22 მარტს გაკეთებული, პრემიერ მინისტრის განცხადებით, პირველად, საქართველოს ტერიტორიაზე საკარანტინო ზონად გამოცხადდა ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტები. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შეეზღუდა აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა. დაიხურა ყველა ობიექტი, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი დარჩა მხოლოდ საკვებისა და მედიკამენტების ობიექტები.
საკარანტინო ზომის გამოცხარების დღიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის აქტივობები ტარდებოდა მოსახლეობის უსაფრთხოებისა და დახმარებისთვის. ექიმები თერმოსკრინინგს აწარმოებდნენ, მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები კი სოციალურად დაუცველ ოჯახებს, საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფდნენ.
ამას გარდა, ბოლნისის ტერიტორია გაიწმინდა სადეზინფექციო საშუალებებით. დამუშავება საავადმყოფოს ეზოს მიდამოების , მთავარი ქუჩებისა და ადგილები, სადაც ადამინთა თავშეყრა ხდებოდა.
მკაცრი კარანტინის მიუხედავად, მუნიციპალიტეტში ეპიდმდგომარეობა რთულდებოდა და საჭირო გახდა ჯერ დაბა კაზრეთის და ბალიჭის ჩაკეტვა, ხოლო შემდეგ მუშევანის, ვანისა და ხატისოფლი იზოლირება .
საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, არც ბოლნისის მოსახლეობას ჰქონდა შესაძლებლობა სასაფლაობზე გასვლის. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა სასულიერო პირი, არცერთ ეკლესიაში არ ჩატარებულა სააღდგომო ლიტურგია, გარდა სიონის ეკლესიისა, სადაც მხოლოდ სასულიერო პირები იმყოფებოდნენ .
მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაცია ნამდვილად რთული იყო, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ექიმები და მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები მოსახლეობისთვის ამ სირთულის შემსუბუქებას მაქსიმალურად ცდილობდნენ .
ბოლო დღეებში ჩატარებული ტესტების პასუხები კი არის უარყოფითი და დიდი ალბათობით საკარანტინო შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად დაიწყება ბოლნისისთვის, როგორც ეს სხვა რეგიონების შემთხვევაში არის დაგეგმილი .
ბოლნისში, კოვიდ ინფექციის მაჩვენებლები კი ასეთია:
- 122 ინფიცირებული
- 46 გამოჯანმრთელებული
- 3 გარდაცვლილი
- 75 თვითიზოლაცია
- 69 კარანტინი
ფოტოები ანა მშვილდაძის