გიორგი მაკარაშვილი
ადამიანები ოდიგანვე მოიხმარენ სხვადასხვა სახის წიაღისეულს. ქვანახშირი და ნავთობი იყო და დღემდე არის კაცობრიობის ძირითადი „მამოძრავებელი“ ენერგია, მაგრამ რადგან მათი წარმოქმნა და მოხმარება ერთმანეთის პირდაპირპროპორციული არ არის, ჩნდება საჭიროება კაცობრიობამ გამონახოს ალტერნატიული საშუალებები, საუკეთესო ალტერნატივა კი განახლებადი ენერგიის წყაროებია.
ეს შეიძლება იყოს მზის ენერგია, წყლის ენერგია, ქარის ენერგია და ა.შ. გარდა იმისა, რომ მათ დედამიწის არსებობის ბოლო წამამადე შეუძლიათ განახლება, ნავთობისა და ქვანახშირისგან, განსვავებით ბევრად უსაფრთხოა და ნაკლებად აბინძურებს გარემოს.
მსოფლიოს გარშემო განსაკუთრებულად ფართომასშტაბიანი გამოყენება ჰპოვა და დიდი პოპულარობით სარგებლობს მზის ენერგიის გამოყენება. არსებობს მზის ენერგიის გამოყენების აქტიური და პასიური მეთოდები. პასიური გამოყენება ენერგიის ათვისებისთვის რაიმე სპეციალური ტექნოლოგიების არსებობას არ გულისხმობს. მაგალითად, საცხოვრებელი სახლის სამხრეთისკენ მიმართული ფანჯრები დღის განმავლობაშიგანათების უკეთესი ხარისხის მიღებისთვის, სათბურები სითბოს შენარჩუნებისთვის და ა.შ. მზის ენერგიის პასიური გამოყენების ფორმებია. მზის აქტიური გამოყენება კი შესაბამისი ტექნოლოგიების დახმარებით არის შესაძლებელი, მათი დახმარებით მზის ენერგია თბურ ან ელექტროენერგიად გარდაიქმნება. ეს სპეციალური მოწყობილობებია: მზის კოლექტორი (მზის წყალგამაცხელებელი) და მზის ელექტროსადგური (მზისგან ელექტროენერგიის მიღების საშუალება).
რა პოტენციალი აქვს საქართველოში მზის ენერგიის გამოყენებას და რა ღონისძიებებს ატარებს სახელმწიფო განახლებადი ენერგიის პოპულარიზაციის თვალსაზრისი, ამის შესახებ საკითხით დაინტერესებულ ექსპერტ გია არაბიძეს გავესაუბრეთ.
„განახლებადი ენერგიის გამოყენების მნიშვნელობა ყოველწლიურად იზრდება. რამდენიმე წლის წინ, ალბათ ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ მზის ენერგია, ეს ერთი შეხედვით არაფრისმომცემი გამოსხივება დიდი სარგებლის მომტანი შეიძლება გამხდარიყო. დღეს, მსოფლიოში, 200 მილიონზე მეტი ოჯახი წყლის გასაცხელებლად მზის ენერგიას იყენებს. საქართველოს მზის ენერგიის გამოყენების თვალსაზრისით დიდი პოტენციალი აქვს, რადგან წელიწადის განმავლობაში დაახლოებით 270 დღე არის მზიანი რაც არის იმის გარანტი, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება დიდი რაოდენობით ელექტროენერგია სწორედ მზის ენერგიის საშუალებით მივიღოთ. ამის ხელშესაწყობად ჩვენ ქვეყანასში არსებობს სპეციალური პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს დაეხმარება განახლებადი ენერგიით მიღებული ელექტროენერგიის საერთო ქსელში ჩაბმაში და საკუთარი დანახარჯის ანაზღაურების გარდა, შესაძლებელი იქნება დამატებითი შემოსავლის მიღებაც. ნეტოაღრიცხვის პროგრამა გულისხმობს, „ტრადიციული“ მრიცხველის შეცვლას, ახალი მრიცხველის საშუალებით შესაძლებელი იქნება აღირიცხოს თქვენს მიერ ქსელისთვის მიწოდებული ელექტროენერგია და ქსელიდან მიღებული. დადებითი ბალანსის შემთხვევაში, არ მოგიწევთ ელექტროენერგიის საფასურის გადახდა, პირიქით, ქსელის ოპერატორი ვალდებული იქნება წლის ბოლოს გადაგიხადოთ ჭარბად მიწოდებული ელ-ენერგიის საფასური. არაერთი დადებითი გარემოების მიუხედავად მზის ელექტროსადგურის მოწყობა დაკავშირებულია ხარჯებთან, რომლის ამაზღაურების საშუალებაც ბევრ ოჯახს არ აქვს. საქართველოს მაღალმთიან სოფლებში ძირითადად სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხდება ოჯახების უზრუნველყოფა შესაბამისი ინვენტარით.”
