ჩიკატაისა“ და WWF Georgia-ს ერთობლივ“ პროექტს საქართველოში ქურციკების კონსერვაციისთვის. კომპანია „ჯინვენტორის“ ეკომეგობრულ დამტენს, რომლის გაყიდვებიდან შემოსული თანხა პოლიეთილენის ნარჩენებისგან ბუნების დასუფთავებას ხმარდება; ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია „ვისითის“ პროექტს მცირე ბიზნესების ხელშესაწყობად და „კრისტალის“ პროექტებს ინკლუზიური განვითარების, ბუნების დაცვისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით. სიუჟეტის მიზანია ხაზი გაუსვას კორპორაციული მდგრადობის სარგებელს, როგორც თავად ბიზნესების, ისე საზოგადოებისთვის.“

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება ხელს უწყობს საქართველოში ეკონომიკურ, სოციალურ განვითარებასა და ბიზნესის ჩართულობას ამ პროცესში. ბიზნესის კონტრიბუცია მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნისთვის, ასევე თავად ბიზნესისთვის.

„კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს“ დაჯილდოების ცერემონია წელს მესამედ ჩატარდა. გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი 2016 წელს დაარსდა და მისი წევრები კომპანიები, ბიზნეს ასოციაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო/აკადემიური დაწესებულებები არიან.

გაეროს გლობალური შეთანხმება არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა, რომლის ხედვა ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის სასარგებლო, მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნაა.

ქსელის მისიაა საქართველოში გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის მხარდაჭერა, ასევე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანა.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 07/11/2020 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s