დაიბადა ქართულად ოშოს “სიცოცხლე და სიკვდილი”… კარანტინი რომ გამოაცხადეს, მაშინ მიბრძანდებოდა სტამბაში და ისიც ჩვენსავით სახლში დარჩა… ეხლა კი ეს წიგნი თქვენს სამსახურშია და ელის მკითხველს… 570 გვერდიანი წიგნი თარგმნა ოლიკო ცისკარიშვილმა.წიგნისრედაქტორი: რობერტ მესხი.წიგნი გამოსცა “საქართველოს აკადემიურმა გამომცემლობამ”- საგამ.
“ოშოს ბევრი მიმდევარი ჰყავს, ზოგი რას ლაპარაკობს მასზე და ზოგი რას… მე კი ხანდახან ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი ან მართლა არა ამქვეყნიური იყო, ან არადა წინასწარმეტყველი.
ის, რასაც ამ წიგნში ლაპარაკობს, თავადაც გადამხდენია და მიგრძვნია: სხეულიდან გამოსვლა, ის შეგრძენები რასაც სულის სხეულიდან გამოყოფას მოსდევს და ა.შ.
ის, რაზეც „სიცოცხლესა და სიკვდილში“ ლაპარაკობს, გასული საუკუნის 50-იანი წლებისთვის სრულიად წარმოუდგენელი რამაა, სინჯარის ბავშვები, „ტრიდე“ ფილმები და ა.შ. თუ წლების განმავლობაში ეს ყველაფერი რეალობა გახდა, სულ რაღაც ერთ საუკუნეზე მცირე დროში, მაშინ სავარაუდოდ, მასში მოყვანლი სხვა ვარაუდებიც ახდება.
ხანდახან კი ვფიქრობ, და არცაა გამორიცხული, რომ რაც კი რამ ფილმი გადაუღიათ მსოფლიოში ცნობილ რეჟისორებს სულებზე, რეინკარნაციაზე, სამყაროზე, სიკვდილზე, სიცოცხლეზე და ა.შ. ყველაფერ მისტიურზე, სწორედ ოშოს წიგნებიდან აქვთ აღებული სიუჟეტები.
ვფიქრობ, რომ წიგნი მათთვისაა განკუთვნილი ვისაც სამყაროს რაობაზე უამრავი კითხვა აქვს. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, ყველაფერზე პასუხს თუ ვერ მიიღებთ დაფიქრდებით მაინც და აუცილებლად იპოვით გზას…” – ამბობს მთარგმნელი.
მისი შეძენა მკითხველს შეეძლება, როგორც გამომცემლობაში “საქართველოს აკადემიური გამომცემლობა” აღმაშენებლის 181/2 (პლეხანოვზე, გერმანიის საელჩოს წინ, არკაში შესასვლელი, გამომცემლობა “კლიოს” ოფისში), ასევე მაღაზია რუსთაველის 16-ში, მისი ყიდვა ხვალიდან შეგეძლებათ მაღაზია “ბიბლუსის” ფილიალებშიც.