მზის ეგენრგიის გამოყენებამ არაერთი ადამიანის ცხოვრება შეცვალა და საქართველოს ისეთ რეგიონებში, სადაც ცენტრალური ელექტროენერგიის სისტემა არ არსებობს, ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ მზის ენერგიით მიღებული ელექტროენერგიის გამოყენებაა. საქართველოს ისტორიული მხარე და ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილი ქვეყანაში ამ გამოცდილების თვალსაზრისითაც ცნობილია. სწორედ მზის ენერგიის გამოყენებით თუშეთში მოსახლეობას საშაუალება აქვს საცხოვრებელი პირობები გაიუმჯობესოს. ისტორიული მხარეში, მზის ენერგიის გამოყენების ისტორიის შესახებ, დამატებით დეტალების თუშეთის დაცული ტერიტორიების დირექტორი, ზაზა ლაგაზიძე გვიყვება:
“ეს ამბავი 2011 წელს დაიწყო და 2014 წელს დასრულდა. ჩეხეთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, თუშეთში მიზნობრივ ჯგუფებს დაეხმარნენ, ისინი იყვნენ სასტუმროს მეპატრონეები, რომლებმაც მიიღეს განათება და წყლის გამაცხელებელი, ასევე იყვნენ ფერმერები, რომლებმაც მიიღეს განათება. რა თქმა უნდა, ამან კარგად იმუშავა მთლიანად რეგიონში და თუშეთში. იქ, სადაც არ არის ცენტრალური ელექტროენერგია ეს იყო ყველაზე ხელმისაწვდომი რამ. შემდგომ, როდესაც პროგრამა დამთავრდა, მზის ენერგიით ელექტროენერგიის მიღება კულტურად იქცა და უკვე თავად მოსახელობა ყიდულობდა საჭირო აპარატურას, „ლამფის“ ეპოქა ჩაბარდა წარსულს. ეს არის პრაქტიკაში გამოყენებადი და ეფექტური რამ, მაგრამ აქვს ერთი ნაკლიც, ამ ფოტოელემენტების არასწორად განთავსება აფუჭებს ისტორიული სოფლების ხედს, ამიტომ ამას ჭირდება გათვალისწინება, ისე უნდა დამონტაჟდეს რომ არ დაზიანდეს იერსახე. მზის ენერგიით ელექტროენერგიის მიღებამ ნავთისა და ლამპის ეპოქა წარსულს ჩააბარა და ხელმისაწვდომი გახადა უკვეთესი საყოფაცხოვრებო პირობები. შეიქმნა პირობები, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის,“ – ამბობს ზაზა ლაგაზიძე.
„მზის სახლის“ წარმომედგენელი კოტე კობახიძე გვიყვება რა პრობლემებთანაა დაკავშირებული მზირე ზომის ელექტროსადგურის მოწყობა:
„იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის ყოველთვიური ელექტრო ენერგიის დანახარჯი საშუალოდ 50 ლარია, მათ დასჭრდებათ 2-3 კვტ-იანი მზის ელექტროსადგური იმისათვის, რომ სრულად ჩაანაცვლონ საერთო ქსელიდან მიღებული ელ. ენერგია. ამ ყველაფრის ურუნველყოფისთვის საჭირო სისტემის ღირებულება 3500 ევროა, მისი ექსპლუატაციის ვადა კი ათეულობით წელია. დაინტერესება, შეიძლება ითქვას, რომ თანაბარია როგორც მოსახლეობის, ასევე ბიზნესის მხრიდან, ბოლო 5 წელია რაც აქტიურად გაჩნდა მოთხოვნა მზის ელექტროსადგურებზე. მოსახლეობის მხრიდან ძირითადად მაღალმთიან სოფლებში ხდება სისტემების მონტაჟი. მოცულობის თვალსაზრისით ძირითადად 3-5 კვტ-იანი სისტემებით ხდება მათი უზრუნველყოფა, ბიზნესკომპანიების შემთხვევაში, კი მათი სისტემის მოცულობა ბევრად დიდია.” – ამბობს კოტე კობახიძე
განახლებადი ენერგიის გამოყენება და მნიშვნელობა ყოველწლიურად იზრდება. მზის ენერგიის გამოყენება კი უდაოდ მოწინავე ადგილზეა. ჰარვარდის უნივერსიტეტის უკანასკნელი კვლევების თანახმად, 2050 წლისთვის მსოფლიოს ნახევრის ელექტროენერგიით მომარაგება, სწორედ განახლებადი ენერგიის საშუალებით იქნება შესაძლებელი. დღეს, 100-ზე მეტ ქვეყანაში (აშშ, ჩინეთი, გერმანია, იაპონია, ინდოეთი, იტალია …) აქტიურად იყენებენ მზის ენერგიას და მათთვის პრიორიტეტი ენერგიის განახლებადი წყაროებია. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, საქართველოს, ამ თვალსაზრისით, დიდი პოტენციალი აქვს. ერთჯერადი დანახარჯი გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი მოგების მომტანი შეიძლება იყოს და შესაძლებელია არა მხოლოდ ელექტროენერგიის ხარჯების შემცირება ან სრული დაფარვა, არამედ ქვეყნისთვის დამატებითი შემოსავლის მომტანიც შეიძლება გახდეს.